ზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე
ზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე – ამ სეზონზე წყალი მეტი წილი წმინდა მოედინება თუ სადმე არ მოწვიმა, ისიც მალევე ჯდება და იწმინდება. ჩვენთან მტკვარზე კი ამ დროს ძალიან კარგად მოდის ცოცხალი და კაპუეტი. იგივე მყრალ და წითელ ჭიებზე, მაგრამ ბევრი ბრაკონიერობას ამჯობინებს (თევზაობის ამ მეთოდს შემდგომში განვიხილავთ). აგვისტოს თვეში წამოსვლას იწყებს გორნი და მურწა. შესაძლებელია აგრეთვე წითელი და მყრალი ჭიის გამოყენება, მაგრამ მათზე სათევზაოდ ძირითადად სფეციფიკური სახის ჭია გვჭირდება. ჭიის სახელწოდება – ბუღლუჯი ან კარაედი. ბუღლუჯი არის მოთეთრო ფერის ჭია რომელიც ბინადრობს ნიადაგში დაბალ ფენაზე და იკვებება ბალახის ფესვებით, აქვს ბევრი ფეხები და წითელი სტაფილოსფერი ცხვირი. ზომით პატარაა დაახლოებით პატარა კენჭის ოდენა. კარაედი არის უფრო დიდი ზომის, ბინადრობს ნახერხიან ადგილებში, ნიადაგში ასევე მოჭრილი ხის ფუტურო კუნძში და ა.შ. მისი გამოყენება ხდება შემდეგნაირად: დიდი ზომის გამო ხდება ნაწილებად დაჭრა და ისე გაკეთება კრუჩოკზე.

ეხლა რაც შეეხება აგვისტო-სექტემბერი ამ ორი თვის კლოვის სტატისტიკას: წიგნიდან მაქვს ამოკითხული და ისედაც ბევჯერ დავრწმუნებულვარ დილით გათენებისას ძალიან კარგად მოდის თევზი ანუ კლოვი ძალიან კარგია, შემდგომ დილის 11 საათიდან წყდება კლოვი საღამომდე, საღამოს აგრძელებს თევზი კლოვს 9-საათამდე შემგომ ისევ ისვენებს ღამის 12-1 საათამზე და კვლავ აგრძელებს 3-4-მდე შემდეგ წყვეტს და გათენებისას ისევ იწყებს. ზაფხულის პერიოდში კერძოდ აგვისტოს თვეში ღამე მოდის საერთოდ თევზი ვიდრე დღე.
ალბათ შეამჩნევდით რომ მე ღამეც ვახსენე, მართალია ვისაც თევზაობა უყვარს ის დამეთანხმება რომ ღამე თევზაობას არაფერი ჯობია, კოცონთან ახლოს…
გავაგრძელოთ ჭიის არჩევა, ასევე შეიძლება ლეშის მატლზეც თევზაობა, რომელიც სპეციალურად გამოყავთ ხორცზე თუ არ ვცდები დიდ დიღომში ყიდიან (ადრე ყიდიდნენ და ეხლა ვერ გეტყვით) 1 ქინდერის კოლოფი 1 ლარი, რომელიც თავისუფლად ათევზავებს ერთ კაცს მთელი დღით ერთ ანკესზე.

დავამატებ რომ არსებობს წითელი ჭიის რამდენიმე სახეობა, განსხვავდებიან ფერით, სუნით და თავიანთი ადგილმდებარეობით. გაზაფხულზე მძაფრი სუნის წითელი ჭია შეგიძლიათ გამოიყენოთ (პატივის), ხოლო შემდგომ წყალი რომ დაიწმინდება უკვე ჩვეულებრივიც წავა.
გორნი-მურწა ასევე ზაფხულის პერიოდში მოდის სანსალაზე, რომელიც ბინადრობს წყალში ქვას ეკვრის ქვეშ. ქართული მნიშვნელობაც არსებობს ამ ჭიის და მას ძირითადად გამოიყენებენ დასავლეთ საქართველოში, სამწუხაროდ ამ წუთას არ მახსენდება თორემ დავწერდი.
წყარო:მონადირე.ინფო




ზევით ასვლა