Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საბჭოური წარმოების თოფები

 
 
ij27-oxotniche_ruje_ij27_1_450.jpg

 

 

 

ქართველი მეიარაღე ოთარ ლომთაძე აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში წარმოებულ სანადირო თოფებზე, კრიტიკა არ შეიძლებოდა, იგი აკრძალული იყო და აქსიომად ვრცელდებოდა სამამულო თოფებზე მისი სიკარგე, ისევე როგორც სხვა ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა! თუმცა მონადირეები მაინც ახდენდნენ თოფების კრიტიკას, მათი მოუხეშაობის, სიმძიმის და მხატვრული უსახურობის გამო. ა, კრიტიკის საპასუხოთ არგუმენტები გამოძებნეს იმ დროს და ერთხმად ყველა კომუნისტური მმართველობა აღნიშნავდა თუ როგორი გამძლე, ყველანაირ კლიმატურ პირობების მიმართ ამტანი სანადირო თოფები გამოდიოდა საბჭოთა კავშირში! ხოლო სხვა უცხოური წარმოების თოფები სუსტი მექანიზმით, ერთმანეთზე მიმაგრებული სუსტი ნაწილებით ხასიათდებოდა, საკმარისი იყო პაპიროზის ქაღალდის ან ქვიშის უმცირესი ნაწილაკის მოხვედრა რომ ეს უვარგისი უცხოური ნაწარმი აღარ ჩაიკეტოსო.

სამოცდაათიან წლებში იჟევსკის მექანიკური ქარხნის სპეციალისტებმა გამოსცადეს თავისი წარმოების ორი თოფი: 12 კალიბრის иж-54 და 16 კალიბრის иж-58. გაკეთდა 100-100 გასროლა. иж-54-ის შემთხვევაში ვაზნაში 2,2 გრ დენთით, ხოლო иж-58-ის შემთხვევაში – 1,8 გრ დენთით დატენვით. დააკმაყოფილა ორივე თოფმა ГОСТ-ით (სახელმწიფო სტანდარტით) დადგენილი მოთხოვნები.

პირველად ვაზნებში დენთის წონა, 0,5-0,5 გრ თანდათან დამატებით, აიყვანეს 6 გრ-მდე. კეთდებოდა 6-6 გასროლა. თოფებმა დაუზიანებლად გაუძლეს გამოცდას.

დენთის წონის 7გრ-მდე გაზრდის შემდეგ иж-54-დან მესამე გასროლისას, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ლულებში წარმოიშვა უმნიშვნელო გაბერილობები სავაზნის ჭრილიდან 70 მმ-ზე იქ, სადაც წნევა მაქსიმალურია. иж-58-ში ლულები დაუზიანებელი დარჩა.

 

toz-57333.jpg

 

 

შემდეგ ეს გამოცდა განმეორდა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წინა გამოცდაში დენთს არ კუმშავდნენ, ახლა კი 8-10 კგ-ით შეკუმშეს. иж-54-ში პირველივე გასროლის შემდეგ მარჯვენა ლულაში სავაზნის ჭრილიდან 100 მმ მანძილზე გაჩნდა ოდნავ შესამჩნევი გაბერილობა, ხოლო მეორე და მესამე გასროლისას იმავე ლულიდან, გაბერილობა გადაიზარდა და გაჩნდა ახალი, სავაზნის ჭრილიდან 190 მმ-ზე. მარცხენა ლულაში პირველივე გასროლის შემდეგ გაჩნდა სამი გაბერილობა ნახევრრგოლის სახით სავაზნის ჭრილიდან 85-170 მმ-ზე. ასეთივე გამოცდას иж-68-ის ლულებმა დაუზიანებლად გაუძლო!

გაზომვებმა აჩვენეს რომ გამოცდებისას წნევა 2000 ატმოსფეროს აღემატებოდა, ე. ი. სამჯერ მეტი იყო 550 ატმოსფეროზე, რომელსაც იძლევა ნორმალურად დატენილი ვაზნა.

გამოცდების შემდეგი ეტაპი არანაკლებ საინტერესო შედეგებით დასრულდა, ვინაიდან ლულებში ქმნიდნენ სხვადასხვა არანორმალურ პირობებს ჭუჭყის, უცხო ნაწილაკების შეტანისა თუ სხვა ანომალიების სახით.

 

 

 

 

წყარო" მონადირე.ინფო

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ახალი რუსების წარმოებული თოფები  არ ვარგა .გამოდგომაზეა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძველები ჯობია.სსრკ-ს დროინდელები. ოტკ-ს განყოფილებები სერიოზულად ამოწმებდნენ.  მეც მაგ აზრზე ვარ.

ისე რუსულ საიტებზე თვითონ რუსები აძაგებენ თანამედროვე რუსულ იარაღს. ტელეარხი ორუჟიეც იგივე აზრისაა.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?