(ვისაც წმინდა წერილისა გვჯერა) შეგახსენებთ, რომ წარღვნა იყო 6100 წლის წინ (ვისაც ქართული ქორონიკონისა გვჯერა).
N-4 ფოტოზე 37-38 საუკუნის ქართული ოქრომჭედლობისა და სინატიფის ნიმუში... თრიალეთის ოქროს თასი! ხელობიდან მასალამდე ყველაფერი ადგილობრივია.
N-5 ფოტოზე 55 საუკუნის ოქროს ლომი, წნორელია, სიღნაღელია, ქიზიყელია, კახელია, ქალდეველია, ქართველია (!) მისი დამამზადებელი.
N-6 ფოტოზე ...ხიდი კოლაში, ივერიაში, მტკვრის აუზის წყალზე, ამ ხიდის შემავსებელი-ალიზი 1700 წლისაა! შესაძლოა მასზე კოლაელი ყრმანი გადასულან... ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილის კვლევით "ცხრა ყმა კოლაელთა წამება" დაწერილია მე-3-4 საუკუნის მიჯნაზე (!), ანუ ყველაზე ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლია.
N-7 ფოტოზე ...ხიდი ალბათ 2000 წლისაა, ე.წ. სტრაბონისეული 120 ხიდთაგანია. სავარაუდოდ მისი თაღი მდინარის ზედაპირიდან 6-7 მეტრი იქნებოდა... ზუსტად ამდენით აიწია ჭოროხის დონემ დაგუბებისას. ხიდი მდინარე ჭოროხში, იგივე ფასისში, იგივე აკამფასისში, იგივე ფოასში, იგივე ხარფასოსში, იგივე ფიშონში შემავალ მდინარე გლასქურზე... აქ იყო ქალაქი აია... დღევანდელი ბორჩხა.
-
ჩვენი თაობა იმით არის გამორჩეული, ძლიერი და ბედნიერი, რომ ყოველივე ამას ვპოულობთ, ვარქმევთ შესაბამის სახელს, ვიკვლევთ, გვაქვს მრავალი საშუალება... და აღარავის მივცემთ უფლებას რამე დაგვიმალონ, რამე გაგვიყალბონ!
მალე ახალი საოცრებებიც.









ზევით ასვლა
