გუშინ, ეროვნული ლიგის მატჩი, სადაც "ლოკომოტივი" "ტორპედოს" ხვდებოდა, შეწყდა.
ქუთაისელი ქომაგი ანგარიშით უკმაყოფილო იყო და მათ მოედანზე ასაფეთქებლები ისროლეს, რის გამოც მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა.
ამის შემდეგ, ქუთაისელები "ლოკომოტივის" ფანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
GOAL.GE-ს ფოტოგრაფმა გადაიღო კადრი, სადაც ჩანს, რომ "ტორპედოს" ფანები "ლოკომოტივის" ქომაგს ტრიბუნიდან აგდებენ.