გილოცავთ გამარჯვებას!
ლეგიონი ისევ გამარჯვებულია!
მოკლედ მცირე რეპორტს გავაკეთებ და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ამ ტურნირის, და საერთოდ 2 აგვისტოს შთაბაჭდილებებზე.
დავიწყებ იმით რომ 31 ში გაგა ვნახე. რაჭაში ვიყავი და 2 ში ბიჭების შესახვედრად გადავწყვიტე რომ ლეჩხუმში გადავსულიყავი და მერე იქიდან ჩავსულიყავი ქუაისში , სადაც უკვე ჩვენ ბიჭებს შევუერთდებოდი. სადმელის თავზე ,რიცეულას ულამაზეს ხცეობაში იყო ჩვენი გაგა თავის ოჯახთან ერთად(ლუკა ინგლისში ყავს და აგვისტოს ბოლოს ელოდება). ნუ როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოსდით ხოლმე 20 წუთით შევურბინე და 5 საათის მერე ძლივს დავუსხლტი ხელიდან. რაც მთავარია გაგამ არაფერი იცოდა ტურნირის შესახებ და რომ გაიგო, რას ქვია ბიჭები დასავლეთში მოდიან და თქვენთან ერთად არ ვიყოო. ხო და გადაწყდა რომ 2 ში გაგაც შემოგვიერთდებოდა.(ცოტა მოგვიანებით).
ასე რომ დილის 8 საათზე ბესოს დათქმულ ადგილას შევხვდი, (ცოტა დამაგვიანდა ) ხო და დავიძარით ოზურგეთისაკენ . ნუ იმის აღწერას რ დავიწყებ , რა ლამაზია გურია და ა.შ. ვიტყვი რომ სიცხე იყო ჯოჯოხეთური .
..
.ნუ ოზურგეთი , შეკრების ადგილიდან თვითონ სასროლეთამდე უკვე სულ რაღაც 10-15 წუთის სავალი იყო და დანიშნულების ადგილამდეც მალე მივედით . სადაც უკვე გველოდნენ, კარავიც (საჩრდილობელიც გ)გაშლილი იყო საცეცხლე წერტილებიც და მცირდედი მისალმებების და მოკითხვების მერე (საქართველო პატარა ქვეყანაა და თითქმის ყველა მონადირე ერტმანეთს იცნობს), გადაწყდა რომ კენჭისყრაც დაეწყოთ ვინაიდა თუ არ მეშლება 35 ამდე მონაწილის გამოსვლას დროც დასჭირდებოდა .

.კენჭისყრაც ჩატარდა და მონაწილეებიც მოემზადნენ ასპარეზობაში ჩასართველად.
.
