
ხშირად მეკითხებიან ღირს კი დროის ხარჯვა ვაზნების დასამუხტადო? სხვისთვის არ ვიცი მაგრამ, ჩემთვის ვაზნების ტენვა ერთგვარი რიტუალი იყო. ბაბუებმა(ორივე მონადირე იყო და თან მეგობრები და ერთად ნადირობდნენ), მერე კი მამაჩემმა და ბიძაჩემმაც მიმაჩვეს ამ პროცესს. ეს იყოჩვენი ოჯახის ერთგვარი წინასამონადირეო რიტუალი, ტრადიცია. ბიძაჩემი ავიდოდა ანტრესოლში, ბაბუ კიბეს ფეხს მიადგავდა რო არ გამოცურებულიყო და თან, მე თვალს ჩამიკრავდა. ხო და იწყებოდაა. ჯერ ადიოდნენ ანტრესოლში. იქიდან ჩამოაწოდებდა , ჩამოალაგებდნენ "რუკზაკებს" . ამ ჩამოლაგებული "რიუკზაკებიდან" ამოალაგებდნენ საჭირო ინვენტარსა და "ინგრედიენტებს" . აი მერე ნელნელა ხურდებოდა პროცესი. იწყებოდა, საღამო. მაგიდას შემოუსხდებოდნენ სანადირო ფარდულში(ნახალოვკაში კერძო სახლის ეზოს კუთხეში იდგა ეს ფარდული) აუცილებლად ამ პროცესს ესწრებოდნენ ჩვენი ძაღლები დრათხარი "ფრიცი" და პოინტერი "ჯეკა", (ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფრიცის და ჯეკას გარეშე ვაზნების დატენვა არ შეიძლებოდა). ისინი ამ პროცესის აუცილებელი მონაწილეები იყვნენ. ამ დროს გაიღებოდა ფარდულის კარი და შემოვიდოდა მამაჩემი . აუცილებლად შემოიტანდა გაზეთებს "კომუნისტი" და "იზვესტიას", გადააფენდა მაგიდას. ჩანთიდან ამოალაგებდა "ვეჩერნი თბილისში" გახვეულ კარგად შებოლილ, გამომშრალ თევზს და მოაყოლებდა ცივ ცივ ჩამოსასხმელ ლუდს, რომელიც სანაპიროზე არსებული ქარხნიდან ქონდა წამოღებული. კარებს მიხურავდა, ძაღლებს გადახედავდა, რომლებსაც მგონი მართლა ესმოდათ ამ პროცესის რიტუალური დატვირთვა. ფრიცი სფინქსივით გაუნძრევლად იჯდა კარებთა და გასუსული ადევნებდა თვალს ჩვენ ქმედებებს. ჯეკა კი აუცილებლად ფეჩთან გრაციოზულად წამოწვებოდა. ხო და მახსოვს ბაბუ იტყოდა ხოლმე "ჰე ახლა, ბიჭები ყველანი აქა ვართ რაღას უყურებთ, აბა ჰე , მივხედოთ საქმესო." ხო და ფრდულში დატრიალდებოდა რაღაცნაირი ხალისი, ფუსფუსი. (კონსერვის ბანკა რო მეგონა"სოკოლი" ეწერა), დენთი ყოფილა,ხო და სუნი დატრიალდებოდა, რაღაცნაირი სუნი: იარაღის,ზეთის ქეჩის,პიჟის, ლატუნის "გილზების", პაპიროსის, თევზის, ლუდის, ...რაღაცნაირი სუნი, გადმოცემით ვერ გადმოვცემ, მაგრამ ეხლაც კარგად მახსოვს. ხო და დაიწყებოდა სამონადირეო ისტორიებისა და თავგადასავლების მოყოლა - იყო ხუმრობა და შაყირი, თვალის ჩაკვრები, ხითხითი. ძნელი გადმოსაცემია, მაგრამ ისეთი ხალისი და ემოციები იყო რომ 52 ტე სეზონია რაც ვნადირობ, მაგრამ ის პირველი საღამო როდესაც მეც "ბიჭებში" გავედი და "სასტავში" აღმოვჩნდი -ეხლაც მახსოვს. მაშინ პირველად დავაგემოვნე პაპიროსის კვამლში გახვეულ ოთახში, ცოტაოდენი ლუდი. არ მომეწონა მაგრამ კმაყოფილი სახის გამომეტყველებით ცერა თითი ავწიე. ყველამ ერთმანეთს გადახედეს და მამაჩემმა სიგარეტისგან მოჭუტული თვალით თავი დამიქნია. ბაბუამ ხელი მოუთათუნა მხარზე. ბიძაჩემმაც თვალი ჩამიკრა. "ვსიო". "სასტავში" ვიყავი. მაგარი იყო. მეც იმ "ბიჭების სასტავის" წევრი ვიყავი. მეორე ბაბუამაც მხარზე ხელი მომითათუნა და იმანაც თვალი ჩამიკრა. ისიც მახსოვს როგორ ამაყად გადმოვხედე "ფრიცს" რომელიც ჩემზე უფროსი იყო და ჩემზე ბევრად ადრე ესწრებოდა "ბიჭების" სახალისო ვაზნების დატენვის დღესასწაულს. ისიც კმაყოფილი ჩანდა.მაგრამ იმას უკვე მე ჩავუკარი თვალი. იმანაც მიმიღო თავიანთ გუნდში. ხო და არასდროს გამჩენია იმის კითხვა - ღირდა თუ არა, დაგვეტენა მასრები თუ არ "დაგვეხარჯა" ძვირფასი დრო და იაფად შეგვეძინა "მონკავშირის" მაღაზიაში კარდონის "რეკორდის" ვაზნები. რა თქმა უნდა ღირდა.თან რა მაგრად ღირდა. ნეტავ შემეძლოს თუნდაც სულ ცოტა ხნით იმ დროის დაბრუნება. სამწუხაროდ აღარავინაა ჩემს გარდა ცოცხალი იმ "ბიჭების სასტავიდან" . ხოდა მეც სხვა არაფერი დამრჩენია რომ B@Pს ვაზნები შევიძინო მაღაზიაში, მაგრამ როგორც კი თვალს მოვკრავ როდესაც ვინმე მუხტავს ვაზნებს ყოველთვის მამა, ბიძაჩემი, ჩემი ჭაღარა ბაბუები და მობერებული ფრიცი და ჯეკა მახსენდება. მგონი გამიგრძელდა. ემოციებს ავყევი... ყველა ნათელში გვიმყოფოს ღმერთმა, ვინც გვიყვარდა და ეხლა უკვე ზეციურ საქართველოში არიან. მათ გახსენებაზე სევდით გვევსება გულები. თქვენ კი ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ. შედეგიანად განადიროთ და შინ მშვიდობით დაგაბრუნოთ.
ჩამსწორებელი babu, 27 April 2026 - 12:16 PM.