Jump to content


ამ თემას აქვს 303 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
« ცნობილი გამონათქვამები » ცნობილი გამონათქვამები

გარსია მარკესის 13 გენიალური ფრაზა:

1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხარ შენ,არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.
2)არცერთი არამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ.
3)მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ ადმიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6)არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს
7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ,როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ
9)ნუ ტირი იმიტომ,რომ ეს დამთავრდა .გაიღიმე იმიტომ რო ეს იყო.
10)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს
11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი ვინ ხარ,სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს
13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

424.png

 

შილერი:-უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი'

 

 

ვერონი:- ამნისტია არის აქტი, რომელთაც მბრძანებლები სხვა ადამიანებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ,რომელნიც მათ თვითონ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ.

 

ჰიუგო:-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.

 

 

რუსო:-მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ ნუ დაელოდები  მას .

 

 

სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.424.png

.

ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო, იმიტომ რომ არ იცი დაესწრები თუ არა მის ჩასვლას.
პითაგორი

 

ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი, ხოლო ის კი იცოდე, რასაც ამბობ.
კლავდიუსი

 

ყოველთვის უფრო დიდია ვიდრე ჩვენ გვგონია, რიცხვი ჩვენი წლოვანებისა და მტრებისა.
ბუასტი

 

სხვაობა მამაკაცსა და ქალს შორის?

მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყვეს, ქალები უფრო შორს მჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
ოსკარ ვაილდი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როცა ომი დამთავრდება და მშვიდობა დაისადგურებს , მხდლები ვაჟკაცებივით ლაპარაკობენ

 

(რომაული ანდაზაა ძმებო)


legion.ge-82-1553250819.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის არ მომწონს როცა მასწავლიან.
ჩერჩილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

cb45c9528713.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10268635_562097770569586_319139140369274



" ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადაროთ ეს არის, ის ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს არის ის ვინც ხართ ახლა. "

ზიგმუნდ ფროიდი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
..ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად.

სიბრძნე გონებიდან მოდის, ბრძენი კი ხალხიდან.
 
 
- ავიცენა

legion.ge-82-1553250819.jpg


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10433150_372370659597202_336346896634119
გულთამხილავის მსჯავრი
ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

- იცოდით ნება ჩემი?

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ ვიცი, არ წამიკითხავს.

- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.

მეორე ისევ სდუმდა.

- შენ?

- რა?

- მოგიკლავს ადამიანი?

- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.

- გითქვამს ტყუილი?

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.

- გიმრუშია?

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

- გიგმია ღმერთი?

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.

- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?

- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.

ყველა დადუმდა.

- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ?

- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!

- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.

- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.

- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

1913 წელი
ავტორი: ნიკო ლორთქიფანიძე - See more at: https://gogaggg.com/...h.oES0Hcvf.dpuf

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.

ჯორჯ ბერნარდ შოუ

1538892_533804936740106_1156745124067133

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

thumb_pre_1420098802__1620368_5151056786

 

 
 

3 წლის-დედა ყველაზე კარგია…

7 წლის-დედიკო, გაღმერთებ!!!

10წლის-დედიკო, მიყვარხარ!

15 წლის-დედა, ნუ მიყვირი!

18 წლის-სულ წავალ ამ სახლიდან!

35 წლის-მინდა დედასთან დავბრუნდე…

50 წლის-არ მინდა დაგკარგო, დედა!

70 წლის-ყველაფერს დავთმობდი,ოღონდკიდე მენახე,დე


legion.ge-82-1553250819.jpg


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
1506809_601709686570500_1045492276_n.jpg

-----------ჭორიკნობის ტესტი------------

ერთხელ,სოკრატე გზად მიმავალი გააჩერა ერთ-ერთმა პიროვნებამ და დაუწყო საუბარი:
-იცით,რაღაც მინდა გითხრათ თქვენს მეგობარზე
სოკრატემ კი შემდეგი მიუგო:
-მოდი გავიაროთ სამი საფეხურის ტესტი,რისი გადალახვის შემდეგაც მოგეცემა უფლება მიამბო ყოველივე რაც იცი.
ტესტი პირველი :-
-სავსებით ხართ თუ არა დარწმუნებული იმ ინფორმაციაში რაც უნდა მიამბოთ ჩემს მეგობარზე?
-იცით,სიმართლე გითხრათ არა...უბრალოდ ყური მოვკარი ამ ამბავს.
-კარგი,ანუ არ იცი ეს ამბავი სწორია თუ არა.ახლა ტესტის მეორე საფეხური: ამბავი,რომლის მოყოლასაც შენ აპირებ,კარგია თუ ცუდი?
-იცით,კარგი ამბავი ნამდვილად არ არის.
-ანუ,ამბავი რომელის მოყოლასაც შენ აპირებ ჩემს მეგობარზე ცუდია,და თან არ შეესაბამება სიმართლეს.კარგი,ახლა ტესტის მესამე საფეხური,ამბავი რომლის მოყოლასაც აპირებ,რამდენად გამოსადეგია ჩემთვის?
-დიდად გამოსადეგი არც არაფერი,მიუგო მოსაუბრემ.
-მაშ ასე,შენ აპირებ მითხრა ამბავი ჩემს მეგობარზე,რომელიც არ გულისხმობს არაფერს კარგს,არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყოველივე ამასთან არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩემთვის,მაშ რაღატო უნდა მომიყვე ის მე?

___________________

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი ისეთი შევჭამო რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა ნადირია და იმიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა ქონდეს ისეთი შევჭამო რო ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლეს.

 

10940435_700932440027354_131253124757102
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.

ილია II

10891686_685705214883410_765255882320627

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
10690209_746556225428237_493625207666429
 
 
 
ლ.აკუნინი
 
 
 
 
 
 
 
 
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?