Jump to content

....

....

წევრი 03 Jan 2014
გასული ბოლო აქტიურობა Aug 13 2020 10:31 AM

იყიდება 2 წყვილი სამეული

31 July 2018 - 12:33 PM

იყიდება 2 წყვილი სამეული გერმანული ავეჯი, ერთი არის 3–2–1 ლონგ ლაიფი, მეორე 3–1–1.

3-1-1, არის საუკეთესო მდგომარეობაში, ფაქტიურად უხმარი უდეფექტო. ფასი 1300$

3-2-1 ლონგ ლაიფი არის კარგ მდგომარეობაში. ფასი 1300$

სურათებში ჩანს ორივე ავეჯის მდგომარეობა.

კლუბის წევრებზე რათქმა უნდა მოქმედებს დიდი ფასდაკლება 

 

ფორუმი რომ არ გადავტვირთო სურათებით ლინკს დავდებ 

https://www.mymarket.../view/12007395/

 


კახეთში მოლხენა საგმირონი

14 January 2018 - 09:04 PM

ატყდა განგაში, კახეთში გვიხმობენ მტერი შემოსულა ქიზიყსა შინაო. ხოდა ჩვენც ავდექით და წავედით რა. ტრადიციულად ლეგიონერების პუნქტუალურობა ხომ გასაკვირია ყოველთვის და ამიტომ 1 საათი მომიწია ლოდინი :D შეხვედრა დაიგეგმა, შედგა და განხორციელდა, ნუ რა თქმა უნდა გზაშივე იხოდებოდა კამანდა და წავიდა ღვინოს ჭიქების ჭახუნი და კბილთა ღრჭენა. გზაში იყო ხალასი იუმორი ტრადიციულად და გათიშული ტურბო მანქანზე რომელიც ძლიერ გვაფერხებდა. მაგრამ ნოზაძე როცა საჭესთანაა ეს რა მოსატანია და სადღაც დედოფლისწყაროს მისადგომებთან ტურბომაც გახსნა და გოჩამაც დააფარა, დააფარა და უკნიდან გუგამ ვაიმეო, ელიზამ იშიშვლა ხმალი ეგონა მტერმა გუგა მხარში დაჭრა მაგრამ ჰოი საოცრებავ. გუგას სკამს ფეხი მოსტყდა და ბაბუს ჩაეხუტა, "იგრე იყვნენ როგორც ყველი და პური"  :0025:  :0024: ამ გამიშვი დამიჭირეში მივედით დანიშნულების ადილზე, სადაც ბატონი თენგო, ელიზას ბიძა გველოდებოდა. შევედით და რა თქმა უნდა უკვე სუფრა გაშლილი დაგვხდა. თენგო ძიამ აბა ჰკა მაგასო და ელიზებმაც შეუბერა. წავიდა სადღეგრძელოები, თენგო ძიამ მოაყარა მწვადი და დადგა ის საოცარი მომენტი რომელიც ქართულ სუფრას ამშვენებს, რამოდენიმე წუთიანი პაუზა როდესაც ყველა ჭამს და მარტო თეფშების რაკა რუკი ისმის :D  რაღა გავარძელო და ტრადიციული დაშხოშიანი- (ბაი ბაბუ) ქეიფი წავიდა. მერე გადავედით ელიზასთანაც ხო უნდა მიგველოცა მისთვისაც ახალი წელი და იქაცა მარანში პაწა პური იჭამა (როგორც ჩემკენ იტყვიან). 

ვაიმეე კი არადა, ვაი ყველას რაც უკანა გზაზე მოხდა, მაგ კადრების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ამიტომ მააყარეთ სურათები.


ბუნებამ მიგვიღო, მაგრამ ნაპირა თვალი აჩმახებს

19 November 2017 - 11:50 AM

მოგესალმებით მეგობრებო. დადგა ის ნანატრი დღე როდესაც მე შეუდექი რეპოორტის წერას  :DDD  P.S მადლობა არ არის საჭირო  :D

ტრადიციულად ხუთშაბათს ნისლი ჩამოწვა ალბიონზე, ვინაიდან ბუნება ყოველთვის ხვდება, რომ შაბათი კვირა მონადირეებს უნდა დაგვითმოს და გვასიამოვნოს. ჩემმა არცთუ ისე გამჭრიახმა თვალმა გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა. ვიანიდან ყველა იძაღის არაფერი არ არის ვერ ვნადირობთო. მე კი ტრადიციულად რაღაც მღრღნიდან. ისმოდა ისეთი არაფრის მთქმელი ფრაზე როგორებიცაა: "ფუ რა სეზონია", "ქათამი არსადაა" და ასე შემდეგ. აქვე დავძენ რო ამინდს შეხედეთ და შესაბამისად იმოძრავეთ. ვინაიდან შაბათი ყოველთვის სანადირო დღეს მაქვს. ამავდროულად ხუთშაბათს ნისლი იყო და ქათამს გვიქადდა ამინდი, შესაბამისად პარასკევს დავიწყე ფიქრი რა მექნა და როგორ. გადავრეკ გადმოვრეკე იქ სადაც ვაპირებდი გასვლას.  ადგილობრივები მოვიკითხე მაგარმ არ გვცალიაო. ცოტა ხასიათი გამიფუჭა ამან და ფაქტიურად გადაფიქრებული მქონდა. ამიტომ საღამოს ტრადიციულად ვცქმუტავდი და კლუბს უმიზნებდი მაინც ხვალ ვერ ვინადირებ თქო. მაგრამ ჰოი საოცრება მირეკავს ჩემი სოფლელი და მეუბენბა ხო არ გავსულიყავით საითმე მშვენიერი ამინდიაო. ეე უკვე გული ამიჩქარდა ამასაბოაში გამახსენდა ივერიჩები რომლებსაც მეურნეობა აქვს იმ ადგილებში სადაც ქათამი ბუდობს და ვიფიქრე ხო არ შევეხმიანო მოვიკითხო თუა ქათამი თქო. დაურეკე შედარებით პროგრესულად მოაზროვნეს კინოლოგიის დარგში მიშკა ივერიჩს :D ივერიჩმაც ანალოგიური რავი ბიჭო არააო. ხო არ გავსულიყავით ერთადთქო აქვე შევთავაზე და არ გვაციალო ძმებმა. ნუ ჰა კაი არ არი ნუ არი, მე მაინც გადავწყვიტე გასვლა ვინაიდან ძაღლი ისევ გეშვის პროცეშია და ბევრ ბახაბუხს ვერ იტანს ამიტომ ვეღარ დავწერე ფორუმზე მე მომიტევეთ. ნუ ასე იყო თუ ისე კლუბი გავმაზე და ველოდები დილის გათენებას. ლიმას გადავძაღე ხო ხარ ფორმაში თქო და ლიკუმ მზაკვრულად ჩაიცინა. ასეთი დატვირთული დღის მერე ტკბილად ჩამეძინა. ერთიც იმ სიზმარში ვარ ლიმა რო სტოიკაზე დგას და ქათამს უნდა ვესროლო და რეკავს ტელეფონი და მაღვიძებს დაიწერა ივერიჩი მ. ნუ სიზმარშიც ავაცილე იმ ქათამს ტრადიციულად :D ამიტომ ივერიჩს ზარს არ გაუბრაზებნივარ. გაისმა მიშკას ხმა მანტის დამხვდიო თუ ბიჭი ხარო. მოდი და დაგხვდები თქო. არ გასულა 20 წუთი და ისმის გრგვინვა და გრუხუნი. ივერიჩები თავისი ახალი მანქვინით მოვარდნენ. აბა დროზე მორჩა პერელიოტი. მეც დავფაცურდი ჩავიცვი ლიმა გამოუშვი შევაგდე მანქანში და აიდა ივერიჩების მამულებსა შინა. ამინდი ყველანაირად ხელს გვიწყობდა ბარაქიან ნადირობას გვპირდებოდა. გზაში რა თქმა უნდა ვიღლიცინეთ (როგორც მუმლა იტყოდა) და მივადექით დანიშნულების ადგილს. აბა ეხლა თვალს მოვატყუოთო ივერიჩმა დიდმა, მაგრამ ვინ იყოს მომტყუებელი როცა ქათმის სუნი გვცემდა. გათენდა თუ არა გადმოვხტით მანქანებიდან, შემოვძახეთ საბრძოლო ყიჟინა და გავიდექით გზას ნუ რა თქმა უნდა გზაში მიდიოდა ღლიცინი ისევ. გავიშალეთ ტყეში და დავიწყეთ სადღაც 15 წუთი სიარულის შემდეგ თვალი მოვკარი ლიამს მანევრს და ქათამმა კლასიკურად მუცელი დამანახა. გასწორდა კარგად სასროლზე და მეც ვბუთქე, ჰოი საოცრებამ ავაცილე ნუ მეორეც დაუყოლე მაგრამ ისიც ავაცილე. გაკვირვებული ქათამი ფრთებს ატრიალებდა ვინაა ეს მანტისაა თუ ვიღაც ოხერიო ( როგორც მუმლა იტყოდა) ეტყობა ნაცნობი იყო მუმლასი ეს ქათამი. ლიმამ შემომხედა და სახეზე ეწერა ვაი შენს პატრონსო. ნუ კაი არაფერი გავაგძელეთ გზა და ლიმა აღარ ჩანს სასტვენი მივეცი და ამამსობაში მეორე ქათამი ამოფრინდა ამ ხმაურზე, ხოდა მევთქვი ვსიო ჩემია, კარგად დაუმიზნე პირველი და ტრადიციულად ისევ ავაცილე და მეორე რო კარგად გავისწორე ჰოი საოცრებავ ისიც ავაცილე. ნუ ლიმაზე აღარაფერს ვამბობო ივერიჩების გინება მესმოდა უკვე. ნუ ჰა რაც იყო იყო გავაგძელეთ გზა მე რათქმა უნდა ბუნებამ დამსაჯა და აღარ შემხვდა არაფერი. უკვე ივერიჩების ჯერიც დადგა ახლა ბუნებამ მათ მისცა შანსი ამასობაში გაისმა 2 გასროლის ხმა, მე მგონია რო რახან მეორე გავარდა აცდა, გადავძახე და გიორგამ წავაყირავეო, ვაა უკვე ემოციებმა იმატა. ისევ გავაგრძელეთ გზა ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ივერიჩების დინა სოტიკაზე დადგა ატყდა წივილი კივილი და ქათამი გაიმაზა ვერ მივასწარით, ნუ იქ რა თქმა უნდა ტყუპებმა შეამკეს ერთმანეთი პოზიტიური ფრაზებით :D. კაროჩე რა ამის მერე ბევრი ვიარეთ თუ ცოტა აღარაფერი შეგხვდა. გავინაცვლეთ მეორე ტყეში სადაც გული მიგვიწევდა უფრო. იქაც შევედით თუ არა ივერიჩმა დაურახუნა მაგრამ ვერ დავინახე კარგადო და ამიტომ აცდა, ნუ გასაკვირია სად ჩვენ და სად აცელა მარა ესეც ხდება. ამდენ ბახა ბუხში ლიმამ თქვენი კარგიცო და ამომიდგა გვერძე ფეხის გამდგმელი აღარავარო არ გასულა 10 წუთი და ივერიჩმა დაიყვირა მანტის ქათამიო, აქ მოხდა რაც მოხდა, მიშკა იდგა ჩემგან შორს ბუბუ დამდგარა სტოიკაზე ხოდა რო ამოიყვანა ქათამი მიშკამ ვერ ესროლა. ტოტების გამო, მერე იდგა მოპირდაპირე მხარე გიორგა წესით იმისკენ უნდა წასულიყო მარა არც იმისკენ წავიდა ეს ქათამი გავხედე და ჩემკენ არ მოფრინავს თან ისე რა მონარნარებს და ივერიჩის ხმა მესსმის რა ბედი აქვს კიდე ამისკენ წავიდაო. ნუ ჩემმამ არცთუისე გამჭრიახმა თვალმა ობიექთი დააფიქსირა შევიგდე თუ არა თოფი ბახ პირველი და ისევ არ ავაცილე კაცო ნუ კაი თქო მეორეც ხო მაქვს დაუმიზნე მეორე და ჩემეი ფეხები ისიც ავაცილე. ჩემი აცელა უკვე ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა რო არც გამკვირვებია. ნუ იქ იყო ჩემი შემამკობელი სიტყვები რომელსაც არ დავწერ,  გარკვეული მიზეზთა გამო. ამასობაში გავიგე ძაღლის ხრიალი თურმე ლიმა თავს იხრჩობდა ეს ვის ხელში ვარო :D აქაც ივერიჩებმა ივაჟკაცე და გადააფიქრებინეს. ამის შემდეგ კიდევ ვიარეტ და აღარაფერი შეგხვედრია. გზაში ვიღლიცინეთ ტრადიციულად, დავტკბით ბუნების პეიზაჟებით და დავეშვით მანქანისკენ. 

ივერიჩების არ ვიცი მარა ჩემი მონაგარი 2 თვის განმავლობაში შეადგენს 100% იან შედეგეს ნახვების მხრივ ნადირის თუ ფრინველის და 100% იან აცილებებს, თუ ვინმემ კაი მჩხიბავი ან მკითხავი იცით წამიყვანეთ :D

 

აბა ივერიჩ მოაძალე სურათები


კურცჰაარი, პოინტერი

02 March 2017 - 09:14 PM

ჩემ ძმაკაცს უნდა კურცჰაარის ან პოინტერის შეძენა დაგეშილის მინიმუმ 1,5 წლის. ნუ ძაღლი იასან ყველანაირად გამართული უნდა იყოს და რადასლოვიეთი. ჩემი რიჩის ლეკვი ჰყავდა და მოპარეს ტო კაცი გაგიჟებბულია. მოვლით იასან მაგრად უვლის ჩათვალეთ რო მე მეინდა რა. ფასზე მოვრიგდებით როცა შემოთავაზება წამოვა. ძაღლს პირადად შევამაწომებ 


იყიდება მიწის ნაკვეთი სამოსახლო.

10 December 2016 - 07:34 PM

ვყიდი ნაკვეთს სამოსახლოს, 1500 მ კვადრატი. ჩემი სახლიდან 200 მეტრითაა დაშორებული გვერძე 2 მეზობელი ჰყავს. დენი, გაზი და ინტერნეტი მიყვანილია ნაკვეთის ბოლომდე. თუ ვინმე შიანურს უნდა ფასს არ დავწერ ისე შევთანხმდებით