
ძმებო მარხვაა! ორშაბათს ხარებაა, ხო და ვიფიქრე , რახან , ორშაბათს თევზით ხსნილია , იქნებ ეს რეცეპტები ვინმეს გამოადგეს მეთქი
შემადგენლობა:
4 ც. კალმახი;
4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;
1ჩ.კ. სვანური მარილი;
მარილი, პილპილი.
მომზადება:
თევზი გაასუფთავეთ, არ გაჭრათ, გარედან წაუსვით მარილი და პილპილი, შიგნიდან კი სვანური მარილი, დატოვეთ 30 წთ.
შემდეგ გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ გრილის ცხაურზე და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, დროდადრო აკურატულად გადააბრუნეთ.
სუფრასთან მიიტანეთ ახალ მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად.




ზევით ასვლა
