Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ტაფელა
Rhodeus cericeus amarus

 

 

კობრისებრთა ოჯახის კიდევ ერთი პატარა და საინტერესო წარმომადგენელი. ტაფელას მაღალი, გვერდებში ვიწრო და საკმაოდ დიდ ქერცლიანი სხეული აქვს. ბინადრობს ტაფელა მდგარ ან სუსტ დინებიან წყალსატევებში (დასავლეთ საქართველოში დადასტურებით).
მისი კვების რაციონი ძირითადად შედგება ძაფისებრი წყალმცენარეებისგან, რის გამოც მის ხორც არასასიამოვნო გემო აქვს.

ტაფელას შეფერილობა წელიწადის დროის მიხედვით ცვალებადია. ჩვეულებრივ მამრი და მდემრი ეკზემპლიარები შეფერილობით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. მათ ზურგი მომწვანო, გვერდები და მუცლი ვერცხლისფერი აქვთ, კუდის მხარეს მომწვანო ან შავი ზოლი დაერთვით. თვალები მკრთალი ყვითელი, წითელი ლაქით. 
ქვირითობის წინ მამრის შეფერილობა მკვეთრად იცვლება. ზურგი და გვერდები მუქი იასამნიფერი ხდება სადაფის პრიალით, გვერდითი ხაზი ღაჟღაჟა მწვანე, მუცელი და ფარფლები კი ვარდისფერად იღებება. ამავე დროს თავი თეთრი გამონაყარით იმკობა.

 

1a24097b3aa0.jpg

შეიძლება ითქვას, რომ ტაფელა ქვირითობის ორიგინალურობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თევზია. მდედრებს ქვირითობის მომენტისთვის ეზრდებათ საკმაოდ გრძელი საქვირითე მილი, რომლის საშუალებითაც მას ცოცხალი მოლუსკის სალაყუჩე ხვრელში ქვირითი შეყავს და მამრიც იქვე განაყოფიერებს მას. გრძელდება ეს პროცესი მცირედი პაუზებით მაისიდან აგვისტომდე, რის შემდეგადაც მდემრებს საქვირითე მილი უქრებათ. თუ რატომ რთავს მოლუსკი ნებას ტაფელას შეიყვანოს საქვირითე მილი თავის სალაყუჩე ხვრელში (მიუხედავათ თავდაცვის ინსტინქტისა) მეცნიერებისთვის სრულიათ გაუგებარია.
 

 

იზრდება ტაფელა 7-10 სანტიმეტრი. მცირე ზომისა და უგემურობის გამო მასზე არავინ თევზაობს. პირადად მე მას ვიყენებდი ცოცხალ სატყუარად ქორჭილას და ქარიყლაპიას საჭერად.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
tafela.gif


აღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს.

ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე.

გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში.

ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე.

სამეურნეო მნიშვნელობა. არა აქვს. ლამაზი გარეგნობის გამო შეიძლება გამოვიყენოთ დეკორატიულ მეთევზეობაში.

 

 

ეს ჩვენიდან გადმოვწერე დევო


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თამაშია ძველი ...რიკტაფელა ქვია .საინტერესოა   ამ პატივცემულთან რა კავშირშია? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ტაფელა ყველაზე კარგად ტაფაზე იწვება ალბათ. :)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?