Jump to content


ამ თემას აქვს 36 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1204 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

 

სუმელას ლეგენდა - თურქეთში მდებარე უნიკალური ქართული მონასტერი14 იანვარი 15:31

 

 
 

სუმელას უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი როგორც ზევით დავწერეთ, თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის.

მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ და არსებობს ვერსია, რომ "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით როდესაც თურქეთში მართმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.

ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება.

სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.

229883.jpg

https://news.ge/

აი ჩვენმა გუგიმ კი სანთელიც აანთო თა მამაო ჩვენოც წაიკითხა.აი ეგრე. (ბაბუ)

 

 



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1204 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

კი, ბაბუ ნამდვილად ავანთეთ სანთლები და მიუხედავად ჩემი ვოკალური შესაძლებობებისა ოჯახთან ერთად საგალობელიც დავცხეთ

 

მერე ჟანდარმები შემოცვივდნენ, სანთლები ჩაგვაქრობინეს და ამ სიტვის სრული მნიშვნელობით  გარეთ გაგვაბრძანეს. წაყვანასაც გვიპირებდნენ, მაგრამ

ავუხსენით, რომ ქართველები ვართ და თვითონვე დაგვანებეს თავი, ეტყობა ქართველებთან ურთიერთობის სხვა გამოცდილებაც ჰქონდათ :0042: .

 

რაც შეეხება სუმელას, ჯერ გზაზე რომ მიდიხარ შეგრძნება გეუფლება, რომ ბორჯომის ხეობაში ადიხარ. შიგნითაც რაღაც ქართული სული ტრიალებს.

ფრესკები ნაწილი ძველბერძნულია, მიზანმიმართულად არის ამოჩიჩქნული, ალბათ თურქების მიერ(სურათზეც ჩანს), ბერძნულის ქვეშ ჩამს უკვე

ქართული ფრესკები, რომლებზეც თავის დროზე ბერძნებს გადაუხატიათ თავიანთი ფრესკები.

მოკლედ მისი ნახვა ერთ რამედ ღირს, შორსაც არ არის და თქვენთან ერთად სიამოვნებით კიდევ ვნახავდი.

 



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა რა კარგი საქმე გაგიკეთებია.... შენ გაგახაროს ღმერთმა. თავის დროზე ბერძნები, ეხლა თურქები. მოკლედ სულ ჩვენი "ძმები არიან რა.....

    ხო ამ სეზონზე ვაპირებ , პატარას რომ დავასვენებ ზღვაზე რომ გადავიდე და მოვინახულო. ისე ერთად თუ მოვხვდებით სუმელაში , კიდევ უფრო გამიხარდება რათქმა უნდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძეგვისის ციხე ჩრდილო კავკასიაში.

13615003_1127883850617528_81527148536211


legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ამ მონგოლების გამოჩენა რაღა ღვთის წყრომა იყო? დავითის და თამარის დროს აჭარა კი არა ჩრდილოეთ კავკასიაც ქრისტიანული იყო.

აფსუს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

რა კარგად აგებული სტრატეგიუ-თავდაცვითი ობიექტიააა..

ვენაცვალე ამგების მარჯვენას!  :bravo:



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 505 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
აქ რომელ მტერს უნდა მიეღწია?!

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილი სამარხი ქართველი მეფისა უნდა იყოს" (ექსკლუზივი)
ad3ec600176933343ef2f1326066a560.jpg
11-07-2016

"არ არის სოფელი, რომელსაც საკუთარი ტაძარი და სალოცავი არა აქვს. რასაკვირველია, უმეტესობიდან ნანგრევები, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვის რიგია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს და მისი უძველესი სახელწოდებაც ცოცხლობს"…

4 საუკუნის მიტაცებული ტაო-კლარჯეთი მხოლოდ ერთხელ "დაუბრუნდა" საქართველოს და ისიც 3 წლით - 1918-21 წლებში. სწორედ 1921 წელს მოახერხა აქ ეროვნული საგანძურის აღრიცხვა ექვთიმე თაყაიშვილმა (მას თან 2-3 ქართველი მეცნიერი ახლდა). შემდეგ ქართველებმა აქაურობასთან მიახლოების უფლება დავკარგეთ ერთი ქართველის გარდა - ის მეორე მსოფლიო ომის ტყვე ვახტანგ ჯობაძე გახლდათ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, მან ისტორიული საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილში 300 ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი აღრიცხა.



e99b07dce743c345a4c15400f9e3b5e7.jpg
"ჯგუფმა 10-წლიანი დაუღალავი შრომა-ძიებით რამდენიმე ასეული სრულიად უცნობი ქართული ძეგლი იპოვა. ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 1000-ს მიაღწევს"

ბოლო დროს არაერთ ქართველ მეცნიერს მიეცა ტაო-კლარჯეთის კვლევის უფლება. მათ შორის არის ახალგაზრდა­ მკვლევართა ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია თემურ ხუციშვილი. ამ ჯგუფმა 10-წლიანი დაუღალავი შრომა-ძიებით რამდენიმე ასეული სრულიად უცნობი ქართული ძეგლი იპოვა. ვარაუდობენ, რომ ექსპედიციის დასრულებისას ეს ციფრი 1000-ს მიაღწევს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან წიქარიშვილმა მოიპოვა იშხნის ტაძრის წარწერა, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

- თითქმის 20 წელია, ტაო-კლარჯეთს იკვლევს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი. ხანძთის სანახავად წავედი და ტაძრის გუმბათის ფოტოები გადავიღე. რამდენიმე დღეში გავიგე, ხანძთას გუმბათი ჩამოენგრაო! აი, ამ გუმბათის ფოტოებით მივედი ბატონ თემურთან და ვისაუბრეთ. ასე მოვხვდი მის ექსპედიციაში... ისტორიული ტაო-კლარჯეთის რუკებით ვეძებთ ქართულ ეკლესია-მონასტრებს - მოვნიშნავთ საკვლევ ადგილებს, ქართულ სოფლებს, რომლებიც ამ ადგილებში იყო, სოფელ-სოფელ დავდივართ, იქაურებს ვეუბნებით, ჩვენ მკვლევრები ვართ და გთხოვთ გაიხსენოთ, ახლომახლო რომელიმე ადგილი გურჯისტანს ხომ არ უკავშირდებაო. საზღვრისპირა სოფლებში ბევრი თურქი ცხოვრობს, მაგრამ გურჯისტანთან დაკავშირებული სახელები მათაც იციან - ყველაზე ხანგრძლივად ეთნოგრაფიული სახელები ცოცხლობს, ქართველებმა ხომ თავისთავად იციან - მიგასწავლიან კიდეც და მიგაცილებენ ციხე-ტაძრებამდე თუ უკვე ნატაძრალებამდე. ხანდახან რამდენიმე დღითაც კი ხდებიან ჩვენი მეგზურები.

- რომელი რუკებით სარგებლობთ?
- საბედნიეროდ, არსებობს ტაო-კლარჯეთის ზუსტი რუკები, როგორც ქართული, ასევე თურქეთის იმპერიის დროს შედგენილი, სადაც ყველა სოფელია აღნიშნული. თურქეთი აღწერდა დაპყრობილ ტერიტორიას გადასახადების დაკისრების მიზნით და სწორედ ამ დავთრებს ახლავს რუკები. 1595 წელს შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, თურქების მიერ დაპყრობილი სამხრეთი საქართველო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრას, ფანაკისა და დიდი არტაანის ვილაიეთები, სადაც 1160 დასახლებული პუნქტი, ანუ სოფელია. ყველა მათგანს ამ რუკაზე იმდენად ქართული სახელები აქვს, რომ სამუდამოდ გამახსოვრდება. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგალითად, მინდაშენი, ახალშენი, წისქვილისხევი, ალუბალა, სამოთხე... ამ ტერიტორიაზე 1000-მდე ასეთი სოფელი და ნასოფლარი მოვიარეთ. ფაქტობრივად, არ არის სოფელი, რომელსაც საკუთარი ტაძარი და სალოცავი არა აქვს. რასაკვირველია, უმეტესობისგან ნანგრევები, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვის რიგია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს და მისი უძველესი სახელწოდებაც ცოცხლობს.…ყველა ასეთი ძეგლის ნახვისას გეუფლება სიხარული, რომ შენი წინაპრის დანატოვარი იპოვე, თან სევდა გიპყრობს, რომ განადგურებული დაგხვდა. თუმცა ამ ძეგლებს შორის ბევრს კვლავ აქვს თავისი დიდებულება შერჩენილი. მათ შორის მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელი აღმოჩენები: სოფელ ჯუღოსთან, მაღალი კლდიდან გადმოსცქერის მიდამოს ჯუღოს ციხის 10-მეტრიანი გალავანი, საოცრად ლამაზია ხანძთის მონასტრის ახლოს, მიუვალ მთაში, ძნელად მისადგომი ხანძთის ციხე. ციხე უკეთ არის შენახული, მაგრამ ციხის შიგნით მდებარე სამლოცველოსგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ულამაზესია ესბეკის კომპლექსი, მისი ციხე და ეკლესია. ეს ქართული ხელოვნების მწვერვალია.

ეს ციხეც და სამლოცველოც, ალბათ ხანძთელი ბერების აშენებულია.
- რა თქმა უნდა, მტრის შემოსევისას თავი რომ შეეფარებინათ და იქვე ელოცათ. მყარად ნაგები, ძლიერი ციხეა, რომელიც მტრის შემოტევას დიდხანს გაუძლებდა. ბოლო დროს მივაგენით ულამაზეს ახოთის მონასტერსაც - მისი საკურთხეველი ქვისა და აგურის შერწყმით არის აშენებული, რაც ქართული ტაძრების არქიტექტურაში იშვიათობაა...
 

8cccb37c864230fb2ef43d3c59fe8a73.jpg
სამარხი დაახლოებით 1,5 მეტრი სიღრმისა და 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა, რომლის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებული ჯვრები და წარწერებია. ასევე, ქართული წარწერების გარდა, სამარხში ბერძნული და სომხური წარწერებიცაა და, რაც მთავარია, ახლავს შესრულების თარიღიც: "ქორონიკონსა სკთ". ჩვენი წინაპრები რიცხვებს ხომ ანბანით აღნიშნავდნენ, ასე რომ, "სკთ" 1009 წელს ნიშნავს. ამ წელს ტაოში გამეფდება გურგენ II მაგისტროსის შვილი, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ IV

- ამ ციხე-ტაძრებში არქეოლოგიუ­რი გათხრების შესაძლებლობა რომ გვქონდეს, რამდენ საინტერესოს აღმოვაჩენდით...
- ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. პრობლემა სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებები დიდი ხანია,­ მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ნაყოფი ვერ გამოიღო. თუმცა, თუკი ეს საკითხი გადაწყდება, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე ბევრი რამ დაკარგული გვაქვს. როგორც წესი, ტაო-კლარჯეთში თითქმის არ არის სოფელი, სადაც ოქროსმაძიებელი არ იყოს. ისინი ქართული ეკლესია-მონასტრების სამარხებში ოქროს საუკუნეების მანძილზე ეძებენ - აქ ყველამ კარგად იცის, რომ ქართულ სამარხებში ოქროს პოვნა შეიძლება - ჩვენ ხომ ოდითგან ვატანდით ძვირფასეულობას მიცვალებულებს, მით უფრო წარჩინებული გვარის შვილებს. ამის მიუხედავად, თუკი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, პროფესიონალი არქეოლოგები ჩვენს ისტორიას მაინც გაამდიდრებენ აღმოჩენებით - როგორ შეიძლება, რომ ასეთი მდიდარი ხუროთმოძღვრების მხარეში უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები არ გამოჩნდეს!

რაც შეეხება იშხანს, ის VII საუკუნის ძეგლია, რომელიც შემდგომ არაბებმა გაანადგურეს, IX საუკუნეში კი გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ და დეიდაშვილმა საბა იშხნელმა განაახლა. ტაძარი მთელი დიდებულებით 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, გაბრწყინდა და განახლდა. დღეს საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებით შესაძლებელი გახდა, მისი რესტავრაცია ოშკის აღდგენასთან ერთად დაწყებულიყო. რესტავრაციას თურქული მხარე აკეთებს და ტაძარში შეღწევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ბედად, იშხანში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობისას მოვიპოვე ინფორმაცია საკურთხევლის გვერდით მდებარე პატარა სამლოცველოში არსებული სამარხის შესახებ. სამარხი დაახლოებით 1,5 მეტრი სიღრმისა და 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა, რომლის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებული ჯვრები და წარწერებია. ასევე, ქართული წარწერების გარდა სამარხში ბერძნული და სომხური წარწერებიცაა და, რაც მთავარია, ახლავს­ შესრულების თარიღიც: "ქორონიკონსა სკთ". ჩვენი წინაპრები რიცხვებს ხომ ანბანით აღნიშნავდნენ, ასე რომ, "სკთ" 1009 წელს ნიშნავს. ამ წელს ტაოში გამეფდება გურგენ II მაგისტროსის შვილი, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III.

- ალბათ ამიტომ ივარაუდა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომ აქ შეიძლება იყოს მეფე გურგენის სამარხი.
- ეს ალბათ წარწერების გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა. ამ ჯერზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ სამარხი ტაძრის იმდენად გამორჩეულ ნაწილშია, რომ საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი პირისა უნდა იყოს, ვთქვათ, მეფის ან ეპისკოპოსისა. სამარხი იმგვარად ერწყმის ტაძრის სივრცეს, რომ იქმნება შთაბეჭდილება - სამლოცველო წინასწარ არის მოწყობილი სამარხისთვის.

- მეტად საინტერესოა სამარხის ფორმა და წარწერა - ქართულ სამარხებში ანალოგი თითქმის არ მოიძებნება. წარწერაც ახალივით არის შენახული.
- მსგავსის პოვნა მართლაც ძნელია და ეს ცალკე შესწავლის საგანია. წარწერები შესრულებულია ქართული ბუნებრივი საღებავით, სინგურით, რომელიც ერთ-ერთი მინერალისგან მზადდებოდა და მართლაც უკვდავი ფერი ჰქონდა.
სინგურით შესრულებული მრავალსაუკუნოვანი წარწერები არათუ სამარხში, არამედ საუკუნოვანი ტაძრების გარე კედლებზეც არ არის წაშლილი. ამ წარწერების გაშიფვრის შემდეგ ალბათ, იშხნის ტაძრის თურქ რესტავრატორებთან ისაუბრებენ ქართველი მეცნიერები - საინტერესოა, რა მდგომარეობაში იყო მათი მუშაობის დაწყებამდე ეს სამარხი, როგორ იპოვეს იგი. ყველა შემთხვევაში ის ჩვენს იმ წინაპარს ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ტვირთი და წილი ედო მხრებზე და ძნელბედობათა მიუხედავად, მან ეს ისტორია და თავისი არსებობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ აღმოჩენით.

ეთერ ერაძე


legion.ge-82-1553250819.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიაკვლიეს ჟამთააღმწერლის მოხსენიებულ ტაძარს
 

წმინდა გიორგის IX საუკუნის ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ჟამთააღმწერელმა XII საუკუნეში მოიხსენია. ამ ტაძრის არსებობა პირველად ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადასტურეს.

მეცნიერებმა მიაკვლიეს, რომ წმინდა გიორგის ეკლესია, როგორც მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ, ტაო-კლარჯეთში, ოპიზის მახლობლად მდებარეობს და დღემდე ქართველი მეცნიერებისგან არავის მოუნახულებია. აღმოჩენა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 წლების ექსპედიციის შედეგია, რომელიც ტაო-კლარჯეთში მალხაზ ჩოხარაძემ, მამია ფაღავამ და ზაზა შაშიკაძემ მოაწყვეს.
“უკანასკნელ დრომდე არ იყო ცნობილი, რომ ჯერ კიდევ არსებობს ტოპონიმი და გადარჩენილია წმინდა გიორგის ეკლესიის ნაშთები. ეს ძეგლი ჩვენმა ექსპედიციამ 2011 წელს აღმოაჩინა. უფრო სწორად, დაადასტურა ძეგლის სახელის მთის არსებობა და მასზე წმინდა გიორგის ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინა”, - ამბობს ექსპედიციის მენეჯერი მალხაზ ჩოხარაძე. მიკვლეული ტაძრის ნაშთები VIII-IX საუკუნეებისაა, შესაძლოა, უფრო ადრეულიც. ამ დროისთვის ეკლესიის კედლები ჩამოშლილია.
«დღეს ძეგლი არის ქცეული ზიარეთად, ანუ სამლოცველოდ, სადაც ტრადიციის თანახმად მიდიან, იძინებენ და თითქოს სიზმარში ნახულობენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და მომავალ ბედს. ანუ იგულისხმება, რომ აქ არსებობს წმინდანის საფლავი, და ამ წმინდანის საფლავზე ადამიანები სალოცავად მიდიან», - ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი მამია ფაღავა.
როგორც ექსპედიციის წევრები აღნიშნავენ, ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ამ ტაძრამდე ნიკო მარიც კი არ მისულა.
(ავტორი: ნინო ჯაფარიძე)

 

 

 

 

13876264_1159703510768895_15736864104908

 

13876650_1159703440768902_27865100121907


legion.ge-82-1553250819.jpg


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

524539_10151014973271937_1528448853_n.jp

.

ანტიოქიასთან მდებარე სოფლის მეჩეთებში ჩაშენებულია ქართული ეკლესიის ჩუქურთმები

 

გიო გაგოშიძის ფოტო.

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13903351_938473242964918_662455466201808.

არტაანის ციხის წარწერა.

13814044_938464826299093_250623506057853.

13887021_938464896299086_164413594920824.

13887021_938464882965754_697609589197608

..


legion.ge-82-1553250819.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2052 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

კაცმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალიტ უნდა ნახოს :)



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3783 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
14494651_10154087882413985_2978583318494
Buba Kudava დაამატა 46 ახალი ფოტო 2 ოქტომბერი იშხნის ახლადგამოვლენილი იატაკი-ში
2 ოქტომბერი · 
 
 · 
 

ცინცხალი ამბები იშხნიდან – სულ ახლახან გამოვლენილი და გაწმენდილი იატაკის ფოტოები!

იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ მცირე ფრაგმენტების დაფიქსირება მოვასწარით, რომელსაც რესტავრატორებმა მალევე კვლავ მიწა მიაყარეს.

სულ ახლახან გცნობილი გახდა, რომ თურქ კოლეგებს იატაკი მთლიანად გაუწმენდიათ.

დღეს ვიხილეთ, რომ უძველესი იატაკი სრულად ყოფილა დაცული დასავლეთ მხარეს. ფრაგმენტები გადარჩენილა გუმბათქვეშა სივრცეშიც – ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში.

როგორც ჩანს, მთელი ტაძარი ასეთი საოცარი იატაკით იყო დაფარული. მასალა: კირხსნარი – თეთრად, აგურისფრად და შავად დაფერილი.

VII საუკუნეში აგებულმა, IX-ში მეორედ აშენებულმა და X-ში გაფართოებულმა იშხნის ტაძარმა საბოლოო სახე 1032 წელს მიიღო, ბაგრატ IV-ის მეფობის ჟამს, ანტონ იშხნელის ეპისკოპოსობისას, ხელითა ხუროთმოძღვარ იოვანე მორჩაისძისაითა.

სტილის მიხედვით და ტაძრის ისტორიის გათვალისწინებით, იატაკიც 1032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისა უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ეს ახალი ნიმუში დიდ მსგავსებას ავლენს ბაგრატის ტაძრის ასევე ახლადგამოვლენილ იატაკის ფრაგმენტებთან.

უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავია!

ასეთი სიძველის, ასეთი სისრულისა და ასეთი მხატვრული შესრულების იატაკი არცერთ სხვა ქართულ ტაძარს არ შერჩენია!

სად იყო ამისი დრო და ფუფუნება, თორემ უნდა დადგე კაცი და საათობით უყურო ამ შედევრს, საუკუნეების განმავლობაში რომ გვემალებოდა... თურმე რაზე გავდი-გამოვდიოდით ამდენი ხანი და ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი საოცრება გველის მომავალშიც...

დააკვირდით, დატკბით – რა საოცრებებს სჩადიოდნენ ჩვენი წინაპრები...

ამოუწურავი წყაროა იშხანი. რამდენჯერ გაგვაოცა ბოლო წლებში.

ასეა მთელი ტაო-კლარჯეთიც!

. . . . . . . . . . . . . .

(როგორც გავიგეთ, ამ ძველი იატაკის დაცვის მიზნით მომავალში იგეგმება მინის იატაკიანი გარშემოსავლელის გაკეთება. ნაკლული ადგილები სულ ახლახან ბეტონის ხსნარით შეუვსიათ)

(2 ოქტომბერი, 2016)


legion.ge-82-1553250819.jpg


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

21699_508462992505386_1145062337_n.jpg?o


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?