სამფეროვანი მეღამია–Myotis emarginatus
[attachment=1653:samferovani_megamia_Myotis-emarginatus_monadirecom.jpg]
ეს ღამურა ცხელი ქვეყნების ფორმაა. საქართველოში პირველად აღმოჩენილია 1938 წ. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში (ალ.პაპავა) ცხოვრობს აგრეთვე გვირაბებში. მცხეთაში ისინი მოფრინავენ შუა მაისიდან, როცა ბუნება საკმაოდ თბება; ამ დროს ისინი სხვა ღამურებთან არიან ჩვეულებრივად. მცხეთაში ისინი ყველა დანარჩენ სახეობას სჭარბობენ რიცხვით. კოლონიაში მდედრებთან მამრები ვერ მოინახა, ახალგაზრდები ივლისის დაწყებისას იბადებიან. სხვა ღამურებთან შედარებით ისინი მეტად მშვიდი და წყნარი არიან.
ადრე გამოდიან სანადიროდ. ხშირად ფრენის დროს მიწას 1/2 მეტრამდე უახლოვდებიან. დილით(ივლიში)გათენებამდე ფრენენ და შემდეგ იმალებიან. ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1939 წ. მცხეთიდან ისინი გაფრინდნენ სექტემბრის მეორე ნახევარში. საქართველოში არ ზამთრობენ.
გავრცელება: ყოფილ საბჭოთა კავშირში, აზიაში, ამიერკავკასიასა და ყირიმში.




ზევით ასვლა



