Jump to content

სურათი

შოტლანდიური სეტერი( გორდონი)

შოტლანდიური სეტერი გორდონი მონადირე ძაღლი ნადირობა

ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
შოტლანდიური სეტერი (გორდონი)


gordonsetter7hr9.jpg

ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.


სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: ძლიერი, მუშა ძაღლია, აბსოლუტურად პროპორციული და ჰარმონიული აგებულების მქონე.

თავი და ქალა: თავი მასიური, მშრალი. ქალას ნაწილი - ოდნავ მომრგვალებული, ყურებს შორის ფართო. მკვეთრად გამოხატული გადასვლა შუბლიდან დრუნჩისკენ. ზედა ტუჩი მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ბიბილო მსხვილი და ფართო, გაშლილი შავი ნესტოებით.
თვალები – სწორად დაყენებული, ნორმალური სიდიდის, მუქიყავისფერი, მშრალი ქუთუთოებით. მზერა – ჭკვიანი და მშვიდობიანი. ყურები – დაკიდული, დაბლადასმული, საშუალო სიდიდის, წვრილი, მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – გრძელი, მშრალი, კანის ნაკეცების გარეშე.

ტანი – გრძელი და ღრმა გულ-მკერდი, საკმაოდ ამობურცული ნეკნებით. ზურგი - ძლიერი, სწორი. გავა – ფართო, დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.

წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ფართო, ბრტყელი, ირიბად დაყენებული. წინამხრები – გრძელი, ოვალური.

უკანა კიდურები: თეძოები და წვივები – გრძელი, დაკუნთული და ძლიერი. ხტუნვის სახსრები კარგად გამოხატული კუთხეებით, ერთმანეთის პარალელური. მუხლის სახსრები მომრგვალებული. კუდი – შედარებით მოკლე, სწორი, ოდნავ ხმლისებური ფორმის. ფუძეში მსხვილი და ბოლოსკენ დავიწროებული.

ბეწვი – თავზე, ფეხების წინა ნაწილზე და ყურის ბოლოებში – მოკლე და აბრეშუმისმაგვარი. თანის სხვა ნაწილებში საშუალო სიგრძის, აბსოლუტურად სწორი. ყურების ზედა ნაწილში ბეწვი გრძელი და რბილი. ფეხების უკანა მხარეს გრძელი და წვრილი.

შეფერილობა – ლაკისებრი შავი, პრიალა, წითელ-წითური ან წაბლისფერი თრთვილით (რუჯით), შავი წერტილები დასაშვებია თათებზე და ქვედა ყბის ქვეშ. თეთრი ნიშანი მკერდზე დასაშვებია, მაგრამ რაც ნაკლებია, მით უკეთესია.

ნაკლოვანებები: ზოგადი შთაბეჭდილება, უბრალოება. თავი წაწვეტებული ფორმის; მოკლე დრუნჩი; თავი – ძალიან პატარა, ან ძალიან მსხვილი; სწორი მხრები და სუსტი ან კუზიანი ზურგი. გაშლილი მკერდი ბრტყელი თათები. კუდი ძალიან გრძელი, არასწორი.

შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, სხვა დანარჩენი სეტერებისგან გამოირჩევა აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.
აღწერა. შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით. კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული. მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე. თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე, წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული, მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი, თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით. კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი. შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ.


a58ae083f6d3.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო ! ჩემი ნაცნობი ყიდის თავის 8 თვის გორდონს. ვინმეს თუ გაინტერესებთ გამაგებინეთ.და დაგაკავშირებთ. ძაღლი თბილისშია793689804.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძალიან ლამაზი ძაღლია ...და კარგადაც მუშაობს ..მაგრამ დიდი ბეწვის გამო ხშირი წმენდა სჭირდება 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოვლა უნდა ჩემო დევიიიი. კურცხარივით უპრეტენზიო ვერაა. ვარცხნა და თმის გამოხშირვა უნდა. ეს ბირკები თუ დროზე არ მოაცილე შეიძლება იღლიის ყვეშ კანში ბუდე გაიკეთოს და მერეა ცოდო თუა .

ჩემ ჯერის ჩარჩა 1 ცალი დაოპერაცია დასჭირდა. სურათიც მაქვს გადაღებული ....რამხელა ნახვრეტი დარჩა ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კი მაგრამ ჭყალში გემივით არის..ახლობელს ყავდა ბათუმში ..რიონში იხვი რომ იჯდა შევიდოდა და ამოავრენდა..უაზროდ მუშა ძაღლებია წყალში 

და მერე ვეღარ უვლიდა და მანქანამ გაიტანა.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

:0025:  ;)  :0023:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  •  
  • 9509156_1.jpg?v=1
  • 9509156_2.jpg?v=1
  • 9509156_3.jpg?v=1
  • 9509156_4.jpg?v=1
  • 9509156_5.jpg?v=1
  • 9509156_6.jpg?v=1
  • 9509156_7.jpg?v=1
  • 9509156_8.jpg?v=1
  • 9509156_9.jpg?v=1
  • 9509156_10.jpg?v=1
  • 9509156_11.jpg?v=1
  • 9509156_12.jpg?v=1

(+995) 593 996 138

რევაზ

ყველა განცხადება (1)

9509156

31/05/16 17:00

117

თბილისი

 

 

შოტლანდიური სეტერი (გორდონი) gordon setter

400 $

 
ასაკი: 3 კვირის შესაჯვარებლად: არა ძაღლების ჯიშები: შოტლანდიური სეტერი (გორდონი)

 

საუკეთესო ჯიშის შოტლანდიური სეტერის (გორდონის) ლეკვები, დაბადებული 13 მაისს, 7 ხვადი, 4 ძუ. მამა 4.5 წლის ZIK პოლონური ძაღლსაშენიდან, მაღალი ყნოსვით და ძლიერი ექსტერიერით. დედა 3 წლის Sandra დნეპროპეტროვსკის Gordon Sett style ძაღლსაშენიდან, საველე და ექსტერიერში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების შვილი.
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ აქ რატო დადეთ ?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოტლანდიური რო იყო , გორდონის თემაში დავდე . რა ვიცი არ უნდა დამედო? :D 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მანდ გაყიდვი რეკლამა უფროა და იმიტომ ვიკითხე 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შამეშალა. ვინავატ :D 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

მაგრად მომცონს გორდონი :) ლამაზი ძაღლია !!!



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ოოო მაგარი დასტოინი და დინჯი ძაღლია, მაგრად მომწონს  :good:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ლამაზი კია ფაქტია



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dimitri88

dimitri88

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:ozurgeti
  • წარმოშობა:saqartvelo

გორდონი მყავს 2-ი თვის წონა 5-ი კგ -ია ნორმალური წონაა თუ იცით







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?