Jump to content

Ako Gulua

Ako Gulua

წევრი 04 May 2017
გასული ბოლო აქტიურობა Dec 29 2019 07:31 PM

"ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის

10 December 2019 - 08:13 PM

გულთბილი სალამი "მონადირეთა ლეგიონს" ! მოახლოვდა ახალი წელი, მოახლოვდა ნადირობის სეზონის დასასრულიც. სეზონის დარჩენილ ორთვენახევრში გისურვებთ ისეთ წარმატებულ, ისეთ შედეგიან და ისეთ ბედნიერ ნადირობას, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაგყოლოდეთ ტკბილ მოგონებად!  :0023:
 
ეხლა კიდევ გადავიდეთ საქმეზე, რომელიც არანაკლებ აზარტული და საინტერესოა!
 
 
"სპორტინგის ლიგა"  15 დეკემბერს დილის 09:00 საათზე, კვირა დღეს გამართავს "ლიდერთა ლიგა"-ს!
 
მოკლედ რომ ვთქვათ თუ რას წარმოადგენს "ლიდერთა ლიგა", ეს არის სპორტინგის გამორჩეულ მსროლელთა პაექრობა, ერთგვარი ALL-STAR ოღონდ
ქართულ სპორტინგში, რომელიც გაიმართება რამდენიმე წელიწადში ერთხელ!
 
წლევანდელ "ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნიათ:
 
1) ნებისმიერი კლუბის (გაერთიანების) მიერ ორგანიზებულ ღია ან/და დახურულ შეჯიბრზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრილ მსროლელებს.
2) "სპორტინგის ლიგა"-ს რეიტინგის ლიდერებს ( "ტოპ" 15 მსროლელს).
3)  "სპორტინგის ლიგა"-ს სხადასხვა კატეგორიებში საპრიზო პოზიციების მფლობელებს.
 
 
შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ არაერთმა "ლეგიონერმა" მსროლელმა დააკმაყოფილა ზემოთხსენებული კრიტეიუმი და მოიპოვა "ლიდერთა ლიგა"-ზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობა!
 
წარმოგიდგენთ "ლეგიონერებს", რომლებმაც საკუთარი კარგი სროლის წყალობით "ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობა დაიმსახურეს:
 
 
ღია შეჯიბრებებზე წარმატების მიღწევის წყალობით: 
 
ლევნ და ნიკოლოზ ჩუგუაშვილები, (ლევანი ასევე რეიტინგის ლიდერია)
მირზა გოგბერაშვილი.
 
ლეგიონის შიდა-საკლუბო შეჯიბრებებზე წარმატების მიღწევის წყალობით: ( სია მომზადდა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად. თუ ვინმე გამოგრვჩა და დიდი ალბათობით ესეც მოხდა, გთხოვთ მოგვაწოდოთ მსროლელების ვინაობა. იმ მსროლელების, ვინც ოდესმე "ლეგიონი"-ს შიდა-საკლუბოზე მინიმუმ ექვსეულში მოხვდა, რათა სრულად დავაკომპლექტოთ ლიდერი მსროლელების შემადგენლობა შეჯიბრზე)

გოგა ფარადაშვილი
გიორგი მოსიაშვილი
გია ალიაშვილი
გიორგი ფოლადიშვილი
ნიკოლოზ კავთიაშვილი
 
"სპორტინგის ლიგა"-ს სხვადასხვა კატეგორიებში წარმტების მიღწევის წყალობით:
გიორგი კუპრაშვილი
გიორგი ნანსყანი
 
 
 
წარმოგიდგენთ შეჯიბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას:
 
-შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მოწვეულ მსროლელებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ.
 
 
 

-შეჯიბრზე მოწვეული მსროლელები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის (09:00) გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე...
 
-რეგისტრაციაზე დაგვიანებულ თითეულ მსროლელს დააკლდება 1 ქულა საბოლოო შედეგიდან. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გამოცხადდება ადგილზე 09:01 საათზე.
 
-მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს. საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი ავტომატურად გადაინაცვლებს "ლიდერთა ლიგა"-ს ფინალურ ეტაპზე. 2 დანარჩენი ფინალისტი გაირკვევა მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 ადგილოსანს შორის გადასროლის შედეგად. ფინალური ეტაპი გაიმართება გაზაფხულზე.
 
- მონაწილეობის საწევრო გახლავთ
65 ლარი ორგანიზატორის ვაზნებით სროლის შემთხვევაში...
  
- ქარხნული ვაზნები არ უნდა იყოს 6 ნომერზე მსხვილი და 24 გრამზე მეტი მუხტის მქონე...
-  დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ: 598232432
 
არ ვიცით "ლიდერთა ლიგა"-ზე რა მოხდება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ იქნება სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლა. დაე გაიმარჯვოს უძლიერესმა! :0076:   :0035: წარმატებები  ლეგიონს!    :L:   :good: 


"ბაზიერის" ღია ჩემპიონატი სპორტინგში

12 April 2019 - 12:07 PM

ლეგიონს სიცოცხლე! აბა ვინ ხართ თეფშების გაქრობის ხასიათზე :) ვინც ხართ კი გიხილავთ
21-ში ლისზე .

მოკლედ 21 აპრილს, კვირა დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ბათქა-ბუთქის ფესტივალი სახელად სპორტინგი

შეჯიბრი თავისდავად ღიაა და მასში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია თოფის საბუთის/ტარების უფლების ქონა.

რეგისტრაცია გაიმართება დილის 09:30-ზე
ხოლო შეჯიბრი დაიწყება 10:00-ზე.

მოკლედ გელოდებით მთელი სულით და გულით! დეტალურ პირობებს უახლოეს მომავალში დავდებთ!

"სპორტინგის ლიგა"-ს და "ამბასადორი კაჭრეთი"-ს ერთობლივი ჩემპიონატი სპორ...

07 March 2019 - 02:06 PM

სალამი ძვირფასო ლეგიონერებო, მსურს გაუწყოთ რომ იგეგმება ღია შეჯიბრი, რომელიც ვფიქრობ თითეული სროლის მოყვარულისთვის საინტერესო იქნება!

17 მარტს, დილის 09:30-ზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინგში!

რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს დილის 9:00 საათზე, რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში.

შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს.

შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამსს)

ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 65 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 15 ლ. საპრიზო ფონდისთვის.)

საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში, სხვა კალიბრის შემთხვევაში - 25 გრამს).

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32

ყველას გისურვებთ წარმატებებს!

”ბაზიერის” ღია შეჯიბრი სპორტინგში ”თბილისი 2018”

11 June 2018 - 01:27 PM

სალამი ძვირფასო ლეგიონერებო
24 ივნისს ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ “ბაზიერის” მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი სპორტინგში (თიხის “თეფშებზე” სროლაში).

მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს ( მონაწილეები შეასრულებენ 30 გასროლას 30 თეფშზე ).

რეგისტრაცია დაიწყება დილის 9:00 საათზე, ხოლო შეჯიბრი სტარტს აიღებს 09:30-ზე.

შეჯიბრში არის ღია ტიპის, შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 18 წელს მიღწეულ სანადირო გლუვლულიანი თოფის ტარების უფლების მქონე პირს.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც შეჯიბრის დღემდე ჩაეწერებიან სიაში და კლუბ "ბაზიერის" ანგარიშზე ჩარიცხავენ მონაწილეობისთვის განკუთვნილ საწევროს.

სიაში ჩაწერის ბოლო ვადაა 23 ივნისი. სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 557927100.

კლუბ "ბაზიერის" ანგარიშის ნომერი:

ლიბერთი ბანკი

მიმღებში მიუთითეთ: მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი"

ა/ნ GE26LB0115110297414000

დანიშნულებაში მიუთითეთ "შეჯიბრის საწევრო"

შეჯიბრის წესებს და დამატებით დეტალებს მოგაწოდებთ მოგვიანებით...

და ბოლოს, უძიმესი და მტკივნეულია მაგრამ ფაქტია, ეს იქნება პირველი შეჯიბრი რომელსაც ჩავატარებთ დიდი ადამიანის და ჩვენი უახლოესი მეგობრის შოთა თავაძეს გარეშე.
ბატონ შოთას შეჯიბრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიეგება პატივი.

"მეგობრობის თასი" ღია შეჯიბრი სპორტინგში

09 June 2017 - 09:15 PM

მოგესალმებით ძვირფასო ლეგიონერებო! 

 

25 ივნისს სოფელ წოდორეთში, წოდორეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტულ თეფშებზე სროლაში "მეგობრობის თასი" წოდორეთი 2017. 
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 18 წელს მიღწეულ პირს , ვისაც გააჩნია სანადირო/სპორტული გლუვლულიანი (ორლულიანი,ნახევარავტომატური) 12 ყალიბიანი თოფის ტარების ნებართვა და აქვს საკუთარ სახელზე გაფორმებული ზემოთხსენებული ტიპის იარაღი,
შეჯიბრში მონაწილეობის საფასურს შეადგენს 30 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია დაიდება უახლოეს დღეებში. მსურველთა სიაში ჩაწერა დაწყებულია.

საკონტაქტო ნომერი 598232432 აკო გულუა

პ.ს. წოდორეთი 2017 წარმოადგენს "მეგობრობის თასის" გახსნით შეჯიბრს, შემდგომში "მეგობრობის თასი" ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში!

 

https://www.facebook...shipcupgeorgia/