ალაზანი
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება.
ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით