

ნაძვის ნისკარტმარწუხა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ.-დ. აფრიკაში, ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოს ფარგლებში ნაძვის ნისკარტმარწუხა გვხდება მრავალ ადგილას როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე.
ნაძვის ნისკარტმარწუხა ბინადრობს წიწვიან ტყეებში, ზოგჯერ ფოთლოვანშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, მიწის ზედაპირიდან 2-5 მ-ის სიმაღლეზე.
აპრილში დებს 3-5 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 16 დღემდე. საკვებს შეადგენს წიწვლიან მცენარეთა თესლები. ნაძვის ნისკარტმარწუხას წიწვიანი ხეებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს.
ცნობილია ნაძვის ნისკარტმარწუხას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხდება ჩრდილოური ნაძვის ნისკარტმარწუხა - Loxia curvirostra curvirostra








ზევით ასვლა