Jump to content

სურათი

ბრძოლა მადრიდისთვის

მადრიდი ნეაპოლი ბრძოლა

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

     ბრძოლა სამეფო მადრიდსა და იტალიურ ნეაპოლს შორის , რეგიონისთვის დაიწყო ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ. ნეაპოლის არმიამ გაიარა კაზაკები ( ბეშიქთაში) , იანიჩრები (დინამო კიევი) და პორტუგალიელი პირატები (ბენფიკა). საფემო არმიას არც თუ ისე იოლი გასეირნება მოუწია. რეიტარების (დორტმუნდი) დამარცხება ვერ მოხერხდა, მაგრამ საკმარისი იქნა პოლონური გუსარების დამარცხება (ლეგია) და მეზობელი პორტუგალიის არმიის განადგურება.

მზადება გენერალური ბრძოლისთვის დაიწყო მაშინ, როცა მათი ინტერესები გადაიკვეთა (კენჭისყრა).

ნეაპოლის მებრძოლებს წარმოადგენდნენ ძალიან სწრაფი და მიზანდასახული მეომრები. რომლებიც თავისუფლად ანადგურებენ იტალიაში ნებისმიერ ქალაქს (გუნდს) და ეწინააღმდეგება კიდეც იტალიის მთავარ სამეფოს (იუვენტუსი).

ყველას ეგონა, რომ მერტენსის და ინსინიეს ბატალიონები იოლად აიღებდნენ ესპანელებს. თავდაჯერება ძალას ჰმატება ჰამშიკის ბატალიონს. ცალკე მოქმედებდნენ აფრიკელი დაქირავებული მებრძოლები , მათ ბატალიონებს დიავარა და კულიბალი მეთაურობენ.
ნეაპოლის მებრძოლებს შორის, იმყოფებოდნენ ყოფილი ესპანელი მებრძოლეები, კალეხონი და ალბიოლი. ამ დიდ არმიას მართავდა ძალიან გამოცდილი გენერალი, ნეაპოლელი მაურიციო სარი.

ესპანეთის დედაქალაქში სიმშვიდე სუფევდა. დიდი ველის წინ (ბერნაბეუ) გორებზე წამოიჭიმა დიდი პალატკა, რომელიც ეკუთვნოდა მეფე ზინედინ ზიდანს. ფრანგს არაერთხელ უბრძოლია საშიში იტალიელების წინააღმდეგ და იცოდა , თუ რის მაქნისები იყვნენ. მაგრამ ის ძალიან კარგად იცნობდა თავისივე მებრძოლებს. სამეფო არმიამ გაშალა ბანაკი და ელოდობოდნენ მტრის შემოსევას.

და აი ჰორიზონტზე გამოჩდა დიდი მტვერი, ამდგარი ნეაპოლელების დიდი არმიის გამო.
სამეფო არმიამ დაქირავებული ჯარის ერთად , სამხრეთ ამერიკის , საფრანგეთის, გერმანიის და ხორვატიის ბატალიონების დახმარებით ამოკეტეს პოზიციები. ბეილის მეისრე ბატალიონის არ ყოფნამ ზეგავლენა არ მოახდინა თამაშზე.

და დაიწყო ბრძოლა. პირველი შეტაკება სამეფო არმიამ მოახდინა, მარჯვენა მხრიდან პორტუგალიელი გმირის რონალდუს დახმარებით. მასზე ბევრი ლეგენდა და სიმღერა არსებობს . ცხენით მისმა გარღვევამ ზონები გაუხსნა ფრანგ ბენზემას ბატალიონს. მაგრამ ნეაპოლელებს გაუმართლათ იმიტომ,რომ ესპანელების შეტევა არ იყო გააზრებული.

საპასუხოდ სარმა თავისი სწრაფი ცხენით და დიდი ბატალიონით გაემართა დასარტყმელად. სისწრაფემ ინსინიეს ბატალიონს დაეხმარა გაერღვია ბრაზილიელის და ფრანგის რიგები. მათ მძიმე დარტყმა მიაყენეს ესპანელების რიგებს.

მაგრამ ამან მეფე ზიდანის გვარდია ვერ გატეხა. ისინი იყვნენ მშვიდად და თავდაჯერებულად. მათ იცოდნენ ,რომ მსუბუქი კავალერია , არ არის ის იარაღი ,რითაც მათი დამარცხება შეიძლება. მეფე ზიდანის გვარდია უფრო და უფრო წინ მიიწევდა , არ უტოვებდა არანაირ ზონებს ნეაპოლელების მებრძოლებს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა პორტუგალიელი რონალდუს ბატალიონი. ისინი ყველანაირ ბრძოლის სტილში გამოირჩეოდნენ, ამიტომ ასე აფასებენ მათ და დღემდე რჩება სამეფო არმიის მთავარ ძალად.

პირველი მძიმე დარტყმა ფრანგი ბენზემას ბატალიონმა მიაყენა. ესპანელი კარვახალის ბატალიონის დახმარებით, რითაც მათ გაანადგურეს ალბიოლის ბატალიონი. სამეფო გვარდია აგრძელებდა და აგრძელებდა ნეაპოლელების განადგურებას. გენერალ სარის არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, ჰამშიკის ბატალიონი გამოუსადეგარი აღმოჩდნა.
მდგომარეობის კარგად გაანალიზებით წინ წავიდა გერმანელი კროოსის ბატალიონი, რომელმაც მხარი აუბა რონალდუს ცხენოსან დანაყოფს, რითაც მათ მეორე მძიმე დარტყმა მიაყენეს. შემდეგ გამოყენეს იარაღი კაზემირო და ნეაპოლელები საბოლოოდ გაანადგურეს.

დარჩენილმა ნეაპოლელების მერძოლებმა თავს უკან დახევით უშველეს, ახლა მათ იტალიაში ესპანელების შემოსევას უნდა ელოდონ.


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?