Jump to content


ამ თემას აქვს 67 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

 მოდით ამ თემას წამოვწევ.
წამოვწევ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ნადირობის შემდეგ იარაღი.
დავწერ იმ საშუალებებზე რომლებიც ეფექტურია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ჩვენთვის.
თოფის ეფექტური წმენდისათვის გვჭირდება 2 ტიპის ზეთი
1) მურის/ნამწვის/ტყვიის მოსაშორებლად მჟავატუტოვანი ე.წ სოლვენტი
2) ნეიტრალური ზეთი ხახუნის ადგილების შესაზეთად და ზოგადათ მეტალის ნაწილების კოროზიისაგან დასაცავად.
ძალიან კარგი სოლვენტია ეს
3bc5e668bc6b.jpg
აშორებს მურს, ნამწვს, ჟანგს და გაგლესილ ტყვიას. შესაბამისად აღარ გვჭირდება ლატუნის ჯაგრისებით ხეხვა.
აქ არ შემხვედრია კარგა ხანია, ადრე ჩამოვიტანე აქედან
www.cabelas.com
მაქვს ასევე ბალისტოლის ეს ნაკრები, რომელიც ასევე საკმაოდ კარგია. 
dce7fa7d9dce.jpg
მასში შედის ტყვიის/ნამწვის/სპილენძის ამოსაყვანი სოლვენტი. ნახევრად ნეიტრალური ზეთი გარკვეული მინარევებით, რომელიც ასევე აშორებს ნამწვს, მაგრამ არა ტყვიას. ლულის გასაშავებელი სითხე და ცხიმის გასაშორებელი სითხე.
რაც შეეხება ნეიტრალურ ზეთს. მე წარმატებით ვხმარობ ბრაუნინგის ლეგიას, მართლა კარგი ნეიტრალური ზეთია !!! საკმაოდ ბლანტი და 100 %-ით ნეიტრალური.
a7dd0c8f3ba3.jpg
იყიდება ბევრ მაღაზიაში აქ ჩვენთან.
მესმის რომ ყველას არ აქვს შეიძლება შესაძლებლობა რომ სხვადასხვა ნაკრებები ვიყიდოთ. მაგრამ თუ გვინდა რომ თოფის ლულა მთელი ცხოვრება სარკესავით ბზინავდეს აუცილებელია, ვიმეორებ აუცილებელია რომელიმე სოლვენტის ან სპეც მინარევების მქონე ზეთის შეძენა, რომელიც მოაშორებს ლულას ყველაზე დიდ მტერს, მურს და ნამწვს ! ყველაზე მარტივი გამოსავალია ბალისტოლის უნივერსალი. იგი შეიცავს გარკვეულ მინარევებს და ამ საქმეს თავს ართმევს. მისი შეძენა საქართველოშიც შეიძლება ბევრ სამონადირეო მაღაზიაში. აი ესაა
2b5b29e302fc.jpg
ნეიტრალურ ზეთად მე გირჩევთ ბრაუნინგის ლეგიას, თუმცა ყველასათვის ცნობილი ტრანსფორმატორის ზეთიც წავა.
არც ერთი ნეიტრალური ზეთი და მათ შორის ტრანსფორმატორის არ აშორებს ბოლომდე მურს და ნამწვს, პირიქით აკონსერვებს მათ ზეთის ფენის ქვეშ რაც წლების შემდეგ კოროზიის გარანტიას იძლევა !
ძალიან მოკლედ შევეხები თავად წმენდის პროცედურას. იარაღი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი და გამშრალი. გაყინული და ნესტიანი იარაღის წმენდა ზეთებით არაფექტურია!
თუ გვაქვს სოლვენტი ხომ კარგი თუ არადა ბალისტოლს ვასხურებთ კონდახიდან განცალკევებულ ლულაში, იმდენს რომ წვეთებად არ წამოშხვიფინდეს ლულის ბოლოდან, ვატრიალებთ რამოდენიმეჯერ რომ ლულის გარსს კარგად მოედოს და 15-20 წუთით ვდებთ რომ თავის საქმე გააკეთოს. ამ ხნის განმავლობაში ვწმინდავთ ტიბჟირს (ცევიოს) იგივე ბალისტოლით რომელსაც მაინდამაინც დიდი დრო არ მიაქვს, ვამშრალებთ და რკინის რკინასთან შეხების დეტალებს პატარა ფუნჯით ვადებთ ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას. შემდეგ გადავდივართ კალაპოტზე, იგივე ბალისტოლით და ჯაგრისით (კბილის ჯაგრისს ვიყენებ) კარგად ვწმენდთ სანემსეების ადგილებს რადგან მური მანდაცაა და მთლიანად კალაპოტს და ვამშრალებთ. ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას ფუნჯითვადებთ რკინის რკინაზე შეხების (ხახუნის) ადგილებში. იარაღი საკერავი მანქანა არაა დაუშვებელია სანემსეებში ზეთის ჩასხმა !, რადგან მტვერთან ერთად ზეთი ხმება და ხელს უწყობს მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას. შიდა მექანიზმი ქარხნულად საიმედოთაა დაფარული სპეციალური ზეთით. ამის შემდეგ გადავდივართ ხის ნაწილებზე. ზეთები რომელიც გამოიყენება რკინის დეტალებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ ხის ნაწილებზე ამით ხე ხდება მყიფე. არსებობს სპეციალური ბალზამები რმელიც ხისთვის გამოიყენება. ბალისტოლს აქვს მაგალითისათვის. თუმცა მე დიდი წარმატებით ვიყენებ სელის ზეთს. რომლის შეძენა სამხატვრო მაღაზიებში შეგიძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი. მაგრამ არა სინთეტიკური ზეთები, ისეთები რომელთაც რკინის დეტალებისათვის ვიყენებთ. მოკლედ მოვრჩით კონდახ კალაპოტ ტიბჟირის წმენდას, გადავდეთ ცალკე და ეხლა ვუბრუნდებით ლულას. ვიღებთ ხის ზუმბას (რკინის არ შეიძლება) და ნაჭერს და ვატარებთ ლულაში რომელშიც სოლვენტი ან ბალისტოლი შევაშხურეთ. ნაჭრი უნდა გადიოდეს დაახლოებით 1-2 კილოგრამი დაწოლის სიმჭიდროვით. გაჭედვა და მერე ზემოდან რტყმევით გამოდევნა დაუშვებელია. წმენდა წარმოებს ერთი მიმართულებით, პრინციპით გავატარეთ, ჭუჭყიანი ნაჭერი გადავაგდეთ. სოლვენტის შემთხვევაში თქვენ ვერ წარმოიდგენთ (თუმცა ალბათ ბევრს ნანახიც აქვს) რა დონის ჭუჭყი გამოდის. მურთან ერთად მას გამოაქვს ტყვიის ნაგლესიც რადგან ტყვიას შლის. ნეიტრალური ზეთის შემთხვევაში მსგავსი შედეგი წარმოუდგენელია, ვგულისხმობ მურს, ტყვიას ნეიტრალური რომ ვერ დაშლის ეს ბუნებრივია. წმენდას ვაწარმოებთ მანამ სანამ არ გამოვა აბსოლუტურად სუფთა ნაჭერი (ნაჭერი თეთრი უნდა იყოს, მარა არა ატლასის sad.gif) თუ ვწმენდთ სოლვენტით შეგიძლიათ ჩავთვალოთ რომ ლულიდან ყველაფერი ზედმეტი გამოდევნილია. კარგად ვამშრალებთ, ნეიტრალურ ზეთში დაშველებულ ნაჭერს ვატარებთ მჟავა რეაქციების გასანაიტრალებლად და ისევ ვამშრალებთ. თულულა ჩოკებიანია, ვხსნით ჩოკს, ვწმენდთ ბუდეს და თავად ჩოკს და ისევ ჩავახრახნით. ჩოკს მოხსნა აუცილებლად ჭირდება რადგან ნამწვი იქაც აღწევს და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად კოროზიას გამოიწვევს. ხო ლულაში ზეთს არ ვტოვებთ. და გადავდივართ უკვე ლულის გარე წმენდაზე, რომელიც ძალზე მარტივია. სოლვენტის გარედან ხმარება არ შეიძლება ეგრევე დაფარვას გააცლის ! ამისთვის ნეიტრალური ზეთია გამოიყენება. ეჯექტორებს კარგად ამოვწმინდავთ ძალიან მსუბუქად დავზეთავთ და ამით შეგვიძლია ვთქვათ რომ იარაღის წმენდა დავამათავრეთ.
იმ შემთხვევაში თუ ლულის საწმენდათ ვხმარობთ ბალისტოლს დაგვჭირდება ლატუნის ჯაგრისები, რადგან ბალისტოლი მურს აშორებს მაგრამ ტყვიის ნაგლესს ვერა. მშრალ ლულაში ვატარებთ ერთი მიმართულებით ჯაგრისს მანამ სანამ ტყვიის ნაგლესის ლაქები არ გაქრება. შემდეგ ვატარებთ ნეიტრალურ ზეთიან მჩვარს და ვამშრალებთ. იდეაში ბალისტოლი აგრესიული სოლვენტი არაა და ნეიტრალური ზეთით დამუშავებას არც საჭიროებს.
რაც შეეხება შენახვას. უმჯობესი თუ იარაღს არ შევინახავთ კაბურაში. რადგან იქ სინესტეა დაბუდებული. მე მივანახავ პლასტმასის კეისში ნაწილს და ნაწილს კარადაში რომელიც იკეტება hi.gif

მესამე დღეს ლულაში სუფთა ნაჭერი რომ გავატაროთ ისევ ჭუჭყიანი გამოვა, ასე რომ მსუბუქი წმენდა ლულას შიგნიდან მესამე, მეოთხე დღესაც უნდა ჩავუტაროთ. ეს ის ჭუჭყია რომელიც მოლეკულების დონეზე ჩაჯდა შემდეგ ლითონმა გამოდევნა.
თუ ზეთიან ლულას დავტოვებთ წმენდის შემდგომ და დამატებით წმენდას არ ჩავატარებთ, ჩათვალეთ ამ მურს ვაკონსერვებთ იმისთვის რომ დროთა განმავლობაში ლულაში ღრმულები გააჩინოს. 

 

fabb743a8e36.jpg



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

გლუვლულიანზე ბალისტოლის უნივერსალს ვიყენებ რამოდენიმე წელია და მშვენივრად ართმევს თავს ყველაფერს,



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რესტრუბი როგორ გავწმინდო ის მითხარით აბა კეთუკლო ადამიანებო...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აკურატნად ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არა არ იწმინდება აკურატნად...

ბოლოში გაფართოება რომ აქვს ვერაფრით ვერ ვწმინდავ...



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მოკლედ მე ესე ვწმინდავ გუგაჟან 16 კალიბრის ჯაგრისზე ნაჭერს დავახვევ და ვატარებ ლულაში....და კარგად და აკურატულად წმენდს



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არა თქვენ ჩემი პრობლემის არსს ვერ ჩაწვდით...

რასტრუბს ბოლები გაფართორბული აქვს და ამიტომ თავიდან რო გამოატარებ ნაჭერს ბოლოში უბრალოდ ვარდება და არ წმინდავს და პირიქით რომ დაიწყო მერე აღარ ეტევა ... :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კალიბრში იტი დრეკადი საწმენდები,,,,,ლულაში ტარების დრონ იცვლიდა დიამეტრს ხვალ ვიკითხავ ჩემთან არის სამსახურთან



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ოქრო ხარ



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

გუგა  უკუღმა გაატარე დახვეული ნაჭერი :D



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არ იწმინდება ეგრე კარგად...



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გუგა კარგახანია არ გვაქვსო. ეგეთი საწმენდებიო კალიბრმა...

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ოკ დიდი მადლობა დევი....



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კუდევ გავიკუთხავ აბა სადმე...
ვუსგანაც იყიდე როგორ წმენდდა არ კითხე?

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ის როგორ წმენდდა არ ვიცი, მაგრამ ისე მასწავლეს როგორც უნდა.

ბრონზის ბალვანკისგან კეთდება საწმენდი... ალი ბაბამ იცის და გამაკეთებინებს...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?