Jump to content


ამ თემას აქვს 95 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

გამორიცხულია !!!!! მეზობელია ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ცენტრი ხელმძღვანელი თეიმურაზ კობიძე , იმას ვთხოვე შარშან . მინდოდა პრევენციისათვის . ის ჩემს თვალწინ ელაპარაკა დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს პ. იმნაძეს მაგის თაობაზე თუ სად შეიძლებოდა შოვნა,... იმან კიდე ნწუოოო, ვერსად ვერ იშოვნიო,ძალიან შეზღუდული რაოდენობით შემოდისო,.. გარდა მაგისა სპეციალურ კონტეინერში უნდა ინახებოდეს თან გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ და კიდევ ... გაკეთებაც სპეციფიურია, ანუ იოლად შესასხაპუნებელი არაა, ცოდნა ჭირდება!!

მადლობა დიმა ინფორმაციისათვის ;)

#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგა ეხლა ვნახე შენი პოსტი ხო მშვიდობაა ძმობილო?

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

გუგა ეხლა ვნახე შენი პოსტი ხო მშვიდობაა ძმობილო?

კი ბაბუ. რამოდენიმემ მკითხა ადრე და არ ვიხოდი მეც. უდაბნოში ვინც ნადირობენ ხოლნე ძალიან ბევრიაო და დაზღვევის მიზნით მკითხეს.

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
ჰაჰ 😯 საინტერესოა მაგრამ გიურზა საშინელია


გიურზა – საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია!

გიურზა (Vipera lebetina) - წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ

არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1,3, ხოლო მამრები - 1,6 მეტრს აღწევენ. შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით.



გავრცელებულის არეალი ძალიან ფართოა - მაროკო და ალჟირი, ტუნისი და ლიბია, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები, თურქეთი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი.

საქართველოში ის გვხვდება შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისისმიდამოებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, თურქმენეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ უზბეკეთში, დასავლეთ ტაჯიკეთში, ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთში.


ლაკონური და მეტყველი დასახელება „გიურზა“, გველის ამ სახეობამ მიიღო კავკასიაში და ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ მას შუა აზიის ქვეყნებშიც. სხვა ქვეყნებში მას, როგორც წესი, უწოდებენ აღმოსავლურ ან ლევანტის ასპიტს. გარდა ამისა, არსებობს მისი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მინიჭებული სახელწოდებებიც. გავრცელების ფართო არეალის მიუხედავად, გიურზა ყველგან მსგავს პირობებში ცხოვრობს.

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ.

ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.გიურზას შხამი მსხვერპლისსისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. თუმცა, დროული და კვალიფიციური მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი შრატების გამოყენებით, სასიკვდილო შედეგი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული.



რა უნდა ვიცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზასცხოვრების წესი:

გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.

- იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის. დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკანგადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას. გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი... იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის და ადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა. ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა. სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა...

განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს - გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილისამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც - ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს.

განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე - ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.

გველი ადამიანს თავს არ ესხმის! ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

საჭირო ინფორმაცია, პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე, იხილეთ:



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ბიჯოო მალადეც ძმაო რაა

#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
არა "ცოტა გავაბრაზოთო" მომეწონა :) :) :)

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ძაან დობრიაკია მემოგნი :) 

 

აბა შხამიანი გველი წყალში რო შედის, შხამს იქვე, ქვაზე ტოვებსო ? :)))  ''ჩემი ბავშვობის ლეგენდა''



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ჰო ეს მაგარი ვედეო არიას , კარგად საუბრობს შხამიანი გველის შესახებ შოთა,,  :bravo: .. მადლობა ბაბუ



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

როგორ დაიჭირა ფაქტიურად ერთობოდა ეს ბიჭი გველთან თამაშით,ძალიან საინტერესო ვიდეოა ვაღიარებ



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო , ეხლახან დამიკავშირდნენ . ხოდა გვთხოვეს გაგვევრცელებინა. ქედი , ზემო ქედი, მაღარო,ბოდბე, სიღნაღი და სიღნაღის რაიონი....მოდებული არიანო.

13886335_1261540257212316_47601571777497


legion.ge-82-1553250819.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

რატის ჰქონდა პარასკევს გიურზაზე საინტერესო გადაცემა



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

აუფ არადა მაგაროში ვნადირობდი ხოლმე  ;(  ;(  ;(  :@  :@  :@  :@  ფუფ :(((((( როგორ მესჰინია ამ დამპალი არსების :)))))) 



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

აუფ არადა მაგაროში ვნადირობდი ხოლმე  ;(  ;(  ;(  :@  :@  :@  :@  ფუფ :(((((( როგორ მესჰინია ამ დამპალი არსების :)))))) 



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა მესხი

ლაშა მესხი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 374 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi.gldani 5 Mk.Kor.20.b.71
  • წარმოშობა:dasavleti
ფუუ მართლა რა საზიზგრობა . ვინც იქოთ ნადირობს სადაც გავრცებულია დზალიან სიფრთხილეა საჭირო





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?