ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის, ბაწარას ხეობაში მდებარეობს, პანკისის ხეობის სიახლოვეს. ბაბანეურის ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი, რომელზეც ბაბანეურის ნაკრძალია განლაგებული სოფლების – ალვანის, ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
ილტოს აღკვეთილი ახმეტის სიახლოვეს მდ. ილტოს ხეობის ნაწილს მოიცავს. ილტოს და ბაწარა-ბაბანეურის ტერიტორია აგებულია იურული და ცარცული ასაკის ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია ქვიშაქვებით, ფიქლებით, არგილიტებითა და კირქვებით. ცარცული ასაკის ქანებში გვხვდება გამკვეთი მაგმური სხეულები ან ლინზები.
მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში შემორჩენილია მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის (თახუს ბაცცატა) ტყე. ტყის ფართობი თითქმის 240 ჰექტარია. ასეთი ვრცელი უთხოვრის კორომი მსოფლიოში არსადაა. ხეების უმეტესობა 500-1000 წლისაა, ზოგიერთი უფრო მეტისაც.
ბაწარის უთხოვრებს ლიანები – პასტუხოვის სურო (Hერედა პასტუცჰოწიი) და ეკალღიჭი (შმილახ ეხდცელსა) აქვთ ზედ შემოხვეული. ნაკრძალის ამ ნაწილში დაცულია, აგრეთვე, ხელუხლებელი წიფლნარი (Fაგუს ორიენტალის) და მურყნარი (Aლნუს ბარბატა). იმავე მდ. ბაწარას სათავეებში მაღალმთის ბოკვის (Aცერ პსეუდოპლატანუს) ულამაზესი კორომები გვხვდება. ბაბანეურის ნაკრძალის ნაწილში კავკასიურ-ირანული ენდემის მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის ძელქვის (ძელქოვა ცაპრინიფოლია) კორომებია, რომელსაც 750 ჰა უკავია.
მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია იმით, რომ აქ არსებობს კარგად შენახული წიფლნარები (Fაგუს ორიენტალის). ტყის საბურველის შექმნაში მასთან ერთად რცხილა (ჩარპინუს ცაუცასიცა), ქორაფი (Aცერ ლაეტუმ), ცაცხვი (თილია ცორდატა), ქართული მუხა (Qუერცუს იბერიცა) და ზოგიერთ სხვა ხე მონაწილეობს. ქვეტყეში შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება.
ეს დაცული ტერიტორიები პირველ რიგში თავისი უნიკალური ფლორითაა განთქმული. მდინარე ბაწარას ხეობაში ბაწარასა და ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია მესამეული პერიოდის კავკასიურ-ირანული დენდროფლორის რელიქტების: უთხოვრის (თახუს ბაცცატა) ტყე და ძელქვის (ძელკოვა ცარპინიფოლია) კორომები. ტყის ეკოსისტემები წარმოდგენილია აგრეთვე ხელუხლებელი წიფლნარებითა და მურყნარებით. ბაწარის უთხოვრებს ლიანები პასტუხოვის სუროები (Hედერა პასტუცჰოწიი) და ეკალღიჭები (შმილახ ეხცელსა) აქვთ ზედ შემოხვეული. მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია ხელუხლებელი წიფლნარებით (Fაგუს ორიენტალის) ლიანებისა და წყავის ქვეტყით. აგრეთვე, აქ გვხვდება: რცხილა, ქორაფი, ცაცხვი, ქართული მუხა და ზოგიერთი სხვა ხე. შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება.
ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიური ციყვი (შციურუს ანომალოუს), კავკასიის ენდემი რადეს ბიგა (შორეხ რადდეი). საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარებიდან კი ბაწარასა და ილტოში გავრცელებულია: შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), არჩვი (ღუპიცაპრა რუპიცაპრა), გარეული ღორი (შუს სცროფა), მურა დათვი (Uრსუს არცტოს), მგელი (ჩანის ლუპუს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ), ტურა (ჩანის აურეუს), მელა (Vულპეს ვულპეს), მაჩვი (Mელეს მელეს), ქვის კვერნა (Mარტეს ფოინა), ტყის კვერნა (Mარტეს მარტეს), გარეული კატა (Fელის სყლვესტრის), წავი (Lუტრა ლუტრა) და სხვ. ძალზე იშვიათია წავი.
მდიდარია ორნიტოფაუნა. იგი დაახლოებით 60-მდე სახეობას ითვლის. აქ ქედანი, ჩხართვი, შაშვი, ყორანი, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის კოდალა და კიდევ მრავალი სახეობის პატარა ფრინველი ბუდობს, რომლებიც ბაწარა-ბანაეურისა და ილტოს მკვიდრი ბინადრები არიან.
აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა კავკასიური ყარანა (Pჰყლლოსცოპუს ლორენზიი), ასევე მტაცებელი ფრინველები: ბატკანძერი (Gყპაეტუს ბარბატუს), ორბი (Gყპს ფულვუს), სვავი (Aეგიპიუს მონაცჰუს), კირკიტა (Fალცო ტინნუნცულუს), ქორი (Aცციპიტერ გენტილეს), მიმინო (Aცციპიტერ ნისუს), მთის არწივი (Aქუილა ცჰრყსაეტოს) და სხვ.
მდ. ბაწარასა და მის შენაკადებში, ასევე მდ. ილტოში გავრცელებულია კალმახი (შალმო ტრუტტა). ამფიბიებიდან გვხვდება 7 სახეობა, მათ შორის: კოლხური გომბეშო (Bუფო ვერრუცოსისსიმუს), ჩვეულებრივი ვასაკა (Hყლა არბორეა), მწვანე გომბეშო (Bუფო ვირიდის), მცირეაზიური ბაყაყი (ღანა მაცროცნემის) და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება 14-მდე სახეობა. მათ შორისაა: ხვლიკის სამი ენდემური სახეობა - კავკასიური ხვლიკი (Dარევსკია ცაუცასიცა), მდელოს ხვლიკი (D. პრატიცოლა) და ართვინის ხვლიკი (D. დერჯუგინი), თუმცა სავარაუდოა ქართული ხვლიკის (Dარევსკია რუდის) არსებობაც. რეპტილიების სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური გველგესლა (Vიპერა დინნიკი). ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ (თესტუდო გრაეცა).
ბაბანეურის ნაკრძალის სიახლოვეს გვხვდება ბრინჯაოს ხანის ძეგლები – ჭერემსა და გავაზში აღმოჩენილი არქეოლოგიური ქვევრები, ბრინჯოსგან შექმნილის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, აკლდამები და კერამიკის უძველესი ნიმუშები, მეთერთმეტე საუკუნის ალავერდის კათედრალური ტაძარი, მეჩვიდმეტე საუკუნის გრემის ციხე-სიმაგრე და ეკლესია, კიდევ უფრო ძველი ნაქალაქარით, მეთორმეტე საუკუნეში აგებული იყალთოს აკადემია, მეექვსე და მეთექვსმეტე საუკუნის ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსები, მეთვრამეტე საუკუნის მეფე ერეკლეს სასახლე კახეთის დედაქალაქ თელავში და ულამაზესი პარკით გარშემორტყმული მეცხრამეტე საუკუნის ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში, თამარის ეკლესია, წამებული, ღვთისმშობლის ეკლესია, სამება, წმინდა მარიამის ეკლესია. მდინარე ილტოს ნაპირზე მდებარეობდა კვეტერას ისტორიული ციხე ქალაქი.
ტურიზმის სახეობებიდან ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ კულტურული და ღვინის ტურებია, აგრეთვე, შესაძლებელია ფოტო-ვიდეო, ეკოლოგიური, საცხენოსნო, ფრინველებზე დაკვირვების და არქეოლოგიური ტურების მოწყობა. დაცული ტერიტორიის სიახლოვეს, თელავსა და წინანდალში არსებობს რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო და კარგად არის განვითარებული საოჯახო სასტუმროთა ქსელი. წინასწარი დაჯავშნით შესაძლებელია კვებისა და კომფორტული ღამის სათევის უზრუნველყოფა.