MAUSER C-96
113 წლის წინ,1897 წელს გერმანიაში დაიწყო პისტოლეტის წარმოება,რომელიც გახდა რევოლუციის,განმანთავისუფლებელი მოძრაობების და .....ბანდიტიზმის სიმბოლო.ის ყველა დასახლებულ კონტინეტზე იყო პოპულარული ავსტრალიის გარდა.მას აწარმოებდა გერმანული იარაღის ფირმა Gebruder Mauser und Co (ძმები მაუზერები და კომპანია).1872 წელს დაფუძნებული ფირმის სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მჭიდიანი შაშხანები.ალბათ ამიტომაც კ-96-ში არის შაშხანისთვის დამახასიათებელი ნიშნები.მაგ.მჭიდი მდებარეობს სასხლეტის დამცველის წინ,როგორც შაშხანები იტენება აბოიმით,სამიზნე მოწყობილობები გათვლილია გრძელ დისტანციებზე,მოყვება კონდახი.
პისტოლეტის პროტოტიპი დამზადდა 1893 წელს ძმები მაუზერების (ვილგელმი და პაული) საიარაღო ქარხანაში.კ-96-ს მამებად ითვლებიან ფიდელ ფედერლე (კომპანიის მართველი),მისი ორი ძმა,უფროსი ხელოსანი გაიზერი და რა თქმა უნდა პაულ მაუზერი.1895 წლის სექტემბერში პისტოლეტი პაულ მაუზერის სახელზე დაპატენტდა გერმანიაში (რეიხსპატენტი N90430),ხოლო 1896 წელს ბრიტანეთში.ამის შემდეგ ობენდორფის ქარხანაში დაიწყო მისი სერული წარმოება.1896 წელს,შტუდგარტში, პისტოლეტი წარმოუდგინეს იარაღის კომისიას და თავდაცვის მინისტრს.
არსებობდა მაუზერ კ-96-ს რამდენიმე ვარიანტი.მაგალითად,1905 წლის მოდელს ქონდა 98მმ-ანი ლულა და 6 ვაზნიანი მუდმივი მჭიდი.1899წ. ეს ვარიანტი შეისყიდა იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა,აგრეთვე თურქეთის სულთანის პირადმა დაცვამ.1899 წლამდე იგი გამოდიოდა როგორც ერთი ხელის იარაღი ანუ მას არ ქონდა ტარზე ღარი კონდახ-კაბურის დასამაგრებლად.ასევე გამოშვებული იქნა 1000ც-ანი პარტია პისტოლეტ-მონსტრებისა,რომლებსაც ქონდათ მუდმივი კონდახი და ძალიან გრძელი ლულა.მაუზერს პლიუსების გარდა (10 000-ანი რესურსი,კარგი სიზუსტე,კარგი ჯგუფი და მაღალი სწრაფსროლა) ქონდა უარყოფითი მხარეებიც.დიდი ზომების,მძიმე წონის,სიარულის და ცხენზე ჯდომისას დასატენად მოუხერხებლობის გამო თავიდან იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არ მიიღეს.ამავე დროს,მაგალითად რუსეთში,ოფიცრებს უფლება ქონდათ ტაბელურ რევოლვერთან დამატებით შეეძინათ კ-96.თუმცა 1913 წელს მაუზერები მაინც მიიღეს რუსეთის სამხედრო ავიატორების შეიარაღებაში,ხოლო 1915-16 წლებში სპეციალური ნაწილების (საავიაციო,სამანქანო და სხვა) შეიარაღებაში.1908 წელს კ-96-თ შეაიარაღეს გერმანელი ცხენოსანი ეგერები.ამ დროისთვის უკვე გამოშვებული იყო 70 000 პისტოლეტი.მაგრამ მხოლოდ 1916 წლისთვის,არა კლასიკურს არამედ მაუზერს 9მმ "პარაბელუმ" ვაზნაზე,იღებენ მასიურად სხვადასხვა ჯარებში.პირველი მსოფლიო ომის ბოლოსთვის ჯარებს დაურიგდათ 138 000 ცალი ასეთი იარაღი,ტარზე წითელი ცხრიანით.უნდა აღინიშნოს რომ 9მმ-ანი პისტოლეტები 1907-08 წლებშიც გამოდიოდა პატარ-პატარა პარტიებით.კ-06/08 ვაზნაზე 9მმ "მაუზერ ექსპორტი" ორიგინალისგან განსხვავდებოდა სხვა ფორმის ტარით,დსმ-თ და მოხსნადი მჭიდით.
მიუხედავად იმისა,რომ მაუზერ კ-96 ვერ გავრცელდა სხვადასხვა არმიებში ისე როგორც ბრაუნინგები და პარაბელუმები,იგი მაინც დიდი რაოდენობებით იყიდებოდა უამრავ ქვეყანაში და XX საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საომარ მდგომარეობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.ალბათ მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში კონტრაბადული იარაღის ბაზრის გამო მოხდა.მაუზერით იარაღდებოდნენ ლათინური ამერიკის და შუა აზიის სხვადასხვა ფორმირებები,რევოლუციური ორგანიზაციების ბოევიკებ და ა.შ. ჩემთვის ცნობილია რომ საუკუნის დასაწყისში,ფოთში გემი შემოვიდა მაუზერებით დატვირთული,რომელიც განკუთვნილი იყო გურული ფირალებისთვის.
სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძინა 30 000ც. 1920 წლის მოდელი,რომელიც შეიარაღებაში დარჩა 30-ების დასაწყისამდე.მას ქონდა მოკლე ტარი და 98მმ-ანი ლულა.ეს პისტოლეტები,რომლებსაც ეწოდება "ბოლო-მაუზერი" (სიტყვა ბოლშევიკიდან),გახდა ნკვდ-ს თანამშრომლების განუშორებელი ატრიბუტი ტყავის ლაბადასთან ერთად.
მეორე მსოფლიო ომის დროისთვის გაჩდნენ მაუზერ კ-96-ს ახალი მოდელები M-711 და M-712 (ჩემი ოცნების იარაღი) 10,20 და 40-ანი მოხსნადი მჭიდებით.M-712 ქონდა ავტომატურად სროლის რეჟიმი 850გასრ/წუთში.
M-711
მაუზერ კ-96 ასევე აწარმოებდნენ ჩინელები და ესპანელები სადღაც 60-ანების შუამდე.იძახიან საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყო.


მოდელი კ-96 კ-96 კ-96 კ-06/08 კ-96 კ-96 M-712
1896 1902 1908 1908 1912 1920 1932
იარაღის სიგრძე მმ 296 260 290 260 296 250 288
ლულის მმ 140 100 140 110 140 98 131.5
წონა კგ 1.11 1.08 1.18 - 1.18 1.035 1.3
ტყვიის საწ.სიჩ მ/წ 426 400 430 320 430 400 425
ვაზნა 7.63 "მაუზერი" (7.63X25)
სიგრძე მმ
ვაზნა 34.8
ჰილზა 25.15
ტყვია 13.8
წონა გრ.
ვაზნა 10.2-11
ტყვია 5.51
დენთი 0.48- 0.52
ჩამსწორებელი babu, 24 December 2021 - 01:06 PM.