Jump to content

გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

წევრი 19 Jul 2017
გასული ბოლო აქტიურობა Mar 28 2018 05:53 PM

თემაში:სამძიმარი

27 March 2018 - 01:41 PM

გუგა,

ვიზიარებ თქვენი ოჯახის მწუხარებას.
უფალმა გაანათლოს მისი სული.

 

 

დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.


თემაში:ინგლისური სეტერი - ლავერაკი

27 March 2018 - 01:14 PM

ახალი სტილის "ფართო ძებნად'' წოდებული, 200-300 მეტრში მართლაც "მორბენალი" ძაღლის მიერ დამუშავებულ ნაკვეთში რა ჩიბუხა ან ბეკასი გაჩერდება დიდხანს?
ბეკასი და დუპელი მწყერი არაა, რომ ამხელა მანძილის გავლა გაცალოს კაცს და თავი შეიკავოს აფრენისგან.

 

ასაკითაც არ ვარ პატარა და ძალიან ბევრიც მყავს გაზრდილი და დაგეშილი, ჩემიც და სხვისებიც,თითქმის ყველა ჯიში, საქართველოშიც და მის გარეთაც, და არ გვინდა ამაში გაჯიბრებები, კობა ბატონო.


თემაში:აინ, ცვაინ, დღაი, ლეგიონირენ ოფიცირენ უნდ შაკალენ პორტიზანენ

27 March 2018 - 12:45 PM

მივესალმები ჯანმრთელობის, ჰიგიენის და პირადი უსაფრთხოების წესების დანერგვას და წარმატებით განხორციელებას!

 

:bravo:  :bravo:  :bravo:


თემაში:ძმობა , მეგობრობა, მეზობლობა.

27 March 2018 - 12:37 PM

ეჰ, არაა ეგ სახუმარო ამბავი, ჩემო პაატა, მომთაბარე ტომებმა, თურქებმა და სომხებმა საიდან იცოდნენ ვაზის მოყვანა, ან საერთოდ საიდან ექნებოდათ ამ კერძის მომზადების კულტურა, როდის იყო მაწანწალა მეცხვარე-მესაქონლეს ვაზი მოეყვანა სადმე ტრამალებში?

ერთადერთი ხალხი, ვინც ოდითგანვე ვაზს ვაღმერთებდით და ვაზის კულტურა გაგვაჩნდა, ქართველები ვიყავით მხოლოდ კავკასიაში.
ქართლში ახლაც შემორჩენილია "ტოლმის" (თურქულად "დოლმა" - დახვეული, შემოხვეული) ქართული სახელები, მათი მომზადების წესიდან გამომდინარე: მრგვალი, თავ-ბოლო შიგნით ჩაბრუნებული "შეტენილი" და ოთხკუთხად გადაკეცილი "შეხვეული", ან შეკეცილი".

ასე, რომ ეგ ორი ძალად "მოძმე" ჩვენსას ედავებოდნენ ერთმანეთს, ისე რომ მაგათი არც ერთისა არ ყოფილა ეგ კერძი არასდროს!

 

(და კიდევ, თავხედურად, "სომხური ტოლმის ფესტივალს" თბილისში ატარებდნენ(!) ამაზე მეტი იმათი თავხედობა (იმათი)  და ამაზე მეტი ჩვენი ჯაბანობა და უთავმოყვარეობა (ჩვენი) გაგონილა?)


თემაში:აინ, ცვაინ, დღაი, ლეგიონირენ ოფიცირენ უნდ შაკალენ პორტიზანენ

27 March 2018 - 12:27 PM

ყოჩაღ!
დიდი საქმე გაგიკეთებიათ!  :bravo:

 

ისე, როგორ არიან დასუქებულები, ეს კეთილძაღლი ტურები, ხედავთ?
 

და ერთი რამე მომეწონა ძალიან - პოტენციური ცოფის მატარებელი ნადირის თოკის გამობმით გათრევა!  :good: