Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

e4faa6436f07.jpg
მზის დარტყმა
ზაფხულის პერიოდში გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს ხშირია შემთხვევები როცა ხდება ორგანიზმის გადახურება. რაც თავის მხრივ განაპირობებულია არამარტო გარემო პირობებითა და მაღალ ტემპერატურით, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ორგანიზმის ცუდი თერმორეგულაციური სისტემით. სანამ სითბურ დაკვრაზე ვისაუბრებდეთ მოდით ორიოდე სიტყვით შევეხოთ ცხოველებში თერმორეგულაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმს. ტემპერატურის ჰემოესტაზი აროს ოს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაბალანსება სითბოს პროდუცირებასა და მის გადაცემას შორის და, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრში. სითბოს გამომუშავება დამოკიდებულია გარემოსა და ორგანიზმის ტემპერატურაზე, რაც გამომუშავდება მეტაბოლიზმის შედეგად. სითბოს გაცემა ხდება სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით, როგორებიცაა ოპტიმალური პოზის შერჩევა, სისხლის მიმოქცევის ცვლილება, სისხლძარღვების გაფართოება-შევიწროებით გაგრილება აორთქლებით, კერძოდ, სუნთქვის გახშირებით. ძაღლებსა და კატებს არა აქვთ საოფლე ჯიკვლები, ამიტომ მათში სითბოს გაცემა ხდება სუნთქვის გახშირებით. გახშირებული სუნთქვის დროს სითხის აორთქლება და გაცემა ხდება ზემო სასუნთქი გზებიდან. სითბოს დაკვრა არის მარეობა მძიმე ჰიპერთერმიისა, როცა გარემოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ან სითბოს გაძლიერებული პროდუცირებით ორგანიზმის ტემპერატურა მომატებულია 40,5 - 43,0 გრადუსამდე. სითბოს გაცემის შემცირება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს, ზემო სასუნთქი გზების გამტარობის დაქვეითება, ლორწოს დიდი დონით გამოყოფა ბრახოცეფალებში (ფრანგული ბულდოგი, მოპსი, პეკინესი, ბოქსიორი); ტრაქეის კოლაფსი (ტოი ტერიერი, იორკიშირის ტერიერი, ჩიხუახუა, პატარა პუდელი), ან, ტრაქეის ან ხორხის სიმსივნე. სითბოს გაცემას ამცირებს და სითბური დარტყმის პროვოცირებას ახდენს აგრეთვე ჰიპო ვოლემია ( დაბალი წნევა), გულის ქრონიკული უკმარისობა და სიმსუქნე. სითბური დაკვრა ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველლს ტოვებენ გახურებულ ავტომობილში ჩაკეტილს, ან ტოვებენ ქუჩაში სიცხის დროს პირდაპირ მზის სხივების ქვეშ. სითბური დარტყმის პროვოცირებას იშვიათად იწვევს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რაც ვითარდება იმ ძაგლებში რომლებსაც ავარჯიშებენ ცხელ და ნესტიან ამინდში, ან რომელთაც შეზღუდული აქვთ სითბოს გაცემის საშუალება. ცხოველს, რომელიც განიცდის გადახურებას აღენიშნება შემდეგი ნიშნები : ქოშინი ( სუნთქვითი მოძრაობების გახშირება). ტაქიკარდია (გულის ცემის გახშირება). ლორწოვანი გარსების სიწითლე. ლორწოვანი გარსების სიმშრალე. სითბური დაკვრის დროს ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიხატება სუსტი პულსით, ლორწოვანი გარსების სიმკრთალითა და გონების დაკარგვით. შეიძლება განვითარდეს ღებინება ან დიარეა, რაც განპირობებულია თავის ტვინში შესაბამისი ცენტრების დაზიანებით და რასაც მივყავართ კრუნჩხვებამდე, კომამდე და სიკვდილამდე. განვიხილეთ რა სითბური დაკვრის გამომწვევი მიზეზები და პათოგენეზი გადავიდეთ მის მკურნალობასა და პროფელაკტიკაზე. სითბური დაკვრის პროფილაკტიკური საშუალებაა მისი გამომწვევი მიზეზებისგან თავის არიდება. ცხელ ამინდებში უნდა მოვერიდოთ ცხოველის ფიზიკურ დატვირთვას, განსაკუთრებით გრძელ ბეწვიან ძაღლებში, რომლებთაც აწუხებთ გულის უკმარისობა. ასევე, თუ ცხოველს ვინახავთ ქალაქგარეთ, ეზოს პირობებში, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩრდილილ ქვეშ და მუდმივად უნდა ჰქონდეს წყალი. შეიძლება გამოვყოთ სითბური დარტყმის პროფილაკტიკის 4 ძირითადი პუნქტი: 1> სუფთა ჰაერი, 2. წყალი, 3. ჩრდილი, 4 შესაბამისი დატვირთვა თუ თქვენს მიერ ეს ოთხი პუნქტი არ იქნა გათვალისწინებული და თქვენმა ძაღლმა სითბური დარტყმა მიიღო აუცილებელია შემდეგი მკურნალობის ჩატარება თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი პროცედურები: ყველაზე უბრალო და სწრაფი ეს არის წყლის დასხმა, რაც უზრუნველყოფს სითბოს გაცემის გაძლიერებას. მოვათავსოთ ცხოველი ჩრდილში და მივცეთ მას საშუალება ისუნთქოს სუფთა ჰაერი. სითბური დარტყმის დროს ცხოველი დაუყონებლივ უნდა მიიყვანოთ ვეტერინალურ კლინიკაში.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2 დღეში გავდივართ მინდვრებში და ცუგრიკოების პატრონებმა განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგი ხარ დევი... ყურადღება გვმართებს ბიჭებო

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრატცი ეს თემა გაიზს სეზონის დაწყებამდე აღარაა აქტიური :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ხოო წელიწადში ერთ სეზონზეა საჭირო :DD

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგებუს დამატებულუს1175261_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?