Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 399 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

Rhodesian Ridgeback

rrandlion.jpg

 

 

როდეზიული რიჯბეკის ჯიშმა ოფიციალური აღიარება მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოიპოვა, თუმცა მისი ფესვები უძველესი დროიდან აფრიკული მონადირე ძაღლებიდან მოდის, რომელთაც შეეძლოთ ენადირათ დიდ ნადირზე. ამ ძაღლებს ჰქონდათ ძალიან ლოიალური ტემპერამენტი და იყვნენ ძალიან კარგი კომპანიონები აფრიკული ტომებისთვის, რომელთაც უწევდათ ხშირი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე და ყოველ ნაბიჯზე უამრავ საფრთხეს ხვდებოდნენ. საუბარია გოტენტოტების ტომებზე რომელთა ფუძეც ეგვიპტის სამეფოს სამხრეთ საზღვრებიდან მოდის (ეთიოპია ან სამხრეთ სუდანი). პირველი კვალი დამადასტურებელი გოტენტატების ძაღლების არსებობისა არის კლდეზე ნაკვეთი სურათები რომლებიც აღმოჩენილია ზიმბაბვესთან ახლოს. 

 

62sre.jpg

ეს ძაღლები აღწერა ისტორიკოსმა დჯ. მაკკოულჰილმა როგორც საშინელი არსებები ტურას მსგავსი სხეულით და ზურგზე ბეწვით რომელიც საპირისპირო მიმართულებით იზრდება, თუმცა ამასთან ერთად ადამიანისთვის უზომოდ ერთგულები. 

9zj77.jpg

 

აღწერილ ცხოველს არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე, ულამაზეს რიჯბეკთან გარდა ერთისა: ეს არის „რიჯი“-ზურგზე საწინააღმდეგო მიმართულებით განლაგებული ბეწვი, განმასხვავებელი ნიშანი რიჯბეკისა რომელიც შემოინახა დღემდე. 1651 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიწყო ჰოლანდიური დასახლების მშენებლობა, მას ხელმძღვანელობდა იან ვან რიბეკი. ჩასახლებულები თავისუფალ დროს ნადირობაში ატარებდნენ და ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ გოტენტატების ძაღლების ხარისხი ევროპული ძაღლების სპორტულ ჯიშებთან შეჯვარების საშუალებით, რომლის თვითმხილველი და მონაწილეც იყო იან ვან რიბეკი. შემდეგიგადამწყვეტი ნაბიჯი ჯიშის გამოყვანის საქმეში იყო მე-19 საუკუნის 7ა-იანი წლები, ამკონტექსტში უნდა ვახსენოთ მეორე ასევე უძველესი აფრიკული ჯიში ოფიციალურად აღწერილი მხოლოდ 1983 წელს სახელად ბურბული. მისი წარსული ძალიან ჰგავს როდეზიული რიჯბეკის ისტორიას, თუმცა ის ჩვენამდე მოვიდა ბევრად უფრო მასიური, მსხვილი ძვლებით, სხვადასხვა შეფერილობით, რიჯის გარეშე. იგი უფრო მცველი და კომპანიონი იყო ვიდრე მონადირე ძაღლი. 1998 წელს ასევე გამოიყო და დარეგისტრირდა კიდევ ერთი ჯიში - აფრიკული ძაღლი. მისი ისტორიაც ძალიან ჰგავს ბურბულის და რიჯბეკისას. რატომ აღიარეს ოფიციალურად მხოლოდ როდეზიული რიჯბეკი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში? რატომ გახდა მაინცდამაინც ის პირველი ოფიციალურად აღიარებული ჯიში აფრიკის კონტინენტზე? პასუხი ძალიან მარტივია: ამ ტიპის ძაღლი წარმოიშვა საჭირო ადგილზე, საჭირო დროს, გარშემორტყმული იმ ადამიანებით რომლებმაც თავიანთი თავი მიუძღვნეს ამ ჯიშის მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ განვითარებას და დახვეწას. ხშირად ლიტერატურაში როდეზიული რიჯბეკი ნახსენებია როგორც სამხრეთ აფრიკული ჯიში, რომელიც გამოიყვანეს ბოერებმა „ბოერ-ჰაუნდებისგან“, თუმცა ეს აღწერა უფრო მეტად ბურბულებს შეეფერებათ და არანაირად არ მიესადაგება როდეზიულ რიჯბეკს, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ როდეზიის სხვადასხვა ძაღლების შეჯვარებით. როდეზიული რიჯბეკი მრავლდებოდა სამხრეთ როდეზიაში, რომელიც ისევე როგორც ჩრდილოეთ როდეზია იყო აბსოლიტურად დამოუკიდებელი ქვეყანა სამხრეთ აფრიკისგან.


როდეზიული რიჯბეკის კლუბის წარმოშობა

დღესდღეობით ცნობილია იმ პირთა სახელები ვინც შეიტანა წვლილი რიჯიანი ძაღლის ჯიშად გადაქცევაში, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც როდეზიულ რიჯბეკს. ისინი იყვნენ სამნი: ჩარლზ ჰელმი, კორნელიუს ვან როიანი და ფრენსის ბარნსი. ჩარლზ ჰელმსმა მოიყვანა ორი ძაღლი თავის მისიაში მატაბელლენდში, ხოლო ადგილობრივმა მონადირემ კორნელიუს ვან როინმა შეაჯვარა ისინი თავის ძაღლებთან და მიიღო ახალი ჯიში - მონადირე ლომებთან. ფერმერმა ფრენსის ბარნსმა შესთავაზა ამ ძაღლების მფლობელებს გაწევრიანებულიყვნენ კლუბში. დაუსრულებლად შეიძლება დავა იმაზე თუ რომელმა მათგანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჯიშის შექმნაში, თუმცა სიმართლე ერთია: სამივე მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტან ამაში.

ჩარლსზ ჰელმის მისია იმედის შადრევანი დაარსდა 1869 წელს იქ საცხოვრებლად გადავიდნენ ჰელმსის მეუღლე, ქალიშვილი და ორი ძაღლი- პუდრა და ლორნა, ისინი გრეიჰაუნდებს ჰგავდნენ თუმცა ზურგზე რიჯებით. მისია გახდა დასვენების ადგილი იქვე გამვლელი მონადირეებისთვის, მოგზაურებისთვის, ახალმოსახლეებისთვის. ოჯახის მეგობრები გახდნენ მატაბელიის მეფე ლობენგულა, ცნობილი ლომებზე მონადირე კორნელიუს ვან როიანი და სესილ ჯონ როდესი. ჰელმი მეგობრობდა ვან როიანთან და ხშირად მას თავის ძაღლებსაც უტოვებდა როდესაც მიდიოდა ყოველწლიურ მოგზაურობაში სამხრეთით რომელიც თვეობით გრძელდებოდა. სწორედ ეს ძაღლები: პუდრა და ლორნა შეჯვარებულები ვან როიანის მონადირე ძაღლებთან გახდნენ როდეზიული რიჯბეკის წინაპრები. 

კორნელიუს ვან როიანი 


mmoap.jpg

ვან როიანი დაიბადა 1860 წელს და 14 წლის ასაკში გაემგზავრა მატებელლენდში (როდეზიაში) თავის მამასთან ერთად მონადირეთა ექსპედიციის ჯგუფში. განსხვავებით ბევრი ბოერისგან ვან როიანი რჩებოდა ინგლისურად კარგად მოსაუბრე ნამდვილ ინტელიგენტად. მას ყველა პატივს სცემდა, მასთან ერთად ნადირობდნენ ვესტმინსტერის ჰერცოგი და ლორდი რენდოლფ ჩერჩილი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ვან როინმა 59 ლომი მოკლა და ყოველ ნადირობაზე მას თან ახლდნენ ძაღლები. როგორც ზემოთ ვახსენეთ ორი ძუ პუდრა და ლორნა შეჯვარდნენ ვან როიანის მონადირე ძაღლებთან: გრეიჰაუნდები, ირლანდიური ტერიერები, ინგლისური პოინტერები, ბულდოგები. საუკეთესო ლეკვებს ვან როიანი თვითონ იტოვებდა. განსაკუთრებით თავი აჩვენეს რიჯიანმა ლეკვებმა, ისინი შესამჩნევად ჯობნიდნენ თავიანთ თანატოლებს ლომებზე ნადირობისას, იყვნენ თამამები, უშიშრები და გამოირჩეოდნენ გასაოცარი ამტანობით. ვან როიანს ნაკლებად აინტერესებდა ძაღლების ზურგზე რიჯი, მისთვის მთავარი მათი ნადირობის ხარისიხი იყო, თუმცა სწორედ ამ რიჯიანი ძაღლებისგან ჩამოაყალიბა მან ეგრეთწოდებული „ვან როიანის ლომთა ძაღლები“ რომლებიც ძალიან ფასობდნენ ამ რეგიონში. თვითმხილველების თქმით ეს ძაღლები იყვნენ ძალიან მკვრივები თიმცა არა მძიმეწონიანები, გამოირჩეოდნენ ყურადღებიანი მზერით, მათი ექსტერიერიდან გამომდინარე შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა რომ ისინი ანვითარებდნენ ძალიან დიდ სისწრაფეს. ბევრ მათგანს ჰქონდა წითელ-მოყავისფრო ბეწვი გულზე თეთრი ლაქებით. ძაღლებს შეეძლოთ ეპოვათ ლომი, ალყაში მოექციათ ის და მოეგერიებინათ ლომების შეტაკება შორიდან მონადირის მოსვლამდე. 

ფრენსის ბარნსი 

ev89y.jpg

ფრენსის ბარნსი და ფერმა ისკდეილი

ფრენსის ბარნსი ჩავიდა სალსბერიში 1897 წელს, სადაც გახდა ფოსტის ყველაზე მსხბილი განყოფილების უფროსი. როდეზიაში გადასვლამდე ის აქტიურად ეწეოდა ინგლისური პოინტერების მოშენებას. 1902 წელს ის დაქორწინდა და თავის ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა როდეზიაში ფერმა ისკდეილში სადაც ცხოვრობდა ცხოვრების ბოლომდე. თავისი პირველი რიჯიანი ძაღლი - ისკდეილ დინგო ბარნსმა იყიდა გრეჰემა სტეისისგან, თვითონ სტეისმა კი თავისი პირველი ძაღლი ვან როიანისგან შეიძინა. 1924 წელს ბარნსმა შეიძინა ისკდეილ კონი, ხოლო 1923 წელს ისკდეილ ჯუდი. სწორედ ეს სამი ძაღლი დარეგისტრირდა როგორც პირველი რიჯბეკები ისკდეილისა. სწორედ ამ ფერმში ჩამოყალიბდა პირველი ბირთვი როდეზიული რიჯბეკებისა და ბევრი თანამედროვე რიჯვეკის წინაპრების ფუძეც სწორედ ისკდეილიდან მოდის. ფრენსის ბარნსის დამსახურებით ჯიშმა როდეზიულმა რიჯბეკმა ყველაზე საუკეთესო აიღო რიჯიანი მონადირე ძაღლებისგან. სწორედ ამ ადამიანმა დაარეგისტრირა ჯიში როდეზიული რიჯბეკი და მიაღწია მის აღიარებას სამხრეთ-აფრიკული კინოლოგიური კლუბის მიერ.

 

სიმაღლე: ხვადი-63-69 სმ. ძუ-61-66სმ.
წონა: ხვადი-36,5 კგ. ძუ-32 კგ.
ფერი- ღია ჩალისფერიდან მუქ ყავისფრამდე, ასევე მოწითალო-ჟღალი
ბეწვი- მოკლებეწვიანი, მჭიდროდ დალაგებული
ღირსებები- კარგად ექვემდებარება წრთვნას, ბავშვები უყვარს, არაჩვეულებრივი მონადირე, მცველი და კომპანიონი.
სირთულეები: სჭირდება სერიოზული მიდგომა მის აღზრდას.
როდეზიული რიჯბეკი ერთადერთი ჯიშია სამხრეთ აფრიკული ჯიშებიდან რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ასოციაციის მიერ.

 

 

4dr66.jpg3o66h.jpg

 

Rhodesian-Ridgeback-Puppies-Playing-2.jp

9xd3f.jpg


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 399 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

c.jpgmary_claire_crow_huck2012012901895fb.jpg


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაუ ძამიკო, მეძებრებში არანაირადარ უნდა იყოს. ამისი ადგილი უფრო მდევრებშია....Родезийский риджбек или, как его ещё называют, африканская львиная гончая – это единственная порода собак из Южной Африки, получившая признание FCI.
89401182_5383911953_51b1e36f6b_b.jpg

 

У породы есть отличительная особенность – у этих собак на спине расположен фрагмент кожи, шерсть на поверхности которого растёт в обратном направлении. Этот участок называется «ридж», он начинается за лопатками и, понемногу сужаясь, заканчивается в области поясницы.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

89401229_efa10e65e54332f382b922ead3eff2f
Изначально с собаками данной породы африканцы охотились на крупного зверя, в том числе и на льва (отсюда и второе название породы). Сегодня риджбека всё чаще можно встретить в качестве домашнего любимца.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 714 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
getanxmebi babuliko mdevrebis temashia gadasatani.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?