Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაპარჭინის პოპულაციის აღდგენა საქართველოში

ძვირფასო მეგობრებო, თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ უკვე მეორე წელია ფიდერის ფედერაციას განცხადებული აქვს, რომ აუცილებლად საქართველოში უნდა აღვადგინოთ კაპარჭინას (ე.წ. “ლეშას”) პოპულაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს თევზი ფიდერით სპორტული თევზჭერის მთავარი ობიქეტია მთელს მსოფლიოში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა მცდელობები, რომ რამენაირად მოგვეპოვებინა ამ თევზის ზრდასრული ეგზემპლარები ხელოვნური გამრავლებისთვის, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

ამ წლის 15 მარტს, იმ ხალხმა, ვინც კაპარჭინას დაჭერსა და სპეციალურად მისთვის მომზადებულ წყალსატევში გადაყვანას დაგვპირდა, შეგვატყობინა, რომ მოახერხეს ამ თევზის გარკვეული რაოდენობის მოპოვება და გადაიყვანეს მარაბდის წყალსაცავის ბასეინებში. როგორც გვითხრეს, დაჭერილია 50 ცალამდე მოზრდილი ეგზემპლარი (1 კგ–მდე წონის) და 300–მდე პატარა.

შემდეგ უქმეებზე ვესტუმრეთ მარაბდის ტბას, სადაც იხტიოლოგთან ერთად შევამოწმეთ ჩვენთვის დაჭერილი თევზი. დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად კაპარჭინაა icon_smile.gif ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ამ თევზის ლიფსიტის პირველი პარტია გადასახლდება ჩვენს წყალსაცავებში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არსებობს თურმე კაპარჭინის რამდენიმე ფორმა. ჩვენთან გვხვდება ე.წ. კასპიური ფორმა, რომელიც განხსხვავდება იმ კაპარჭინისაგან, რომელიც გავრცელებულია შავი ზღვის ბასეინის მდინარეებში (მაგალითად დნეპრში). კასპიური ფორმა ცოტა მომცრო ზომისაა, აქვს ღია ვერცხლისფერი, განსხვავებით შავის ზღვის ბასეინის კაპარჭინისაგან, რომელიც მუქი ფერისაა და უფრო ხორციანია. თუმცა, კასპიური კაპარჭინა მეტად ცხიმიანი ყოფილა და მეტად ფასობს გამოყვანილი სახით. ამჯერად გვყავს ქვირითობისათვის ვარგისი 40–50 ცალი 3 წლის ასაკის (პირველი ქვირითობაა მათი) ეგზემპლარი და რამდენიმე ათეული პატარა, ჯერ ქვირითობისათვის გამოუსადეგარი თევზი. ყველა მათგანი მაქსიმალურად შენარჩუნდება, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური გამრავლებისათვის მომდევნო წლებშიც. ამ თევზის მოპოვება მოხდა მდინარე ხრამის მიერ შექმნილ დაგუბებაში, სადაც ის შემთხვევით იყო ჩარჩენილი. მოკლედ ბედმა გაგვიღიმა icon_smile.gif იმედია, ჩვენს მიერ დაგეგმილი შამქორის ექსპედიციაც წარმატებით დასრულდება და კიდევ შევძლებთ სადედე და სამამრე კარგი ეგზემპლარების მოპოვებას.

med_gallery_4_40_411378.jpg

 

 

med_gallery_4_40_471403.jpg

 

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: კარგი საქმე წამოუწყიათ ხალხს , და წარმატებები ვუსურვოთ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?