საცხები მასალებით თოფის დამუშავება ხდება სამი სხვადასხვა მიზნით. პირველ რიგში ჟანგისაგან დასაცავად, შემდგომ მოძრავი ნაწილების ხახუნის(ცვეთის) შესამცირებლად და ბოლოს, სროლის შედეგად დარჩენილი მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდის გასაადვილებლად. შესაბამისად საცხები მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნები რამდენადმე განსხვავებულია.
ლითონის ჟანგისაგან დამცავი ზეთი ადვილად არ უნდა შრებოდეს ანუ ქმნიდეს დამცავ ფენას დიდი ხნის განმავლობაში(ზაფხულშიც კი). ასეთი ზეთი ზომიერად ბლანტია(თხელი ზეთი სწრაფად ჩამოიღვენთება). გარდა ამისა ასეთი ზეთი არ უნდა შეიცავდეს მჟავებსა და ტუტეს ანუ როგორც ქიმიკოსები ამბობენ უნდა იყოს ნეიტრალური რეაქციის. ზეთში მჟავებისა და ტუტეების არსებობას ადვილად დავადგენთ თუ ამ ზეთით დავფარავთ ლატუნის ვაზნას(ლატუნი ფოლადზე მგრძნობიარეა). თუ ზეთი შეიცავს არასასურველ მინარევებს, ასე ,,დამუშავებული" ლატუნის ვაზნა რამდენიმე დღეში გამწნავდება და მიიღებს მუქ ფერს.
ხახუნის(ცვეთის) შესამცირებელი ზეთი, აგრეთვე არ უნდა შეიცავდეს მჟავა-ტუტეს, ამავე დროს ჰაერისა და ყინვის ზემოქმედების შედეგად არ უნდა სქელდებოდეს(სქელდება მცენარეული წარმოშობის ზეთები). საზოგადოდ ამ ტიპის ზეთები უფრო თხელია ვიდრე დამცავი ზეთები.
მავნე ნივთიერებებისაგან საწმენდი ზეთით იარაღი იფარება რამდენიმე დღით, რამეთუ გაანეიტალოს დენთისა და ფისტონის წვის ნარჩენები. ასეთი ზეთები ტუტე რეაქციისაა(ამიტომაც არ შეიძლება მისი დიდი ხნით თოფზე დატოვება)
ზეთები არ უნდა ხდებოდეს იარაღის ხის ნაწილებზე, რადგან ისინი ზრდიან მის სიმყიფეს და იწვევენ ბზარებს.
პ.ს. ზეთების თანამედროვე არჩევანი(დამცავი, საწმენდი და ტუტე რეაქციის) საკმაოდ მარავალფეროვანია, ესენია: WD-40, ”დონაქს შელლი”, ბალისტოლი და ა.შ.