Jump to content


ამ თემას აქვს 166 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
The Guardian: დმანისის თავის ქალის სადიდებლად!
 
 
fd27f8fcff72bd1dab0531c92993cfa3.jpg
 

 

"სენსაციურმა აღმოჩენამ საქართველოს პატარა ქალაქ დმანისში  ადამიანის ევოლუციის ისტორია თავდაყირა დააყენა: საბრალო სპეციალისტები, რომლებიც ამდენი წელია, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანთა ადრეული განვითარების ეტაპებზე მათი სხვადასხვა სახეობა არსებობდა, ჩაფიქრებულები იქექავენ თავს და შიშით ფიქრობენ იმ საგანგაშოდ მოახლოებულ დღეზე, როდესაც მათი ასეთი რუდუნებით შეკოწიწებული თეორიები სასწავლო წიგნებიდან უკვალოდ გაქრება. თითქმის 2 მილიონი წელი უნაკლოდ შემონახულმა თავის ქალამ დარგის წამყვანი მეცნიერები ერთხმად მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ადრეული ევოლუციის პერიოდის ადამიანის განტოტვილი გენეალოგიური ოჯახი სხვა არაფერია, თუ არა ჰომო ერექტუსის სხვადასხვა "ვარიანტი".

DailyMail: თავის ქალა, რომელმაც კაცობრიობის ისტორია "გადაწერა"

"...დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა ადგილობრივი არქეოლოგების ერთადერთი მონაპოვარი სულაც არ არის: მეცნიერებმა გათხრებისას აღმოაჩინეს "თავის ქალების მთელი ოჯახი", რომელთა პატრონებიც, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ და შეიძლება ერთმანეთსაც კი იცნობდნენ. სწორედ მათ შორის დიდმა განსხვავებამ მიიყვანა მეცნიერები დასკვნამდე, რომ ადრე ნაპოვნი თავის ქალები არა ჰომოს სხვადასხვა სახეობას, არამედ ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა,  თუმცა, "სხვანაირად გამოიყურებოდა". სხვათა შორის, ხუთეულიდან, რომელიც ერთი მოხუცი მამაკაცის, ორი ზრდასრული მამაკაცის, ქალისა და

 

უცნობი სქესის ბავშვისგან შედგება, პროპორციულად ყველაზე პატარა ტვინი სწორედ ყველაზე მოზრდილ და კარგად შენახულ მამრს ჰქონდა. 1:0 ფემინისტების სასარგებლოდ".

The Telegraph: "დმანისელმა თავის ქალამ" ევოლუციის ისტორიას ნათელი მოჰფინა"

"როგორც ჩანს, კიდევ უფრო პრიმიტიულები ვყოფილვართ, ვიდრე გვეგონა, ევროპაში კი სულ რაღაც 2 მილიონი წლის წინ მოვედით აფრიკიდან, გზად კი საქართველოში დავისვენეთ".

BBC დმანისელი ჰომინიდების ოჯახის შესახებ:

* "ისინი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ აქ და შეიძლება ითქვას, აფრიკიდან ახალი "გადმოსულები" იყვნენ.
* მამაკაცები ბევრად ზორბები იყვნენ, ვიდრე ქალები.
* ჰქონდათ გამართული ზურგი და მძლავრი ქვედა კიდურები.
*  ჰომო ერექტუსის უშუალო წინაპრის, ჰომო ჰაბილისის მსგავსად, დმანისელებს ზედა კიდურები ქვედასთან შედარებით სუსტად ჰქონდათ განვითარებული.

kvirispalitra.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჩვენი სათაყვანებელი ვარძია სომხებმა "ვარძუნიკად" გამოაცხადეს
630bf107df0d57835f74eb1e66011d59.jpg
16-07-2012
საქართველოს ისტორიაზე, ქართულ დამწერლობასა და ისტორიულ ძეგლებზე რომ დიდი ხანია თვალი რჩება სომეხ ვაიმეცნიერთა ნაწილს, ძველი ამბავია, მაგრამ ანტიქართული განწყობით გამორჩეული "მეცნიერთა" ერთი ჯგუფი იმდენად გავიდა თავს, რომ ჩვენი სიამაყე ვარძია სომხურ არქიტექტურულ ძეგლად გამოაცხადა და "ვარძუნიკად" მონათლა. უფრო მეტიც, სომხეთში დაბეჭდილი 14-ტომიანი "სომხური არქიტექტურული ძეგლების" რამდენიმე ტომში თბილისში, კახეთში, ჰერეთში, აჭარასა და ჯავახეთში არსებული უძველესი ქართული ძეგლები სომხურ ტაძრებად არის გამოცხადებული. რით პასუხობს სომეხ მეცნიერთა შემოტევას ქართული მხარე? - ამ საკითხზე ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ვესაუბრეთ:

- სომხეთში გამოცემული ეს მრავალტომეული უცხოეთში არსებულ სომხურ ძეგლებს ეძღვნება და საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემაა. გამოცემის ავტორი სამველ კარაპეტიანი ანტიქართული განწყობითა და არაპროფესიონალიზმით არის ცნობილი. ხელთ ჩამივარდა ამ გამოცემის  IX ტომი, რომლის სახელწოდებაცაა "ჯავახქი" და არა ჯავახეთი. წიგნის სახელწოდებაშივე ნათქვამია, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო. ეს წიგნი ვარშავის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტმა გადმომცა და მითხრა, სომხური დიასპორა ამ წიგნებს ვარშავის უნივერსიტეტში არიგებსო. სომხური თემი ცდილობს ინგლისურენოვანი გამოცემები ევროპაში გაიტანოს. სამწუხაროდ, ასეთი მოცულობითი და მაღალი პოლიგრაფიული დონის ნაშრომი ჯავახეთზე ჩვენ ქართულ ენაზეც არ გამოგვიცია.  

უპირველესად ხელისუფლების ბრალია, რომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ძეგლების გატანა. ეს ეხება ტაო-კლარჯეთსა და სომხეთში არსებულ ქართული ძეგლებსაც. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტომეული "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა", რომლის მხოლოდ ორი ტომი (სადაც შევიდა შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთის ძეგლები) გამოიცა, შემდეგ კი დაუფინანსებლობის გამო შეწყდა.

- წიგნის წინასიტყვაობაში სომეხ ავტორებს მოხმობილი აქვთ ძვ. წ.-ით დათარიღებული წყაროები. ძირითადად, ისტორიულ წყაროებში შემონახული სომეხ მმართველთა განცხადებები, რაც ვითომ ადასტურებს, რომ ჯავახეთი სომხეთის ტერიტორია იყო და საქართველომ მისი ანექსია მოახდინა.
- იმას, რაც ამ წიგნში წერია, ისტორიასთან კავშირი არა აქვს. ეს სომხური პოლიტიკაა. ჯავახეთი არასოდეს ყოფილა სომხეთის განუყოფელი ნაწილი. ურარტუს მეფე არგიშტ  I-ის მიერ ჩრდილოეთის დაპყრობისას, 785 წელს გაკეთებულ წარწერაში იხსენიება "ზაბახა", რომელიც, ქართველი მეცნიერების აზრით, უნდა იყოს "ჯავახეთის" შეცვლილი ფორმა. ქართული წყაროების მიხედვით, ეს სივრცე ყოველთვის იყო ქართული და იქ ქართველები სახლობდნენ. როდესაც ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს ფარნავაზმა საქართველო საერისთავოებად დაყო, შექმნა წუნდის საერისთავო, რომელიც ჯავახეთს მოიცავდა, მაგრამ ამ სომხურ გამოცემაში შეტანილი წუნდის ეკლესია გამოცხადებულია სომხურ არქიტექტურულ ძეგლად, რომელიც ქართველებმა მიიტაცეს. ძვ. წ. I  საუკუნეში სომხეთი გაძლიერდა და შეიქმნა დიდი სომხეთის სამეფო, რასაც მოჰყვა ანექსია სამხრეთ საქართველოში. ჯავახეთისა და ქართლის ნაწილი სომხეთის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია სომხეთად გამოაცხადო. საქართველომ ახ. წ. I საუკუნეში ეს ტერიტორია დაიბრუნა და საქართველოს მეფე ფარსმან I-მა თავის წარმომადგენელი დასვა სომხეთში. ამ დროს ისევ არსებობდა სომხეთის სამეფო, მაგრამ მას ქართველი უფლისწული მართავდა. ახ. წ. II საუკუნეში სამხრეთ საქართველოზე კლარჯეთის ჩათვლით კონტროლი დაამყარა ფარსმან ქველმა, რომელმაც ზღვაზე გასასვლელი მოუპოვა
<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=680&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=aafafc06' border='0' alt='' /></a>
ქართლის სამეფოს. ამიტომ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, ამ დროს ჯავახეთი იყო თუ არა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში.

2d560e954bd153b7056130a0dfe02825.jpgXII-XIII საუკუნის პირველ ნახევარში სომხეთის 60%-ზე მეტი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ვინმეს მოუვა ფიქრად, ამდროინდელი სომხური ძეგლები ქართულად გამოაცხადოს? დავითისა და თამარის პერიოდში ჯავახეთი იყო სამეფო დომენი. ჯავახეთში უამრავ ქვაზეა ამოტვიფრული ხელი (ხელი იყო სიმბოლო მამულებრივი ფლობისა), რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადგილები სამეფო მამულები იყო. მათზე ქართული წარწერებია.

ქართულ წარწერებზე  წიგნის სომეხ ავტორებს ორგვარი ახსნა აქვთ: ეს ტერიტორია დაიპყრეს ქართველებმა და კიდევ, აქ ცხოვრობდნენ ქალკედონიტი (მართლმადიდებელი) სომხები, რომლებიც ქართულ ენაზე წერდნენო. სამველ კარაპეტიანს ქართველები აგრესორებად გამოჰყავს. ამ წიგნებში შესული "სომხური" არქიტექტურული ძეგლების 90% სინამდვილეში ქართული ძეგლებია, ქართული წარწერებითურთ, მაგრამ სომხებს ამაზეც აქვთ პასუხი. ერთ-ერთი ქართული წარწერის შესახებ ვკითხულობთ, ამ კედელზე არის წარწერა მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილ ანბანზეო. გამოდის, ქართველებს არც ანბანი შეგვიქმნია და არც ძეგლები აგვიშენებია.

67520ed4c20a3e17741f86b7dda109e0.jpgამ წიგნის მიხედვით, სომხურად არის გამოცხადებული თმოგვის ეკლესიაც (და სომეხად - სარგის თმოგველი) და კუმურდოს ტაძარიც, რომელზეც არაერთი ქართული წარწერაა, მეტიც, გამოსახულია გურანდუხტ დედოფალი, ბაგრატ III-ის დედა; სომხურად არის გამოცხადებული განძაკი და ამის დამადასტურებლად მოჰყავთ არგუმენტი, ტაძრის ირგვლივ სომხები ცხოვრობენო. თუმცა, გვერდს ვერ უვლიან იმ წარწერას, რომელიც ქართულ ენაზეა: "ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, ძითა, ძმითა მათითა. ცოცხალთა ვაშენეთ წმინდა ესე საყდარი". 

ბარალეთის ტაძარი შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლია შესანიშნავი ქართული წარწერებით. ტაძარი ლაშა გიორგის გამეფებასთან დაკავშირებით აიგო, მაგრამ XIX საუკუნეში აქ სომხები დასახლდნენ და ამიტომაც გაჩნდა სომხური საფლავის ქვები. ამის საფუძველზე დაობენ დღეს სომეხი ისტორიკოსები და გაიძახიან, დღესაც აქ ძირითადი მოსახლეობა სომეხიაო.

არსებობს ისტორიული ცნობები და მიმოწერაც მეფისნაცვალ პასკევიჩსა და პეტერბურგს შორის, რომ სომხები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს ჯავახეთში. პასკევიჩი წერდა: "ჩამოსახლებულთა რაოდენობა ისე დიდი ჩანს, რომ იძულებული ვარ, დასასახლებლად გამოვყო ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილი იყო მალოროსიის სამხედრო კაზაკებისათვის, შემოსული სომხები და ბერძნები საქართველოსა და მის გარშემო პროვინციებშიც კი აღარ ეტევიან". მართლაც, საქართველოში ჩამოსახლებულ სომეხთა რაოდენობამ XIX საუკუნის 30-იან წლებში 14044 ოჯახი შეადგინა. ესენი იყვნენ არზრუმიდან გამოსული სომეხი ლტოლვილები, რომლებმაც აქ გადმოსახლების მოტივად არზრუმისა და ჯავახეთის ჰავის მსგავსება დაასახელეს. არზრუმელ სომეხთა 2000 ოჯახი ახალციხეში ან მის შემოგარენში დაეფუძნა. სხვები, ძირითადად, ჯავახეთში დამკვიდრდნენ. ასე რომ, 1830 წლისთვის ახალშექმნილ ახალციხის ოლქში მცხოვრები 38730 სულისგან სომხები უკვე 25545 იყვნენ. ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. 1828 წლამდე ჯავახეთში ქართველი მოსახლეობა თუ 90%-ს აღემატებოდა, 1830 წელს რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობად სომხები იქცნენ.

- ჯავახეთში სომხების ჩასახლებამდე იქ ქართველი მოსახლეობა შემცირდა.
- XVI საუკუნის მიწურულს, როდესაც ახალციხის საფაშო დაარსდა, ჯავახეთიდან ქართველების მიგრაცია დაიწყო. ქართველები ვეღარ ურიგდებოდნენ ოსმალთა ბატონობას, საცხოვრებლიდან იყრებოდნენ. მაშინ ამA ტერიტორიაზე უამრავი ნასოფლარი გაჩნდა. ამიტომაც გადაწყდა იქ XIX საუკუნის დასაწყისში სომხების ჩასახლება. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ XVI საუკუნეში ჯავახეთში ქართველი მოსახლეობა და ქართული სოფლები იყო. ასეთი ისტორიული წყაროა "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" (XVI ს.), რომლის მიხედვით ჯავახეთში 450 ქართული სოფელია. 

ევროპელ მეცნიერებს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ტერიტორია მუდამ ქართული იყო, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებნი აზროვნებდნენ, წერდნენ და ლოცულობდნენ ქართულად, ქმნიდნენ ქართულ კულტურას და როგორ შეიძლება მათზე თქმა, რომ ქართველები არ არიან.

- სომეხი მეცნიერების ამ ჯგუფის პროპაგანდის მიზანი რა არის?
- უნდათ, ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს გაუჩინონ პრეტენზია, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობენ, რომ ეს მათი მიწაა.

ამ წიგნს ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი ჯავახეთზე ასეთივე მაღალი პოლიგრაფიული დონის, მეცნიერული არგუმენტებით გაჯერებული წიგნის გამოცემით, სადაც ნაჩვენები იქნება, სად იყო ქართული სოფლები და რა ქართული ტოპონიმები იყო. 

ვახანის (ანუ ვანის ქვაბების) მონასტერი სომხურ გამოცემაში მოხსენიებულია ვახანავანკად. ეს უნიკალური ძეგლი ვარძიასავით კლდეშია ნაკვეთი და თავზე ქათქათა თეთრი ტაძარი ადგას. ეს არის ადგილი, სადაც შემორჩენილია XIV საუკუნის წარწერა, რომელშიც "ვეფხისტყაოსნის" რითმებია. ტაძრის კედელზეK ამოკაწრულია წარწერა: "ციხესა ვზი ეზომ მაღალსა", რაც ძალიან ჰგავს ნესტან-დარეჯანის წერილს; ასევე არის წარწერა: "ლომი განაღამც მიყვარხარ, შენებრ ვერავინ სადარად, წყალად ევფრატად გიტყვიან, გულად როსტომის სადარად". ეს არის ქალის სამიჯნურო წერილი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი შემოსევის დროს ამ ტაძარში მოსახლეობამ, ძირითადად, ქალებმა შეაფარეს თავი და "ვეფხისტყაოსნის" სტროფების მოხმობით წერდნენ თავიანთ მეუღლეებზე, რომლებიც საბრძოლველად იყვნენ.  
აღმაშფოთებელია, რომ, ამ გამოცემის თანახმად, ვარძიაც სომხურ ძეგლად არის გამოცხადებული. თურმე ვარძია ვარძუნიკი ყოფილა და მართლმადიდებელ სომხებს აუშენებიათ.

არის ასეთი წიგნი "რუსეთის ისტორია - სომხური კვალი", რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ვნახე. ამ წიგნში ყველა ქართველი ბაგრატიონი მეფე, მათ შორის - დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, გამოყვანილი არიან სომხებად. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწიც, რომელიც ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში მოღვაწეობდა, სომეხი ყოფილა. სომხად არის გამოცხადებული პეტრიწონის მონასტრის ამშენებელი გრიგოლ ბაკურიანის ძე, რადგანაც ის ტაოდან იყო. სომხებს კი ტაო სომხეთის ტერიტორიად მიაჩნიათ, მაგრამ ამ "მეცნიერებმა" ვერ გაითვალისწინეს, რომ იოანე პეტრიწის ნაშრომები ქართულადაა შემორჩენილი და ჩიხიდან გამოსვლა უცნაური არგუმენტით სცადეს, - სომხური ნაწერები დაიკარგა და სომხურიდან რაც ქართველებმა თარგმნეს, ის შემორჩაო.

აუცილებლად უნდა გამოიცეს ქართველი მეცნიერების ნაშრომები ინგლისურ ენაზე და დარიგდეს ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკაში. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჯავახეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიად არის გამოცხადებული, არის საქართველოს მიწა. ის ოდითგანვე საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო.



"ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება მოცინარობს..."
რუსთაველი


legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

..

 

მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს
c6eb42b55fc8b1a88501bffbee12b609.jpg
18-02-2014

ჟურნალ ”საიენსის” შვილობილ საიტ admixture.com-ზე მსოფლიოს გენეტიკური ატლასი გამოქვეყნდა, რომელზეც ხალხთა შორის ნათესაობის ხარისხია ასახული. ატლასის მიხედვით, ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ. ატლასის მიხედვით გენეტიკური ნათესაობა გვაკავშირებს კვიპროსელებთან და ლეკებთანაც. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად პოპულარულ მოსაზრებას, რომ ქართველები ბასკებსა და კელტებს ვენათესავებით, ატლასი ”არ ეთანხმება”.

იხ. თავად ატლასი

.

.

https://admixturemap...hromosomes.com/


legion.ge-82-1553250819.jpg


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ინგუშები

legion.ge-82-1553250819.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დაუვიწყარ ადგილს შორის მოხვდა

knews.ge  

images%7Ccms-image-000002317.jpg

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph–მა გამოაქვეყნა რეიტინგი: “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ.”

რეიტინგი შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსონმა და მაქსომ-ლოუველ ჰორმა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.
მათ შორის არიან: ქალაქი მეროე (სუდანი) ქალაქი მეშჰედი (ირანი) კახეთის მხარე (საქართველო), ვეფხვების ნაკრძალი კანხა (ინდოეთი), კუნძული სოკოტრა(იემენი), ზანკარის მთიანი რაიონი (ინდოეთი), კამჩატკის ნახევარკუნძული (რუსეთი) და სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები (არგენტინა.)


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

02.jpg

მცხეთა და ქუთაისი მსოფლიოს უძველესი 15 ქალაქის ჩამონათვალში!

8:52 ; 18-04-2015 • 228 ნახვა

ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა დაადგინა მსოლიოს უძველესი, მუდმივად დასხლებული ქალაქიბის სია. პიტველ ადგილზეა საბერძნეთის ქალაქი, არგოსი  მოსახლებო წარმოიშვა ჩვენს ერამდე 5000 წელს. მეორე ადგილზეა ათენი-ჩვენს ერამდე 5000 წელი. მესამე ადგილზეა ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი-ჩვენს ერამდე 4000 წელი.  მეოთხე ადგილი- კრეტა, ქალაქი ხანია- ჩვენს ერამდე 4000 წელი.  მეხუთე ადგილზეა საბერძნეთის ქალაქი პატრა- ჩვენს ერამდე 3600 წელს. მეექვსე ადგილზეა საბერძნეთის ქალაქი ტრიკალა – ჩვენს ერამდე 3000 წელი. მეშვიდე ადგილი – ფივი საბერძნეთი -ჩვენს ერამდე 3000 წელი. მერვე ადგილზეა ქუთაისი- საქართველო – 2000 წელი ჩვენს ერამდე. მეცრე; ლარნაკა – კვიპროსი, 1300 წელი ჩვენს ერამდე. მეათე დგილი; საბერძნეთი ქალაქი ხალკიდა 1300 წელი ჩვენს ერამდე. მეთერთმეტე ადგილზეა ლისაბონი პორტუგალია 1200 წელი ჩვენს ერამდე. მეთორმეტე- ლესბოსი (მიტილენე) საბერძნეთი 1100წელი ჩვენს ერამდე.   მეცამეტე ადგილი ერგო ესპანეთის ქალაქ კადისს – 1100წელი ჩვენს ერამდე. მეთოთხმეტე ადგილზეა მცხეთა საქართველო – 1100წელი ჩვენს ერამდე. მეთხუტმედა ადგილი ხორვატიის ქალაქმა  ზადარმა დაიკავა. 900 წელი ჩვენს ერამდე.

legion.ge-82-1553250819.jpg


#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

moskovskiy_kreml.jpg

ვინ იყო ქართველი, რომელმაც პორტლანდცემენტი გამოიგონა და როგორ აღადგინა მან გადამწვარი მოსკოვი.

7:18 ; 20-04-2015 • 103 ნახვა

პორტლანდცემენტის გამომგონებლად ითვლებიან ინგლისელი ჯოზეფ ასპდინი და წარმოშობით ქართველი იაგორ გერასიმეს ძე ჭელიძე (ჩელიევი), რომელიც ხელმძღვანელობდა 1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღდგენით სამუშაოებს, ახალი ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობას. ამ გამომგონებლების წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან, სწორედ ამ ორი ადამიანის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა და, საამაყოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი იყო. სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ქუჩა დღესაც ატარებს ჩელიევის სახელს.
მეთვრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იაგორ ჭელიძის ბაბუას, დავით ჩელიევს, რუსეთის იმპერატორმა უბოძა თავადობა, პოლტავის მიდამოებში მისცა მიწა და ათი კომლი. მისი ვაჟი, გერასიმე, მუშაობდა ქართველ ჰუსართა პოლკში, სადაც კაპიტნისა და სეკუნდ-მაიორის წოდებას მიაღწია. 1771 წელს მას შეეძინა ვაჟი – იაგორი. 6-7 წლის იაგორს მამა გარდაეცვალა. დედა სამხედრო ინჟინერზე გათხოვდა და მათი ოჯახი სარატოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1800 წლიდან ჩელიევი მოსკოვში ცხოვრობს. 1817 წელს იგი დაინიშნა საპროექტოს ერთ-ერთი განყოფილების დირექტორად, რომელიც მოსკოვის მშენებლობის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნაპოლეონის შემოსევის დროს კუტუზოვის მიერ გადამწვარი მოსკოვის აღდგენაში…
გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა, რაც მოსკოვის მთავარსარდალსა და მისი სამოქალაქო მშენებლობის ნაწილის ხელმძღვანელს, გრაფ როსტოპჩინს დაევალათ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში შედიოდა საპროექტო და არქიტექტურის განყოფილება. საპროექტოს დირექტორი ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. ჩელიევის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩელიევი და ციციანოვი. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმა ჩელიევმა დასტამბა და გამოსცა. გარდა ამისა, ჩელიევი ხელმძღვანელობდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს. 1818 წელს მას დაავალეს, შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. მან ეს პროექტი წარადგინა და, ამასთან დაკავშირებით, იგი პარალელურად დანიშნეს მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოსი, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური და ჰიდროსტატიკური სამუშაოების შესრულებაც. ჩელიევი აპროექტებდა და მონაწილეობდა კიდეც მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების არხების, ნაგებობების მშენებლობაში. იგი დაჯილდოებული იყო ვლადიმირისა და ანას ორდენებით, სამამულო ომის მედლით. მინიჭებული ჰქონდა მრჩევლის წოდება. ჩელიევის დახასიათებაში წერია: „იცის არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფორტიფიკაცია, ექსპერიმენტული ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, ფერწერა, სკულპტურა, სამოქალაქო არქიტექტურა. ღირსია დაწინაურების“. გოლიცინი 1828 წელს წერდა მის შესახებ: „…თავის საქმეში ძლიერ მცოდნეა, ხელმძღვანელობის მრავალ დავალებას ასრულებს დიდი წარმატებით“. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული მოსკოვის მრავალი ღირშესანიშნავი ადგილი, სანაპირო, არხი თუ შენობა დღესაც ხიბლავს მნახველებს. უდიდესი წვლილი მიუძღვის მათ დაპროექტებასა და მშენებლობაში წარმოშობით ქართველ იაგორ ჭელიძეს. სამწუხაროდ, ამ უნიჭიერესი ადამიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი გაკეთებულა, მაშინ, როცა, სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ქუჩა, მის სახელს ატარებს, მისი არსებობისა და საქმიანობის შესახებ კი ძალიან ბევრმა ქართველმა საერთოდ არაფერი იცის. არადა, ლიდსის (ქალაქი ინგლისში, სადაც პორტლანდცემენტის მეორე გამომგონებელი – ასპდინი დაიბადა) სამოქალაქო საბჭოს დარბაზში, ბრინჯაოს მემორიალურ დაფაზე, რომელიც ამერიკის პორტლანდცემენტის ასოციაციამ მიართვა ბრიტანეთის ცემენტის მწაროებელთა ფედედრაციას, წერია, რომ ამ გამოგონებისთვის „…მთელი მსოფლიო ვალშია“ ასპდინის წინაშე. იგივე სიტყვები ეკუთვნის იაგორ ჭელიძესაც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დავაფასებთ ასეთ ქართველებს და ახალგაზრდა თაობებს ინფორმაციას მივაწვდით მათ შესახებ.მოგვიანებით
იაგორ ჭელიევი მოულოდნელ ვითარებათა მსხვერპლი შეიქნა და დაუმსახურებლად და უსამართლოდ დასთხოვეს სამუშაოს. გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, 1839 წელს.

ქეთი კაპანაძე. ჟურნალი ,,თბილისელები”/


legion.ge-82-1553250819.jpg


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
1 |Forest Bridge, Alishan Mountain, Taiwan

1186.jpgKent, 2012

2 | Tree Root Bridge, India

2134.jpgreddit.com

3 | Shahara Bridge, Yemen

387.jpgreddit.com

4 | Bridge into the Clouds, Mt Rainier, USA 476.jpg

567.jpgbackpacker.com

5 | Constantine’s Bridge, Algeria

659.jpgreddit.com

6 | High Trestle Bridge, Iowa, USA

758.jpgdianemichaudlowry.blogspot.com

7 | Capilano Suspension Bridge, Vancouver, Canada

856.jpgreddit.com

8 | Fairy Bridge, Scotland

958.jpgPhoto by Richard Hunter

9 | Puente Nuevo, Spain 1056.jpg 10 | Tbilisi Glass Bridge, Georgia

1187.jpgreddit.com

11 | Liberty Bridge, Budapest

1247.jpgulsortes.deviantart.com

12 | Rakotzbrücke, Germany

1344-e1410663691106.jpgreddit.com

13 | Dragon Bridge, Da Nang, Vietnam

1438.jpg500px.com

14 | Charles Bridge, Prague

1538.jpgreddit.com

Advertisement


legion.ge-82-1553250819.jpg


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

„გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება... არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა...“

March 5, 2015

ჯემალ ქარჩხაძე

 

"მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო.

 

ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო.

 

გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო.

 

გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო.

 

ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო.

 

 

მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო..."

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10386809_1129835697042682_71145284704017

- Вот никак не пойму,...Россия всех вокруг называет братьями, а сама лезет к ним и несёт горе и разруху?..
- А тут два варианта, - либо "сестра" на всю голову стукнутая, либо - просто самозванка.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან საინტერესო ინფორმაცია.
გაზეთი ,,ილუსტრირებული სიახლეები" 1856 წელი / Illustrated News 1856/ ლონდონი ინგლისი/ სურამის ციხე საქართველოში, ვრცელი სტატია, 1856 წელი ,,1856 Draining The Balaclava Railway Castle Of Souram In Georgia".
https://www.pictorialgems.com/1856-Draining-The-Balaclava-Railway-Castle-Of-Souram-In-Georgia.50147

50147-55996-4.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
National Geographic: «Грузия, Колыбель виноделия» 20 Апр 2015

Georgia · Rating

national-geographic-%D0%B3%D1%80%D1%83%D

Источник / National Geographic

 

Изображение / Грузия

Журнал "National Geographic" опубликовал статью известного путешественника Пола Салопека (Paul Salopek) "Душа лозы: в Грузии наука исследует корни виноделия". В статье автор говорит о древности культивации лозы на земле Грузии, о том, как стародавние грузины настаивали вино в квеври, и как до сих пор сохранилось искусство изготовления этого древнейшего сосуда. Автор воспринимает квеври как символ гордости, единства и силы Грузии, подчеркивающий отношение грузин к виноградарству-виноделию. 

 

Пол Салопек цитирует вопросы директора Национального музея Грузии Давида Лордкипанидзе об интересе ученых во время исследования корней истории вина: "почему началось виноградарство в Грузии", "как оно распространилось в старом мире", "как сегодняшние культивированные сорта лозы связаны с дикой лозой", и т.д. В статье говорится, что именно с целью поиска ответа на эти вопросы было создано многонациональное научное начинание в виде проекта "Исследования и популяризация грузинской лозы и культуры вина", где с 2014 года грузинские и иностранные исследователи совместно исследуют первоисточники культивации лозы в рамках разных дисциплин. 

Автор приводит мнение исследователя университета Пенсильвании Патрика Макговерна об истории вина и виноделия, и его значения для человечества. Информацию исследователя Национального музея Грузии Миндии Джалабадзе о первой развитой земледельческой культуре Шулавери 8 тысячи летней давности, настаивающей вино, и сделанных там археологических находках. Интервью археолога Давида Сулханишвили из городища Дзалиса, возраст которого 2 200 лет. Об исследованиях канадского археолога Стефана Батюка о миграциях культуры куры-аракса с Кавказа на юг с целью распространения виноградарства и виноделия около 5 тысячи лет назад и т.д.

В статье также есть рассказы и чувства винодела "Шато Мухрани" Маки Козары (Maka Kozhara) и винодела Беки Гоцадзе о грузинском вине. 

Несколькими словами собственно об авторе: Поль Салопек является участником уникального проекта, который пешим ходом направляется из Африки в Южную Америку, повторяя маршрут миграции первых людей.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"რამ გამოიწვია ქართველების ასეთი სილამაზე? - ისინი ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას"
a36025.jpg
b675.gif
20:19 21.04.2015
["პრესა.ჯი"]
"კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში არამარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან რამ გამოიწვია ქართველი ადამიანის სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება. პასუხი ცხადია, როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიყვებიან ცოლად უცხოტომელებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არამარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათთან ურთიერთობის დროს.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი უცხო სისხლთან. ადრე ქართველ ბიჭებს და გოგოებს თურქები და სპარსები იტაცებდნენ თავისი ჯიშის გასაუმჯობესებლად და ეს არც მიკვირს, თვითონ თურქები და სპარსებიც აღიარებენ ამას. საოცარი ერია, შეიძლება ითქვას ქართველი კაცი და ქართველი ქალი სრულად ავსებენ ერთმანეთს."

რასოლოგიისა და ანთროპოლოგიის ბუმბერაზი წარმომადგენელი ფრიდირიხ ბლუმენბახი.

შეგახსენებთ, სწორედ ბლუმენბახის დამსახურებაა ის, რომ საქართველო და ზოგადად კავკასია ითვლება თეთრი რასის საწყისად, დღეს ოფიციალურად, სამეცნიერო ენაზე თეთრ რასას - Caucasian race ჰქვია. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამერიკული Family tree DNA პროექტის ქართული გენეტიკური პროექტის ფარგლებში გაირკვა, რომ ჩვენს დნმ-ში დამპყრობლების არანაირი კვალი ჩანს, არც მონღოლების, არც სპარსელების, არც თურქების, მათი ჰოლოჯგუფები ქართველებში ერთიც კი არ შეხვდათ. შესაძლოა, როგორც გადმოცემები ამბობს, გაუპატიურების შემთხვევაში ქართველი ქალები თავს იკლავდნენ ან თუ ამის შედეგად ბიჭი იბადებოდა, თითქოს მასაც კლავდნენ. ასეა თუ ისე, კვალი არ ჩანს წამლადაც კი.

legion.ge-82-1553250819.jpg


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უცხოელის თვალით დანახული

.10268582_982211305128549_539499889996934

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართველის მიერ შექმნილმა "ჭკვიანმა სამაჯურმა" $1.1 მილიონის ინვესტიცია მოიპოვა

მთავარისიახლე 07.05.2015

 

fxovp3bcj9wimsm.jpg
ქართველის მიერ შექმნილმა ,,ჭკვიანმა სამაჯურმა“ Indiegogo-ზე 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

GoBe ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაბერიძის მიერ დაფუძნებული კომპანია HealBe-ის მიერ შექმნილი „ჭკვიანი სამაჯურია“, რომელიც კალორიების, წყლის ბალანსისა და ენერგიის დახარჯვის კონტროლში დაგემხარებათ. პროდუქტმა BBC-ის ექსპერიმენტი იანვარში წარმატებით გაიარა.

ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება - მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტეემაა.

,,საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ხვდება პროტეინები, ნახშირწყლები და ცილები. ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება და ხვდება უჯრედებში. შემდეგ უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება, რაც წყლის ბალანსის ცვლილებას იწვევს. ბიოლოგიური წინაღობის საზომი სენსორებით ვზომავთ წყლის ნაკადს, რის შედეგადაც შეგვიძლია გამოვთვალოთ გლუკოზის შემცველობა და ნახშირწყლები“, - განმარტავს მიქაბერიძე. მისივე თქმით, მაშ შემდეგ რაც მეორე და მესამე ელემენეტების - ცხიმის და პროტეინების შემცველობა დაითვლება, შესაძლებელია კალორიების კალკულაცია.

ამ მეთოდს სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით უჯრედშიდა გლუკოზის კონცენტრაციის ზუსტი გაზომვა საეჭვოა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ დროისთვის „ჭკვიანი სამაჯურის“ 12,000 ეგზემპლარია გამოშვებული, რომლის ნახევარი მის დამფინასებელ პლატფორმას Indiegogo-ს გადაეცა, ნახევარი კი გაყიდვაში გამოვიდა.

commersant.ge

legion.ge-82-1553250819.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?