პირდაპირ გეტყვით, რომ მიჭირს ამ რეპორტის დაწერა, უბრალოდ სიტყვას ვერ ვპოულობ შესატყვისს, მაგრამ ვეცდები მიახლოებით, მაინც გადმოვცე ჩემი ემოცია, ბიჭებიც დამეხმარებით დიდი იმედი მაქ....
ტრადიციული შეკრება ლიბრეში, მისალმება, სურსათ სანოვაგეს ყიდვა და ყოველკვირეული შაბათ დილის რუტინა,,,, ახალი და განსაკუთრებული, თითქოს არაფერი, მაგრამ თურმე ფერიიი ![]()
რაღაც რაღაცეები ამოვალაგეთ მანქანებიდან გადავალაგეთ მამიუკას "ტრაილერში" და დავიძარით ჩვენი მეორე სახლის მიმართულებით, გზაზე შემოგვემატნენ ვადიმა, გურულია ძამას კაძახები, იქაც გადავნაწილ გადმოვნაწილდით, რამოდენიმე კილომეტრში ფირო და ძიგოც შემოუერთდა ჩვენ დიდ კოლონას და კაი გათენებულზე ხეობის შესასვლელში არტურა და მისი "საძმო". ერთი სიტყვით ხეობაში იმდენი შევედით ბოლო ვინააო ვკითხულობდით.
ვინაიდან ად რადგანაც გვარიანად გათენებული იყო და გვიანდებოდა სასწრაფოდ გადავნაწილდით ნომრებში და დავიწყეთ ნადირობა....
აქ ალბათ დიდი დროის დაკარგვა იქნება და ასევე ფრიად უინტერესო საკითხავი, თუ როგორ და რა ვითარებაში "ვშვერი" აწ უკვე მეორედ და როგორ გადმომცეს წლის საუკეთესო ბუნების დამცველის სერთიფიკატი.
ხო დაააა -19ია არა გატყუებთ, უკვე დათბა და -7 ზე ჩამოვიდა ტემპერატურა, ჩემ გულში სასწაულები ხდება, მე ხომ აწ უკვე მეორედ ესესაა, რომ "ვშვერი".
წუთიწუთზე ნომრები მოიხსნება და.... არც კი მინდა იმის წარმოდგენა თუ როგორ გამთელავენ და გამომთელავენ, მითუმეტეს რაციაში უკვე ჩემი ბულინგი შეწყდა და ჩემ გასტრონომიულ კვებით ღირებულებაზე დაიწყეს საუბარი... ![]()
ეს ის მომენტია, როდესაც უკანასკნელ ძალას იკრებ და იწყებ ლოცვას.... ლოცულობ იმისთვის, რომ მფარველმა ანგელოზმა არ მიგატოვოს და გადმოგხედოს..... ხო დაააა ჰოი საოცრება მფარველად ბუთრა გამომეცხადა, ისე რომ კაციშვილმა არ იცოდა მისი იქ ამოსვლა. ვინაიდან და რადგანაც პირველ ნომერში ვიდექი, ვერავინ ნახა მისი შემოსვლა ხეობაში. გამიხარდა, შორიდანვე მივესალმე, მიუახლოვდი ჩავხედე მანქანას და ჰოი საოცრება, მეუღლე და 2 მცირეწლოვანი "ბღარიც" თან წამოუყვანია.... იმედია სწორად გამიგეთ, რომ ამ მფარველ ანგელოზებში ლაშა არ მიგულისხმია და ვიგულისხმე პატარა ქეთო და კიდე უფრო პატარა ბექუნა. და მანდ მივხვდი, რომ მე გადავრჩი, ეს იყო ჩემი "გრინკარტა", "მაპი" და ყველაფერი ის რაც კი გადამარჩენდა ![]()



ხო და ამ პატარა ანგელოზებმა ასე შეძლეს ჩემი გადარჩენა
მთელი ყურადღება გადავიდა მაგდაზე და პატარა ანგელოზებზე ![]()
ბუთურ კოლეგიალურობაში 10 იანი ![]()
შემდგომ ამისა, გაკეთდა მეორე სარეკი, იქაც არაფერი საინტერესო მომხდარა.
დღეს რასაც ვფიქრობ, ყველაფერი ლოგიკურად აეწყო. იმ დღეს რა საქმეზეც ვიყავით ასულები სისხლი ნამდვილად არ უნდა დაღვრილიყო და არც დაიღვარა.
დავბრუნდით ძმობის სახლში, სადაც გაეთდა საუცხოო ხინკალი, მწვადი, (დაილოცოს 24 საათიანი ლიბრე
)
ღვინოც შევათბეთ და დაიწყო ქეიფი, სიმღერა, იუბილარ ლეგიონერებმა მიიღეს საჩუქრები, და რაც ყველაზე მეტად მთავარია!!!
აი ამ ნაწილს ან ბაბუ გააგრძელებს, ან და ელიზები.... და მიხვდებით იმ დღეს რატომ არ უნდა დაღვრილიყო სისხლი, ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ შარახევში ყოველთვის სასწაულები ხდება!!!



ზევით ასვლა







