Jump to content

Qartvela™

Qartvela™

წევრი 07 May 2014
გასული ბოლო აქტიურობა გუშინ, 21:46

საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსი "ლილო–არენა"

14 March 2019 - 11:52 AM

გვინდა რომ თბილისში გვქონდეს ადგილი სადაც ავტომობილებით ვივარჯიშებთ, გავერთობით და შევეჯიბრებით ერთმანეთს ისე, რომ დაჯარიმების არ შეგვეშინდება. სულ რაღაც 2500 ხმა გვჭირდება და ჩვენი საოცნებო სივრცე გვექნება. ელექტრონული პორტალი: "შენი იდეა ქალაქის მერს" ჩვენი შანსია!
გადავდივართ ლინკზე და ვაძლევთ ხმას. სულ ეს არის რაც გვჭირდება!
წარმატებები ყველა ჩვენთაგანს!

 

მიმაგრებული ფაილები  121212.jpg   315.08კილობაიტი   0 გადმოწერები

 

პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არც ერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები და ქვეითები და სხვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ–გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე. კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ–ინსტრუქტორთა მომზადება–გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება–გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით.

კომპლექსში შემქნილი ინფრასტრუქტურა და მაღალი უსაფრთხოების დონე, საშუალებას მოგვცემს ავტომობილის ფიზიკა და გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა შევასწავლოთ საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც სხვადასხვა ასაკიდან. სწორ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლისგან პერსპექტივაში მივიღებთ მაღალი კულტურის მქონე მძღოლს. კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სარბოლო მონაკვეთები, ავტო–მოტო ღონისძიებების გამართვის მიზნით, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოგვცემს სისწრაფის მოყვარული მძღოლების უსაფრთხო და სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას.

აღნიშნული კომპლექსის ბაზაზე გადამზადებული მძღოლები, ვისთვისაც ავტომობილის მართვა პროფესიაა, მიიღებენ ევროპული დონის პროფესიულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. ასევე კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ტესტიტრება და გადამზადება საკუთარ მძღოლებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს ავტომობილის მართვის მათზე მორგებულ საწვრთნელი პროგრამის შემუშავებას. კომპლექსის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აღნიშნული ტერიტორიის ნაწილის „საბავშვო ავტოქალაქის“ ფუნქციით დატვირთვა, რაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ–ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 6 ჰექტარი ტერიტორია, რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის საწვრთნელი მოედნის ოპტიმალურად გადანაწილება, სადაც შესაძლებელი გახდება, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის აქტივობის მოწყობა.

ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც პოტენციურად მიესადაგებოდა აკადემიის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მონაკვეთი ნომერი - 01.19.13.004.030 ნაწილი დააკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და გთხოვთ, განიხილოთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება.

 

ბმული ხმის მისაცემად: https://idea.tbilisi...i4rSl2bnksrJ4PM

პოსტის ბმული: https://www.facebook...9052192793297:0

ავტორი: მევლუდი მელაძე


მხოლოდ ვირი გადარჩა

06 March 2019 - 06:57 PM

კახეთში 86 წლის მამაკაცი სექსის დროს გარდაიცვალა.

legion.ge-82-1551884132.jpg

წინა კვირას მან გულის ოპერაცია გაიკეთა.

რაიონში ამბობენ, რომ 86 წლის კაცს, საყვარელი ჰყავდა და პერმანენტულად სტუმრობდა თავის სატრფოს. ცოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მორიგი ვიზიტის დროს, როგორც ჩანს, ასაკოვანი მამაკაცის გულმა ამხელა დატვირთვას ვეღარ გაუძლო და სექსის დროს გარდაიცვალა.

სწორედ იმ დღეს საავადმყოფოში აღესრულა მისი მეუღლეც, ოპერაციის შემდგომი გართულების დიაგნოზით ისე, რომ ვერც ქმრის ღალატის ამბავი გაიგო და ვერც მისი გარდაცვალება.


თუ მობილური მოწყობილობით შემოდიხართ და ვერ პოსტავთ

23 February 2019 - 10:21 AM

თუ მობილური მოწყობილობით შემოდიხართ ფორუმზე და ვერ პოსტავთ, საჭიროა თქვენს მოწყობილობაში ჩართოთ ფუნქცია: Desktop Site

 

 

1) შემოდიხართ ფორუმზე

2) თქვენს მობილურში გახსნილი ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში არის მენიუს ნიშანი, სამი წერტილის სახით

3) ამ ნიშანზე დაწკაპუნებით ჩამოიშლება მენიუ, სადაც ერთერთი ფუნქცია არის Desktop Site

4) მონიშნეთ ეს ფუნქცია

 

გვერდი ავტომატურად განახლდება და უკვე შეგიძლიათ დაპოსტოთ.

 

ეს აიფონებისთვის:

 


რობის სამრეცხაო არა და "მოიკა" კი.

10 January 2019 - 05:51 PM

ლუბლიანას 7
 
legion.ge-82-1547129522.png
 
ვისაც წაკითხვა გეზარებათ პირდაპირ გეტყვით იგივეს, რაც "რობის მოიკას" ვუთხარი: მანქანის ძრავის ამაზე "ლეღვი" რეცხვა არც მინახავს და არც გამიგონია.
ცენზურისთვის ბოდიშს მოვიხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ პატიოსანი მოქალაქისგან ვინც ამას წაიკითხავს.
 
შევუთანხმდი ორთქლით რეცხვაზე და გარანტიაზე, რაზეც პასუხი მივიღე: კი ბატონო, 30 ლარი ღირს და გავაკეთებთ.
 
მანქანის მიყვანისას "აღმოჩნდა" რომ ზოგიერთ ადგილას ზედმეტად იყო დაბინძურებული ორთქლი ვერ მოერეოდა, საჭირო იქნებოდა კერხერის ჩარევა.
 
დავთანხმდი, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილებში სადაც ზედმეტად იქნებოდა დაბინძურებული.
 
დაიწყეს აკუმულატორის ხუფის მოხსნით:
"მოიშიკმა" და არა მრეცხავმა, რამოდენიმე წუთი ატრიალა პლასამის ხუფის სამაგრი "შპილკა". მანდ მივქარე რო არ გამოვტრიალდი.
 
პლასმასის ხუფები მე დავხსენი. ჰაერის მიმართველიც მოვხსენი და ჩვარით ამოვქოლე, ხსნარი შიგნით რო არ შესულიყო.
 
დამაქოქინა მანქანა და ძრავს აკვირდება, არ ვარგა ძრავი, დეტონაციები აქვს... არა და ჰაერის მიმმართველში ჩვარი მაქვს გატენილი.
 
მოიტანა ლარიანებში ნაყიდ შუშების საწმენდში ჩასხმული დედის მსრესავი მაზა ფაქა მაწებალელიავატუნინგ ხსნარი, სანამ დაასხავდა გავაფრთხილე მაღალი კონცენტრაცია ხო არ იყო და საღებავს ხო არ დააზიანებდა, პასუხი გაურკვეველი. ის კი გავიგე ძრავი გაქვს შეხებილიო?
 
მიასხ-მოასხა და კაპოტის შიდა მხარეს, ჩიხოლსაც შემოყვა თავის ზეთის შეცვლის მაჩვენებელი ბირკიანად, რაც აღვნიშნე და ვუთხარი რო არ უნდა მიესხა, ეს ხსნარი გადაშლიდა რაც ამ ბირკას ეწერა...
 
ორთქლი მხოლოდ ამ მომენტში დავინახე და ბოლოს, მანქანა რო დავქოქე, არც ორთქლი და არც ორთქლის მაგვარი მე იქ აღარ მინახავს.
 
გააგრძელა მხოლოდ ზევიდან დასხმა, უფრო სწორად მიაწუწ-მოაწუწა, გადადო საშხაპუნო და კერხერი მოიტანა. რეალურად სადაც ძნელად მისადგომი ადგილი იყო და ჩვრით ვერ ვწვდებოდი და მე თვითონ ვერ ვწმინდავდი, ისევ ისე დატოვა და ეს ხსნარი არ მიასხა. 
 
ავიღე და მეთვითონ შემოვყევი.
 
დაუშვა ჯიგარმა კერხერი, ისევ მხოლოდ და მხოლოდ ზევიდან... ან ძნელად მისადგომ ადგილას ჩაეყო, ან წინიდან შეესხა, ან ქვევიდან... არა! დაასხა და მორჩა.
 
აიღო ჩვარი და წმინდავს კაპოტის ჩიხოლს, კითხვაზე აქ ხო ხსნარი მიასხი, კერხერს რატო არ ატარებთქო. პასუხი: ხო მითხარი არ მიასხაო. კაი, აიღო კერხერი და ლაითად მიასხა ჩიხოლს. წამოვიდა ქაფი და მიატოვა, დაიწურებაო.
 
"რეცხვას მორჩა", გამორთო და გადადო კერხერი... მანქანის წინა ნაწილი, ორივე წინა ფრთა, საქარე მინა და სახურავიც ამ რაღაც დედის მსრესავ ხსნარში იყო ამოსვრილი და ასევე ტოვებდა.
 
მივხვდი რო ისევ ჩემი გასაკეთებელი იყო, გამოვართვი და ჩავართვევინე კერხერი, კაპოტის ჩიხოლი ჩამოვრეცხე, მოტორიც გავრეცხე, მანქანის წინა ნაწილსაც გადავავლე წყალი.
 
პლასმასები მანამდე რაც მოვხსენი იმავე ხსნარიანი ტილოთი გადაწმინდეს, მე თვითონვე დავაყენე და მივუთითე რომ ეს პლასმასები მხოლოდ ზედა მხრიდან იყო გაწმენდილი და არა გარეცხილი. შეყო თითი და დაიწყო გამოწმენდა, ეხლავე გავწმინდავ...
 
მოვითხოვე ის პირი მოსულიყო ვინც "რობის მოიკაზე" მისვლისას დამხვდა და როგორც მივხვდი უფროსობდა... თუმცა, აღმოჩნდა რომ საქმე გამოუჩნდა და გასული ყოფილა.
 
გადამახდევინეს 30 ლარი და წამოვედი "კმაყოფილი".
 
P.S. გარწმუნებთ, ლარიანებში თქვენ თვითონ ბევრად უკეთესად გარეცხავთ.

იუთუბზე ვიდეოს ატვირთვა

13 September 2018 - 12:28 PM

ფორუმს დაემატა იუთუბზე ვიდეოს ასატვირთი გვერდი: https://tube.legion.ge
 
legion.ge-82-1536904741.jpg
 
თუ გვერდზე შესვლისას, მარცხენა კუთხეში ხედავთ მხოლოდ გუგლის იარლიყს:
 
legion.ge-1-1536825958.jpg
 
ე.ი. თქვენ არ გაქვთ გავლილი ავტორიზაცია გუგლის ექაუნთით/მეილით.
 
დაკლიკეთ და შედით სისტემაში თქვენი გუგლის მეილით.
 
ავტორიზაციის შემდეგ გამოჩნდება ასატვირთი ფორმა:
 
legion.ge-82-1536827740.jpg
 
შევსებას მგონი არ სჭირდება ინსტრუქტაჟი.
 
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობაა იუთუბზე ერთხელ მაინც გქონდეთ ატვირთული ვიდეო ფაილი და ავტორიზირებული იყოთ, ანუ შესული უნდა იყოთ იუთუბზე თქვენი ექაუნთით და მონაცემებით.
 
თუ ხართ შესული, მაგრამ ვიდეო არასოდეს აგიტვირთვათ, მაშინ უნდა შექმნათ თქვენი არხი იუთუბზე.
 
ასატვირთ ფორმაზე ყველა ტექსტის ასაკრეფი ველის შევსების შემდეგ, აირჩიეთ ვიდეო ფაილი თვქენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან და დააწკაპეთ "ვიდეოს ატვირთვა".
რამოდენიმე წამში ამ ღილაკის ქვევით გამოჩნდება სტატუსბარი, რომელიც განიშნებთ თქვენი ვიდეოს ატვირთვის სტატუსს.
 
ატვირთვის დამთავრების შემდეგ, სტატუსბარის ქვევით გამოჩნდება თქვენი ატვირთული ვიდეოს ბმული უკვე იუთუბზე.
 
legion.ge-1-1536826588.jpg
 
მიღებული ბმული უკვე შეგიძლიათ დააკოპიროთ ფორუმზე იქ, სადაც გინდათ რომ გამოჩნდეს ატვირთული ვიდეო.
 
თუ ბმულის ჩასმის მერე, ან ბმულზე გადასვლის მერე თქვენ ხედავთ:
 
legion.ge-1-1536826645.jpg
 
We`re processing this video. Check back later.: ეს ნიშნავს რომ თქვენი ვიდეო ატვირთულია, მაგრამ იუთუბი სათავისოდ უკეთებს კონვერტაციას და ყურებადი გახდება გარკვეული დროის შემდეგ, რა დროც დაჭირდება იუთუბს კონვერტაციისთვის. დამოკიდებულია იმ ვიდეო ფაილის ზომაზე/სიდიდეზე რომელიც ატვირთეთ.
 
ახალი ვიდეოს ასატვირთად გამოიყენეთ:
 
legion.ge-82-1536827479.jpg
 
ან თუ ფორმის შევსებისას შეცდომა დაუშვით და გეზარებათ ჩასწორება. ეს ღილაკი აბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას.
 
სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის.

 
P.S. არ დაგავიწყდეთ თქვენი ვიდეო ჩვენს გალერეაშიც დადოთ: https://legion.ge/videos