Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42908 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Dickson & MacNaughton




6ff2a9739617.gif



შოტლანდიელი მეიარაღეების რიგში ერთ-ერთი გამორჩეულია მამა-შვილი დიქსონები. ამ პლიადაში პირველი წამომადგენელი ჯონი იყო, რომელმაც თავისი კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო ედინბურგელ ოსტატთან ჯეიმს უოლესთან. ჯონ დიქსონმა თავისი ფირმა ოფიციალურად დააარსა 1820 წელს. თავისი დამღით ამ ფირმამ პირველი თოფი 1854 წელს გამოუშვა.
მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ედინბურგი ბრიტანეთის იარაღთწარმოების ცენტრი გახდა და დიდი იყო კონკურენციაც. ამ ეტაპზე ფირმა ჯოზეფ ბრაზიეს, პერდეს და ვესტლი რიჩარდსისაგან ნაყიდი პატენტებით მუშაობდა.
1875 წელს ბედისწერამ დიქსონი განსაკუთრებულ კლიენტთან დააკავშირა, ეს იყო ჩარლზ გორდონი, შოტლანდიელი ჰერცოგი(გორდონის ჯიშის სეტერები ხომ გახსოვთ?!), რომელმაც 1875-1906 წლებში ფირმას შეუკვეთა 300 თოფი. ამ თოფებში არც ერთი არ იყო ერთნაირი ნეკეთობა. ასეთი კლიენტი რომ შეენარჩუნებინათ მამა-შვილი დიქსონები იძულებულნი იყვნენ მუდმივ ძიებაში ყოფილიყვნენ.

786fbbbaf5c7.jpg


1880 წელს შვილმა-დიქსონმა შექმნა ახალი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი Round Action, რომელიც დააპატენტა 1882 წელს. ხუთი წლის შემდეგ მანვე დააპატენტა ეჟექტორული მექანიზმი, რომელიც იძაბება თოფის დაკეტვისას. ამით დაიწყო გლუვლულიანი თოფის ახალი ერა. გამოგონება განუმეორებელია საიმედოობით, ბრწყინვალებითა და რესურსით.
ეს სისტემა მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა, რამაც ფირმის ელიტაში გადასვლა გამოიწვია. სისტემამ საუკუნით გაუსწრო დროს.
სასხლეტ-დამცემი მექანიზმი Round Action მოთავსებულია კალაპოტის კოლოფში(Round Body), რომელიც თავის მხრივ ჩასმულია მრგვალი ფორმის კონდახის ყელში. ასეთი სინატიფის შექმნა მხოლოდ უმაღლესი კლასის ოსტატს შეეძლო.

95523aa27885.jpg
სურათზე: ზემოთ Round Body ქვემოთ Round Action



საზოგადოდ მექანიზმი სწრაფი მოქმედებით, სიმყარით, საიმედოობით, სასხლეტების დაშვების რეგულირებითა და დაშლა-აწყობის სიმარტივით ფასდება. ყველა ამ მაჩვენებლით Round Action სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ეს სისტემა განსაკუთრებით მისადაგებული აღმოჩნდა დიდი ყალიბის მსუბუქი თოფებისათვის.
მეოცე საუკუნის დასაწყისში დიქსონის თოფები(70სმ სიგრძის ლულებით) იწონიდა 2,7 კგ-ს, ხოლო ახლა მათი წონა 2,5 კგ-ს არ აღემატება(უფრო მყარი მასალის ხარჯზე).
მეოცე საუკუნის ბოლოს მოწინავე ტექნოლოგიებით შეიარაღებულმა ოსტატებმა გადაწყვიტეს გაეუმჯობესებინათ ეს სისტემა, თუმცა მექანიზმის მრავალმხრივმა შესწავლამ დაადგინა, რომ ნებისმიერი გადახვევა ან გადახრა იმდროინდელი სქემა-ნახაზებიდან ვერ აუმჯობესებს სისტემას.
დიქსონებს ეკუთვნით სამლულიანი შედევრი(დაპატენტებულია 1882 წელს), რომელიც ასევე Round Body-ის კალაპოტსა და Round Action-ის სისტემაზეა დაფუძნებული.

c69a425186ac.jpg

სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ სამთავე ლულა ერთ სიბრტყეშია განლაგებული. თოფს წონა სამლულიანის პირობაზე ძალიან მსუბუქი აქვს და შეადგენს მხოლოდ 3,2 კგ-ს. ლულა დამასკური ფოლადისაა. გააჩნია ბრწყინვალე ბალანსი და განკუთვნილია ფრინველზე სანადიროდ. წინა ორი სასხლეტი განლაგებულია სახსარზე, რაც საშუალებას იძლევა სასხლეტი კავი გაიწიოს წინ შუა ან უკანა სასხლეტზე თითის განლაგებისას(უმაღლესი კლასის უსაფრთხოება!!!) ასეთი თოფი დამზადებულია მხოლოდ 11 ცალი. ყველა მათგანი 16 ყალიბისაა. ჩოკური შევიწროება: მარჯვენა_ცილინდრი, შუა_ნახევარჩოკი, მარცხენა_სრული ჩოკი.


0848cf98fcdd.jpg

დიქსონების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ფირმას 1923 წლამდე ხელმძღვანელობდა. საგვარეულო საწარმოდ ფირმამ იარსება 1936 წლამდე, ხოლო შემდეგ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. John Dickson & Son Ltd-მ შემოიერთა რამდენიმე ფირმა, მათ შორის ჯეიმს მაკ-ნოტონი (James MacNaughton), რომელიც Round Action-ის სისტემის საკეტების მწარმოებელია. 1999 წელს მაკ-ნოტონის შთამომავლებმა აქციების პაკეტი შეიძინეს და საწარმო Dickson & MacNaughton გახდა. ის წარმოადგენს წამყვან საწარმოს შოტლანდიაში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 873 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

:goood:

 

კარგია, ჩარლზ გორდონსაც ბრავო, მისი წილიც უდავოდ დიდი ყოფილა. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?