Jump to content


ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
ეს ჩემი ამბავი ამ თემაში ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს....
დავაკოპირებ ჩემი ფ.ბ. გვერდიდან...


"მოგესალმები ენგურს მიღმა მყოფო, ჩემო კოლეგა. მე გახლავართ აფხაზეთში მდევარე ერთერთი საავადმყოფოს ექიმი (სახელი გვარი). ეს კი (xxx.xxx.xxx) ჩემი ნომერია. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ვიცი რომ ამ წერილს გადმოგცემენ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ დამირეკოთ ამ (სახელი გვარი) პაციენტთან დაკავშირებით...
პ.ს. ჩვენ თქვენ გვენატრებით და ვიცით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ ამ ხიდს უპრობლემოდ გადავლახავთ და ეს მოგლეჯილი წლები, მხოლოდ ისტორიას შემორჩება..."

ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი წერილი, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ფოტოს შეგნებულად არ ვდებ პირადი მონაცემებიდან გამომდინარე. ალბათ 20 წუთზე მეტი ვისაუბრეთ ტელეფონით, დავმეგობრდით და ამ მეგობრობას გავაგრძელებთ. მე დავპირდი რომ ამ წერილს მას პირადად დავუბრუნებ, ოღონდ ხიდს მიღმა.... მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე სულ მეფიქრება იმაზე, თუ რას გრძნობდა როდესაც ამ წერილს წერდა, წერილს აშკარად წვეთების კვალი ეტყობოდა...
სამწუხაროა, რომ იგივე კვალი აქ აკრეფილ ტექსტს არ დაეტყობა....

#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით! დოკი გაიხარე!!!

#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
xxx

ჩამსწორებელი დოკი, 05 April 2023 - 08:23 AM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?