Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
thumb6-2.jpg
თურქული ქებაბის რეცეპტი
 1354

ქებაბი ძირითადი მეორე კერძია თურქეთში. მას ამზადებენ ცხვრის, საქონლის ხორცისგან. არსებობს ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების ქებაბიც. მეთოდები მრავალგვარია, ამიტომ მხოლოდ ქებაბის თქმა არასაკმარისია. ჩვენ მოვახდენთ ამ მეთოდების დემონსტრირებას.

ქებაბის სახეები

1-51.jpg

შიშ-ქებაბი

ეს მწვადის მსგავსი კერძია. შამფურზე წამოცმულ ხორცის ნაჭრებს მაყალზე წვავენ, ამატემენ მარინადებს. თურქეთში ხორცს ცეცხლზე არაჩვეულებრივად ამზადებენ.

2-61.jpg

დონერ-ქებაბი

ეს თურქული ფასტფუდია, ჰგავს შაურმას და არის ბალანსირებული კერძი. მასში არის ხორცი, პური, ბოსტნეული. ინგრედიენტები ლავაშშია შეხვეული, მწარე სოუსთან ერთად.

3-64.jpg

ისკანდერ-ქებაბი

სახელწოდება მისი შემქმნელისგან მოდის. ის რესტორნების ყველაზე ხშირი კერძია. შედგება ცხვრის ხორცის, ტომატისა და იოგურტისგან. სუფრასთან მიაქვთ გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან ერთად.

4-58.jpg

ადანა-ქებაბი

ნაზ ფარშს სპეციალური ტექნიკით გარდაქმნიან ხორცის ცომად და აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ფარშს წვავენ გრძელი ზოლების სახით, მაყალზე. მიაქვთ ბურღულეულთან ერთად.

5-52.jpg

ურფა-ქებაბი

ის ხშირად ადანა-ქებაბში ეშლებათ. აურფას ანელებენ მწარე წიწაკით. ძალიან პოპულარულია შანლიურფაში, სადაც წიწაკს ყველაფერს ამატებენ.

6-46.jpg

ტესტი-ქებაბი

ეს კაბადოკიის სამზარეულოს საინტერესო წარმომადგენელია. ცხვრის ხორცს ამზადებენ თიხის ქოთნებში, ბოსტნეულთან ერთად, შემდეგ სუფრაზე ჭურჭელს დანით სტეხენ. ორთქლზე და საკუთარ წვენში მომზადებულ ხორცს განუმეორებელი გემო და სურნელი აქვს.

7-38.jpg

ავჯი-ქებაბი

ამ ქებაბს ყველა იცნობს, მას მონადირულსაც უწოდებენ. რეალურად, ეს არის ცხვრის ხორცისგან მომზადებული გულიაში. გთავაზობთ მის რეცეპტს:

დაგჭირდებათ:

  • 800 გ ცხვრის ხორვი
  • 750 მლ წყალი
  • 100 გ დაკონსერვებული ბარდა
  • 100 გ კარაქი
  • 3 პომიდორი
  • 3 კარტოფილი
  • 3 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • მარილი, პილპილი
  • სურვილისამებრ, 200 მლ მშრალი ღვინო, 0,5 ჩ.კ. მდოგვი, ნიახური, წიწაკა, ნიორი, პიტნა, ოხრახუში, ქინძი, კამა

8-30.jpg

დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად, დამარინადება შეგიძლიათ ღვინოში. გაადნეთ კარაქი ღრმა ტაფაში, დაამატეთ ცოტა ზეთი, შეწვით მასში ხახვი, ნიორი. დააწყეთ ხორცი და დაიწყეთ შუშვა ქერქის წარმოქმნამდე. ცეცხლს აუწიეთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი, შუშეთ ხორცი 20 წუთი. შემდეგ დარჩენილი ინგრედიენტები შუშეთ, ბარდისა და მარინადის გარდა. ჩაასხით 2-3 ჭიქა წყალი და შუშეთ კარტოფილის დარბილებამდე. მონადირული ქებაბი მზადაა!

9-24.jpg

ქებაბის კიდევ ბევრი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, მთავარი ისაა, რომ ნამდვილი ქებაბი ცეცხლზე მზადდება.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კახის აქვს განსაკუთრებული რეცეპტი. ცეცხლი და შამფურის კომბინაცია ყოველთვის ჩამოშლის საშიშროებას უქმნის ქაბაბს. კახას რეცეფტი კი სწორედ ამის ითვალისწინებს და ქაბაბი არასდროს ჩამოიშლება. იმედია შემდეგ წამოსვლაზე კახი ჩაატარებს მასტერკლასს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

მე სომხურ ვერსიას ვაკეთებ,იგივე ყველაფერი განსხვავება ისაა რომ მწვანილი არ ემატება.მარტო ხახვი პილპილი და მარილი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვსიოო. შემდეგ გასვლისთვის მოემზადე. აკეთებ უეჭველი და ინგრედიენტებზე და ყველაფერზე იზრუნე. იცოდეკახიც აპირებს და კულინარიული დუელისთვის მოემზადეეე

;)  :good:  :bravo:  :L:  :ki:  :0030:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?