Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

John Rigby & Co.,Gu Gunmakers, Ltd 


02d01b13aba7.jpg


ფირმა ,,ჯონ რიგბი" ცნობილია 1735 წლიდან. მაშინ ის ირლანდიის დედაქალაქში იყო განლაგებული. ფირმის დამფუძნებელი ჯეიმს რიგბი ცნობილი მეიარაღე იყო. ფირმის ისტორიის საწყის პერიოდზე ცნობები ძალიან ცოტაა შემორჩენილი, ცნობილია მხოლოდ, რომ 1801 წელს საწარმო დუბლინში სუფოლკის ქუჩაზე მდებარეობდა. ჯეიმსის შემდეგ ფირმას სათავეში მისი შვილები, უილიამი და ჯონი ედგნენ. ამ პერიოდში ფირმას ,,უილიამ და ჯონ რიგბი" ერქვა.
აღსანიშნავია, რომ ამ დინასტიაში თითქმის ყველა მემკვიდრეს უილიამი ან ჯონი ქვიოდათ. მათგან ყველაზე უფრო ცნობილი ჯონ იასონ რიგბი გახლდათ. ის 1867-1890 წლებში სამეფო საიარაღო ფაბრიკაში მუშაობდა ენფილდში(1887 წელს ფაბრიკის მმართველი იყო).
1866 წელს ფირმამ ლონდონის განყოფილება გახსნა სენტ-ჯეიმსის ქუჩაზე, სადაც მეოცე საუკუნის პირველ წლებამდე დაჰყო. 1890 წელს დუბლინის განყოფილება გაიყიდა ირლანდიურ საიარაღო საწარმოზე ,,ტრიულოკი და ჰარისი".

05de5a3b4993.jpg

1900 წელს სწორედ ლონდონურ მისამართზე დარეგისტრირდა ფირმის ახალი სახელი John Rigby & Co.,Gu Gunmakers, Ltd . რიგბის ფირმამ ამის შემდეგ რამდენიმე მისამართი შეიცვალა ლონდონში(ქუჩები: სეკვილი, კინგი, პელ მელი). 1987 წელს ფირმა გრეიტ საფეკის ქუჩაზე მდებარეობდა. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე ფირმა სხვა მეპატრონის მფლობელობაში გადავიდა.
ფირმას მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში 12 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები(ყველა სისტემისა და მოდელის ერთად), საშუალოდ 80-100 ერთეული წელიწადში, მხოლოდ 1860-იან წლებში კი 200 ერთეული წლის განმავლობაში. მეოცე საუკუნეში დამზადებულია 2000 ერთეული შტუცერი და კარაბინი. წარმოებამ მკვეთრად იკლო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ. 1930 წლიდან გამოშვებულია დაახლოებით 500 ეგზემპლიარი.

7613c37e106b.jpg

ჯონ იასონ რიგბის ეკუთვნის ბევრი პატენტი, რომლებიც ვაზნის დამზადებაში სპილენძის სპირალური ლენტის გამოყენებასთან, კარაბინის საკეტ სისტემასთან, რეგულირებად სამიზნესთან, სასხლეტის შემყენებელ მექანიზმთან, ლულათა შეერთების სისტემა ,,ბაიონეტ"-თან და დაცვის სისტემებთან არის დაკავშირებული. 

თოფების სამიზნე თამასას ამშვენებს საფირმო წარწერა მისამართითურთ. მაგალითად John Rigby & Co 72 st. james's Street. London. and Dublin. ხშირად სახელი John შემოკლებულია jno ან jn.
1880 წლებში ფირმა 12 და 16 ყალიბის გლუვლულიანებს უშვებდა ქვედა გასახსნელი ბერკეტით. ბერკეტი წინ გაწევით ხსნიდა თოფს. საკეტები გვერდით დაფებზე, ლულები დამასკური ან ჩამოსხმული ფოლადისაა სიგრძით 762მმ, 65მმ სიგრძის სავაზნით. ამ თოფებს ჩოკები შემდეგი შევიწროების ჰქონდათ: ცილინდრი, გაუმჯობესებული ცილინდრი, 1/4 ჩოკი ან 1/2 ჩოკი; წონა დაახლოებით 2,61კგ.

6276c0d9dd99.jpg

ფირმის თანამედროვე გლუვლულიანები წარმოადგენენ ყველაზე ხშირად 20 ყალიბის თოფებს ლულათა ჰორიზონტალური წყობით; ლულათა სიგრძე 711მმ, სავაზნე 70მმ, საკეტები გვერდით დაფებზე, ერთ სასხლეტზე, წონით 2,86კგ(ყალიბის შესაბამისად აქვთ შედარებით დიდი წონა, რადგან გათვლილია დიდ წნევებზე);


რიგბის შტუცერები ძალიან მაღალი ხარისხისაა არა მარტო ბალისტიკის კუთხით... ფირმა ხრახნილი სანადირო იარაღის თეორიაში სიახლის შემომტანად ითვლება_ ის თოფსა და ვაზნას ერთიან ასპექტში განიხილავს და თავის იარაღში იმ ვაზნების(ზომა-წონა) გამოყენებას აძლევს რეკომენდაციას, რომელიც კონკრეტული შემთხვევაში მისროლისას იქნა გამოცდილი. ფირმად ცალსახად უკავია ერთ-ერთი ლიდერის ადგილი მსხვილყალიბიანი ხრახნილი იარაღის დამზადებაში.

dcc7c56ffa02.jpg

1900 წელს ფირმა John Rigby & Co მაუზერის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და მას შემდეგ ყველა მჭიდიანი კარაბინი მაუზერ 98-ის საფუძველზე კეთდება.
კარაბინებისათვის ფირმამ საკუთარი ვაზნა შეიმუშავა მარკირებით Rigby. პირველი მათგანი იყო .275RigbyHV; მეორე .350Rigby mag. ყველაზე პოპულარული გახდა ვაზნა .416Rigby, რომელიც 1912 წელს იქნა წარმოებული.
1994 წელს ფირმამ .450Rigby mag ვაზნა გამოუშვა, რომელიც მსხვილი ნადირისათვისაა განკუთვნილი.
რიგბის ასორტიმენტში გარკვეული მნიშვნელოვანი წილი სანადირო აქსესუარებს ეთმობა: სახრახნისები, ზუმბები, ჯაგრისები და ა.შ. თითოეული მატგანი კონკრეტული თოფისათვის კეთდება 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13610081.jpg

 

13610055.jpg
13610060.jpg
13610062.jpg
13610064.jpg
13610066.jpg
13610069.jpg
13610071.jpg
13610075.jpg
13610077.jpg
13610079.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 183 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

ბაბუ ბოლო პოსტის სურათები არ ჩანს ?? 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Вот так? გასწორდა აბდულ?
13610055.jpg
13610060.jpg
13610062.jpg
13610064.jpg
13610066.jpg
13610069.jpg
13610071.jpg
13610075.jpg
13610077.jpg
13610079.jpg
13610081.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?