ულვაშა მეღამია – Myotis mystacinus
[attachment=1652:ulvasha_megamia_Myotis-emarginatus_monadirecom.jpg]
გვხვდება ყოველნაირ სადგომში: ქვისა და ხის სახურავების ქვეშ, სარდაფებში, გვირაბებში, ხეების ფუღუროებში, დაწყობილ შეშაში, ხევებთან მდებარე ხვრელებში და კლდის ნაპრალებში. ხშირად გვხვდება თითო-ოროლა, რამდენიმე არა უმეტეს 10-15 ცალისა. ნახულია ზაფხულში მცირე ცხვირნალასთან ერთად ქვის შენობებში (ანანური). როგორც ჩანს, ზამთარში საქართველოშივე იძინებს. შობს ორ შვილს.
საბჭოთა კავშირში გავრცელების არეალი მოიცავდა - ჩრდილოეთი საზღვარი აღმოსავლეთი ევროპიდან მოყოლებული დასავლეთი ციმბირის ჩათვლით ჩრ. სიგანედის 62-63 გრადუს აღწევს. უფრო აღმოსავლეთით იგი 69 გრადუსის ქვემოთ გადის.
სამხრეთ საზღვარი გაივლის საქართველოში, თბილისის, ლაგოდეხის, ანანურის და ზუგდიდის ჩათვლით




ზევით ასვლა

