Jump to content

Panteleimon

Panteleimon

წევრი 22 Feb 2017
გასული ბოლო აქტიურობა Sep 14 2022 05:40 PM

ბიჭია ბიჭიიიიი !

25 February 2020 - 03:45 PM

 ალექსანდრე გიორგის ძე ფიროსმანაშვილს ვულოცავ ქვეყნად მოვლენას.

უფალმა დაულოცოს ამქვეყნიური ცხოვრების ნაბიჯები მისცეს ჯამრთელობა , დღეგრძელობა , უხვი წყალობა, სიმშვიდე , თავმდაბლობა, ვაჟკაცობა და ულევი მოთმინება.

ჩემს პირველ შვილს გიორგის  და მის მეუღლე მარიამს ვულოცავ შესაბამისად მამობას და  დედობას. ბედნიერი მშობლები ყოფილიყვნენ !!!

პ.ს. შეგიძლიათ დამატებით პაპის სტატუსიც მომილოცოთ


დესანტი წალკ-ოტში ჩიტი დოდოს ქართული წარმოშობის დასადასტურებლად

29 August 2019 - 04:58 AM

სეზონი მშვიდობისა
იმ კურდღლის არ იყოს ჩირგვში, რომ იჯდა და რაღაცეები ეგონა და მოულოდნელად დაიწყო სეზონი ბატონმა, ხოდა ამ სეზონისთვის მზადებისას ასევე მოულოდნელადჯერ ერთი მაძებარი ატყდა ჩემს ეზოში შემდეგ ბოქსიორი შემდეგ , მეორე მაძებარი.
ხოდა იმ კურდღელ მონადირებული ბატონივით კმაყოფილი მიღიმოდა მეუღლე(ყველას გვყავს სახლში გედეის ფარული აგენტი ამ სტატუსით)
მაგრამ დიდხანს გაახარებს ეს სოფელი ვინმეს განა? ხოდა ჯერ სეზონი გადმომიჩოჩეს შემდეგ ჯერ ერთი მეძებარი დაწყნარდა შემდეგ ბოქსიორი შემდეგ მეორე ზედ 24ში.
ხოდა უკვე ზუსტად ისევ იმ ბატონივით გაღიმებული ვწმენდდი ზეთისგან თოფის ლულას. მეუღლე(ამჟამად საგადასახადოს აგენტი) კიდევ ცდილობდა სრულიად საქართველოს სამონადირეო ხარჯების "უფრო გონივრულად" მიმართვაზე ცდილობდა საუბრის ჩამოგდებას. რა თქმა უნდა ქვეყნის საკეთილდღეოდ. :) ეს ის წუთებია როდესაც ჩვენი ერთი კუთხის წარმომადგენლები "ალაზქნი და ალაზანის" მღერიან

ლეგიონერი მე ანუ სანადირო სეზონის დახურვა შარახევში

24 February 2019 - 09:29 PM

სამონადირო სეზონის დასასრული , ჩემთვის ყოველთვის რაღაც უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

ალბათ ბევრ მონადირეშიც. იწყება მოლოდინის რეჟიმი, გატარებული პერიოდის შეფასება. ამას ერთგვარად ძაღლების მფლობელისთვის გეშვის პერიოდი ახალისებს. თუმცა მანდაც დელიკატურობის პერიოდები- როცა ბუდეზე ზის ფრინველი ან როცა ნაშიერი ყავს ტყიურს და არ ღირს შეწუხება . მეთევზურებისთვის და მებადურებისთვის თევზაობის პერიოდი ერთვის- ამ სახეობაში მეც უნდა მოვსინჯო ძალები.

მე და ჩემი მეგობარი სეზონის ბოლო დღეს ვსხდებით და თოფებს ვწმენდთ - რიტუალის პონტში ...  ხშირად ეს თარიღი უბრალოდ მარხვაში ექცევა და ნადირობაც კარგა 2 კვირის შეწყვეტილი მაქვს ხოლმე ..

 

მიმდინარე სეზონის დახურვა მარხვაში არ მოყვა შესაბამისად და მეც ჩემს ძმებს -  კარგი ქართველების ძმურ ოჯახს , კლუბ მონადირეთა ლეგიონს შევუერთდი სეზონის დახურვის ღიონისძიებაზე.

 

ხოდა ასე -   ლეგიონერი მე ანუ  სანადირო სეზონის დახურვა  შარახევში 

 

 

legion.ge-837-1551029399.jpg

legion.ge-837-1551029411.jpg


მგეზავი და "გაჭრილი" მდევრების შერკინება- ანუ შარახევი ვს ლეგიონი , რუმინეთი ვ...

11 February 2019 - 12:34 PM

ერთხელ პატარა ბაბუკას დასცხა და ღვინო მოსწყურდა , გარდაბნის ნადირობიდან რომ დაბრუნდა , შარახევს გასვლა მიბრძანებიაო - წყურვილის მოკვლა, რომ სურდა ...

აკი წინა წინა დღეს დონემ უჩიჩინა:

-   ლუდი დავლიოთო, სამშობლო მოგვიხმობსო , რუმინელებს ვერკინებითო და ჩვენი ფეხების ბაკუნის და მუშტების ბრახუნის და კათხების კაკუნის გარეშე არ გამოვა ეგ გამარჯვებაო  , სამამულიშვილო საქმეაო  ..

- ისეთი უკანა ხაზი უნდა დავაყენო ლახატოს მხარესო - ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - მთავარი გამთამაშებელი არტურა , წინა ხაზში უნდა გამოვცადო მეორედო- ზედა ნომრებში გავუშვაო და ახალგაზრდებს მივცე სარეკში მგეზავად გასვლის შანსი და თავის გამოჩენის საშუალებაო, რომ  - ერთი სიტყვით ქვას არა მარტო თავი შეუშვირა თავზე  "კასრულიც" კი ჩამოიმხო დაიმედოობისთვის 

- ვინ ახალგაზრდებზე ამბობო თორღვაზეო ?  - ეგ ხომ უსაფრთხოების  ორანჟს შინგიდან იცვამსო ---

- კაცო ეგ შარშან იყოოო, და შარახევის ნაკრები თუ არ დავამარცხეთ, შოტლანდიაზე ისე  ვერ გავიქაჩებითო , მთიანია ორივე და შესაბამის გარემოში ვარჯიში გვმართებსო არც ცხრებოდა ლეგიონის კლუბის პრეზიდენტი

- ვინ თამაშობს ზედიზედ 2 თამაშსო - არ თმობს პოზიციებს დონე

- მონადირე ლეგიონერიო , და თან გამოუძინებელი და გამარჯვება ნაზეიმებ- ნაქეიფარიო

 

აქეთ შაბათისთვის მზადებაში ლეგიონრების საშაბათო გუნდი თოფებს ლესავდით და ცეცხლე კონიაკს ვასხამდით (ზოგი ვისკის ) მაგრამ რა სალაპარაკოა.

1. ერთი სიტყვით გადაწყდა  დონემ სრულიად აიღო საკუთარ თავზე რუმინეთის მიმართულება.

2. შარახევის ნაკრების ფორმირება და შემზადება გარდაბნის მატჩში მონაწილეობის არ მიმღებმა და დასვენებულმა გუნდმა დავიწყეთ.  დაპლიუსება, დასამწვადება, შუბლზე კოცნა  და ასე შემდეგ.


შარახევის ჩირაღდნები

28 January 2019 - 01:10 AM

წინალექსი :

 

ცაზე მთვარე შემომხვდება ღამე და ნათევი,
ვის ვემდური, ან ბედს რად ვემართლები
სად არიან ჩემი ძველი, დარდი და მანდები,
წავალ მეც და მათთან დავიკარგები

 

 

 

- სადა ხართ მეთქი  -ლეგიონერი დარდიმანდები  მოვიკითხე

- და ვდარდობთო ..

- რას მეთქი და ,

- რაღას არაო      ..

- ჩამოთვალეთ მექი

- კარგიო   :

  1. ​ბრაკონიერი შეესია და - შარახევსო ..
  2. ტურა-მელა მომრავლდაო  - და შარახევსო ..
  3. მგლები ჭამდნენ შველსო შვიდნიო და ისევ შარახევსო ..
  4. შენც აღარ წამოსულხარ თვენახევარია და ისევ ისე შარახევსო .
  5. ხოდა სიმღერაც მოგვენატრაო, ლექსებიცო და მაინც და მაინც ისევ და ისევ შარახევსო