Jump to content

zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

წევრი 06 May 2017
გასული ბოლო აქტიურობა გუშინ, 21:47

პარადოქსი!

03 July 2018 - 01:07 PM

xix საუკუნის ბოლო მეოთხედში ინგლისური სანადირო იარაღი თავის განვითარების მაღალ სტადიაში გადადის. ინგლისმა ურიცხვი ნადირ ფრინველის ქვეყანაა, სანადირო ელდორადო აღმოაჩინა, და ინდოეთისკენ დაიძრა როგორც ინგლისის არისტოკრატები ასევე მაძიებელთა დიდი არმიაც, და მათ ესაჭიროებოდათ ინდურ ნადირობასთან მისადაგებული იარაღი, რომელთანაც მისადაგებული და პოპულარული იყო ორლულიანი ტყვია საფანტის თოფი, პარადოქსი! ეს საქმე 1885-წ ინგლისელმა მონადირემ, პოლკოვნიკმა ფოსბერიმ გამოიგონა და მისი სურვილით პირველი ეგზემპლიარი ფირმა ჰოლანდ ჰოლანდმა-მა დამზადა. ჰოლანდისეული პარადოქსის დიდება დღემდეა შემორჩენილი მონადირეთა შორის
ამ თოფის შექმნის მოტივაცია შემდეგში მდგონმარეობს, მონადირე მოგზაურს ერთი უნივერსალური თოფი სჭირსდებოდა, რომელიც ერთნაირი წარმატებით გაისროდა როგორც სპეციალური ფორმის ტყვიას ასევე, საფანტსაც. უნაივერსალური თოფის შექმნა დიდიხანია აწუხებდათ მონადირეებს მაგრამ, იმ დროისთვის ფროსბერის თიფზე უკეტესი ვერავინ მოიგონა. ეს ის დროა როდესაც 50-წლებში პერდეს მიერ მოგონილ ორლულიან შტუცერს, ყველა ინგლისური თუ ზოგიერთა ევროპული ფირმაც ამზადებდა. შტუცერთან შედარებით პარადოქსს ის უპირატესობა ჰქონდა რომ,შორეულ მოგზაურობაში როგორც ერთი თოფისა პრაქტიკული იყო, თავდაპირველად პარადოქსი 12 16 კალიბრის კეთდებოდა, შემდგომ დაიწყეს 10,8 და მას შემდგომ 4-კ დაემატა. ეს თოფები ბოლიანი დენთით იტენებოდა!
რას წარმოადგენს პარადოქსი;? ესარის ჩვეულებრივი გლუვ ლულიანი თოფი, რომლის ლულების იმ ნაწილში, სადაც ჩოკური შევიწროვებაა განიერი და ღრმა ღარებია გაკეთებული, ამ ღარების სიგრძე 2,5-4,5 სანტიმეტრია. და მათი რაოდენობა 4,6 ან 8 იყო, ასეთი ღარები ტყვის დასატრიალებლად არის საჭირო და აგრეთვე ასეთი ჩოკის სიგრძე საფანტის კონის დასატრიალებლად არასაკმარისია და ვერ ახერხებს მის დიდ მანძილზე გაფანტვას. დატრიალებული ტყვია მოგეხსენებათ დიდ მანძილზე ინარჩუნებს ფრენის სიზუსტეს და მოხვედრის ძალას. ასევე ასეთი თოფიდან ნასროლი საფანტი (25-35) მეტრზე ჩვეულებრივ ნახევარჩოკის მაჩვენებლებს უახლოვდება, ხოლო ტყვია 100-150მ საკმაოდ ზუსტად ხვდება მიზანს.
ტყვიის კარგი მიტანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ღარების სიგანეს და სიღრმეს და ნაბიჯს, ანუ ტყვიის ერთი დატრიალების სიგრძეს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტყვიის ფორმასა და მასალას, რომლისგანაც ისარის დამზადებული (რბილი ტყვია ან სახვა მინარევებით გამაგრებული ტყვია და ასე შემდეგ)პარადოქსის ტყვია დენთის ზომიერი მუხტით იტენება (არაუმეტეს საფანტისთვის განკუთვნილი მუხტისა)რადგან ტყვიის მომეტებული სიჩქარე ტყვიის მოხვედრის სიზუსტეზე უარყოფით გავლენას ახდენადა. ამდროს დიდი სიჩქარით მოძრავი ტყვია ვერ ჩაჯდებოდა ღარებში, მათზე ასხლტებოდა ბრუნვით მოძრაობას ვერ მიიღებდა!
როგორც მოგახსენეთ, საუკეტესო პარადოქსებს, ჰოლანდ ჰოლანდი ამზადებდა, მას არც სხვები ჩამორჩებოდნენ. ინგლისელი მოგზაურის შესანიშნავ თოფებს უშვებდნენ. პერდე, რიგბი, ვესტლი რიჩარდსი, კოგსველ ჰარისონი, ჯეიფრი და სხვები და აგრეთვე ბელგიელები, ლებო, ფრანკოტი, ლიეჟის მანუფაქტურა, ფარნგი ვენრი კარონი, დარნი და სხვა. (მინდა დავამატო ახლა არის მოსახსნელ ჩოკებში იგივე ღარიანი ჩოკები რაც წლების წინ ფორსბერიმ მოიგონა).

შიდა ჩახმახიანი ტოზ ( ა ) მოდელი

18 June 2018 - 05:36 PM

1902 წელს დამუშავდა ეს მოდელი, ერთი წლის შემდეგ რამდენიმე საცდელი ეგზემპლიარი დაამზადეს და ექსპერტთა კომისიას წარუდგინეს. თოფმა მაღალი შეფასება მიიღო და მისი სერიული წარმოება 1907 წელის ბოლოს დაწყებულა. ამ თოფის ერთი ეგზემპლიარი ივაშენცოვს მიართვეს (ცნობილ მეიერაღეს)  ხოლო პირველი სერიული თოფი 1905-წელს გამოსულა,

  ივაშენცოვს ამ თოფისთვის მარალი შეფასება მიუცია, მოდელი ა როგორც მოგახსენეთ ენსონის და დილეის მექანიზმით გამოვიდა, დამცემი და შემაყენებელი მექანიზმები კალაპოტის ქვედა სიბრტყეზე იყო მოთავსებული, და მთავარი მშვილდები ჩახმახების წინ სასხლეტები ტრადიციულად გვერდით ფირფიტებზე იყო აწყობილი, თოფი სამმაგი ჩაკეტვის მექანიზმით იყო აღჭურვილი, პერდეს ქვედა ორმაგი ჩარჩოთი და გრინერის ზედა განივი ღერძით. ლულები სხვადასხვა კომბინაციით გამოდიოდა.  მისი ყალიბები გამოდიოდა 12 16 20  და 24 ხიც კი. ამ თოფის ისტორიიდან ყველაზე საინტერესო ის არის,რომ ორი ტიპის მექანიზმით გამოდიოდა პირველის შესახებ უკვე მოგახსენეთ მეორე კი ვესტლი რიჩარდსის კალაპოტიდან ხელით ამოსაღები მექანიზმი იყო რომელიც 1887-წელს მამავე ფირმის თანამშრომლებმა ლედსი ტეილერმა და ჯონ დილეიმ მოოიგონეს.  

 მოდელი ა სულ რამდენი ასეული ცალი დაუმზადებიათ, მერე მისი გამოშვება გაუგებარი მიზეზის გამო შეწყვეტილა და დღეისთვის ამ თოფებს იშვიათად შეხვდებით ან ვერ შეხვდებით (მე როგორც ზაზა ბიბილაშვილი ვეძებ ამ თოფს უბრალოდ მინდა მისი ხილვა მაგრამ ვერსად მივაგენი რომ ვინმეს ჰქონდეს) .      ა მოდელის გამოშვების შემდეგი ეტაპი რევულუციის შემდეგ 1918 წელს იწყება ახალი ნახაზებით და ახალი მეტოდით და ბ მოდელთან ერთად 1922-წელს განახლდა სამამულო ომადე ქარხანას 6 000 ცალი გამოუშვია ა მოდელის, მერე კვალავ შეწყდა და 1944-წელს განახლებულა კვლავ აქედან ერთი საუკეთესო ეგზემპლიარი სტალინს მიართვეს საჩუქრად, ამის ერთი სრული ასლიკი ჯგუფის ხემძღვანელს, ვართაზანიანს.    

   ეს პრინციპულად კარგი თოფი შეიძლება ბ მოდელთან სახალხო მოდელი გამხდარიყო, სავაჭრო ქსელში ძალზე შეზღუდული რაოდენობით გამოჰქონდათ, და მას ძირითადად მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონირების დასაჯილდოვებლად და კომუნისტური თარიღების აღსანიშნავად ამზადებდნენ. (ა) მოდელის გამოშვება სამწუხაროდ 1960-წელს შეწყვეტილა. და (რატომ შეწყვიტეს კი გაუგებარია პირადად ჩემთვის!)


ვალდშნეპი ანუ ჩვენებურად (ტყის ქათამი)

24 May 2018 - 12:16 PM

ვალდშნეპას და (ტყის ქათამზე) მასზე ნადირობაზე ბევრია დაწერილი, იდუმალებით მოცული ფრინველია. ბუნებამ ვალდშნეპი არამარტო დამცველი შეფერილობით და ცხოვრების ფარული წესით დაჯილდოვა, არამედ გასაოცარი უნარითაც, ნაირგვარი ეშმაკობებით მოხერხებულად დახწიოს თავი სატრთხეს, ამიტომ მეძებარი ძარლი ყოველთვის ვერ ახერხებს ნაბულზე დაუდგეს ყოველ შემხვედრ ვალდშნეპს. ხან ისე ამოფრინდება მსროლელი მოუხერხებელ პოზიციაში იმყოფება. და ასე სემდეგ! ვალდშნეპი სახვადასხვანაირად იქცევა მონადირის მიახლოვებისას, ზოგი ბოლო მომენტში ინაბება. ნაწილი ცდილობს გარკვეული მანძილი გაირბინოს და მოშორებით დაიმალოს (ასეთები უმრავლესობაა) ზოგიც მომენტალურად ფრინდება. ერთი ცხადია ამ ფრინველზე უძაღლოდ ნადირობა, არასერიოზული საქმიანობაა (ნუ საღამოს და დილის გადაფრენაზეც უდგებიან) მაგრამ ძარლით ნადირობას არაფერი შედრება ამ სიამოვნებას! ათამზე კარგი გამოცდილება მაქვს და შემიძლაი ბევრი ჩემი პარაქტიკიდანაც ვისაუბრო. შემოდგომით უკვე ჩვენთან ჩნდება გადაფრენის დროს ოქტომბრის შუა რიცხვებში და მე 2004-წლიდან ვაწარმოებ მეგობრის მითითებით, სანადირო დღიურს და ძალიან მეხმარება როგორც ფრინველთა მოფრენის თავისებურებებში ასევე ამ დღიურში შემაქვს ამინდების ამ დროისთვის ცავალებადობა და უკვე ვიცი რა დროს რა უნდა შემოვიდეს ამინდთან მიმართებით. ასერომ ჩემის დაკვირვებით წელს გაჩნია როგორია და ჩვენს მხარეში 26-ოქტომბერს უკვე ჩნდება. და რჩება ორი თვე და მერე ნელ ნელა მიდის და ჩვენც ვგრზნობთ რომ ბოლოსკენ ცოტავდება, (ზოგი ამტკიცებს რომ ვითომ მთასი ცხოვრობს და იქ ბუდობს და მერე ჩამოდის რათქმაუნდა ეს ასე არაის და ის გადამფრენია და აქ არ ბუდობს, ნუ გამიგია ბორჯომის ხეობაში შემჩნეულია მისი ბუდობაო მაგრამ არვიცი რამდენად მართალია) საგაზავხულო გადაფრენა კი მარტის შუარიცხვებიდან იწყება, და აქაც წელიწადს გაცნია და ამინდებს. თებერვალშიც მოფრენილა. გაზაფხულით დიდხანს არ რჩება ერთ თვეში მიიჩქარის უკვე. ეწ კომუნისტების დროს საგაზაფხულო ნადირობა დაშვებული იყო იხვზეც შეზღუდვებით როგორც ვიცი. მასზე 7-ნომრიდან ზემოთ იხმარება საფანტი თოფის მიტანას და ჭრას გაჩნია, მე მაგალითად სამწყერე ვაზნებირომ მომრჩება 11-10 ჩვეულებრივ ვაგდებ. ორი საფანტის მოხვედაც აგდებს. ოღონდ დაჭრილი ცხენივით დარბის და ბევრჯელვარ შემსწრე ცხვირწინ რომ გადამირბინა. მაგრამ ჩემი ძაღლის წყალობით ბევრი ლამაზი წუთები მახსოვს!

 

 

 

legion.ge-896-1527150103.jpg