Jump to content

mtiuli_1

mtiuli_1

წევრი 01 Mar 2017
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 22:02

2020 წლის პირველი გასვლა

11 January 2020 - 09:21 PM

მოკლედ დადგა 2020 წელი და ლეგიონმაც გადაწყვიტა წლის პირველი გასვლა არასტანდარტულად შუა კვირაში გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც. :D
დილას ტრადიციულად შევიკრიბეთ ასევე ტრადიციულ ადგილას,


legion.ge_841L5e1a049c4bd5e.jpg


გაკეთდა სანოვაგის შესყივები, გადავნაწილდით მანქანებში და გავემართეთ ასევე ტრადიციულ სანადირო მეურნეობაში. ერთი ეკიპაჟი იქ შემოგვიერთდა ადგილზე და ისე მოხდა რომ ტრადიციულ ფაცხამდე არ მისულები ეგრევე ნომრებში გავნაწილდით.


legion.ge_841L5e1a04c7907ff.jpg



გავიდა სარეკი და დავრჩით ყველა ჩვენ ჩვენ ნომრებში, დილის სუსხთან, ტყესთან და მოჩუხჩუხე მდინარესთან მარტო. სარეკი დაახლოებით 2-3 საათი გაგრძელდა. იყო დევნა, ყეფა და რაციაზე გადაძახილები. კარგა ხნის გაუნძრევლად დგომის შემდეგ დამთავრდა ნადირობა. დავიწყეთ ნომრებიდან გამოსვლა და შეგროვება.


legion.ge_841L5e1a05341d737.jpg



შევიკრიბეთ ძმობის ახალაშენებულ სახლთან და დაიწყო მეორე განყოფილება, სუფრისთვის მზადება. ამანაც რაღაც დრო წაიღო. მწნილეულის, ხორცეულის და კერძების ორომტრიალი თან პარალელურად შამპანურის კონიაკის და ღვინის წუპვა მადის მოსამატებლად


legion.ge_841L5e1a050af1787.jpg


legion.ge_841L5e1a051b86298.jpg


legion.ge_841L5e1a054818ef7.jpg


legion.ge_841L5e1a05556490c.jpg


legion.ge_841L5e1a056e476a5.jpg



და ცოტა გრადუსმოკიდებულები მივუჯექით სუფრას. ვინადიმეთ ვისიყვარულეთ და უკვე კარგა შებმელებულზე გადავწყვიტეთ დავბრუნებოდით ჩვენს კერებს და ოჯახებს
ასე ლამაზად დამთავრდა ეს 2020 ის პირველი გასვლა ნადირობა ნადიმობა

რთველი

02 October 2019 - 06:52 PM

მოკლედ შარშან ჩემი სიძე წავიდა საზღვარგარეთ და ვინაიდან მის ვენახზე ვიყავი დამოკიდებული წელს დავრჩი უღვინოდ. გადავწყბიტე წელს ჩემი ძალებით დამეწურა ყურძენი მაგრამ ფინანსების გამო ცოტა გამეწელა განხორციელება ამ ჩანაფიქრის. ჰო და გუშინ საღამოს ვზივარ ჩემითვის სახლში და მირეკავს სიდედრი ფული გადმოგირიცხეო და მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმაო რაშიც გინდა იმაში მოიხმარეო (რაღაცა არსებობს რა) მეც დილას ჩემი წვრილშვილი დავარიგე სკოლა ბაღში და გავარდი ყურძნის ბაზარზე შევიძინე კარდენახია თაფლივით ტკბილი რქაწითელი და ჩავწურე კასრში ეხლა ველოდები დადუღებას და მერე დავაჭაშნიკებთ ყველა ერთად :)

 

legion.ge_841L5d94b98d7cffa.jpg

 

 

legion.ge_841L5d94b9a51d22a.jpg

 

 


ვეტექიმი

13 March 2019 - 09:39 PM

ჩემი ძაღლი თვის და ორი კვირის ფაქტიურად მკვდარი მივუყვანე ვეტექიმს და 4-5 დღეში ფეხზე დააყენა

მისამართი და ტელეფონის ნომერი

მიმაგრებული ფაილები  Screenshot_20190313-212445_Samsung Internet.jpg   47.36კილობაიტი   2 გადმოწერები

იყიდება პოინტერი

25 February 2019 - 12:03 PM

მოკლედ ახლობელი ყიდის პოინტერს რომელიც უკვე სამი წლისაა.
გაყიდვის მიზეზი: ორ ძაღლს ვეღარ უვლის.
დაგეშილია: მწყერი, კაკაბი, ხოხობი.
აქვს საველე დიპლომი. ცხვედიანის კლიბშია.



ფასი: 500 დოლარი

საკონტაქტო ნომერი: 591292277 მამუკა

თბილისობა თბილისის გარეთ

07 October 2018 - 05:11 PM

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში არის ერთი პატარა მაგრამ ძალზედ ლამაზი სოფელი . ამ სოფელში ცხოვრობს ერთი პატარა (პატარა იმიტომ რომ წლოვანეით არის ჯერ 20 წლის და ტანითაც არ გამოირჩევა :D ) გულიანი კაცი . სოფელში მთელი წლის განმავლოაბში მხოლოდ რამოდენიმე კომლი ცხოვრობს. ჩვენი ძმის ოჯახი სამი ადამიანისგან შედგება დედა, და და თვითონ . მამა რამოდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. სოფელი მოწყვეტილია ყველანაირ კომუნიკაციას არც ტელეფონი იჭერს, არც ინტერნეტი და გზაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. გარშემო შერეული ტყეა სადაც მრავლად ბინადრობს კურდღელიდან დაწყებული დათვით დამთავრებული ყველანაირი ნადირ ფრინველი. ჩვენი ძმაც დადის ტყეღრე..