Jump to content

pavlovichi808

pavlovichi808

წევრი 07 Jul 2015
გასული ბოლო აქტიურობა Mar 09 2017 10:02 AM

თემაში:პნევმატური იარაღის გაფორმება

31 August 2015 - 11:58 AM

მე დავდებ ნორმატიულ აქტს და თუ რას ეხება და რომელი მონაცემი რომელ იარაღს განეკუთვნება ამაში ვერ ვერკვევი...

 

 
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
    N223    2014 წლის 12 მარტი   ქ. თბილისი
 
ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
 
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე: 
მუხლი 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები თანდართული რედაქციით (დანართები: №1, №2, №3, №4, №5). 
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
 
პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი 
 
დანართი №1 
 
ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები
 
მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექტი 
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს: 
ა) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში; 
ბ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას; 
გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ; 
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.
 
მუხლი 2. ძირითადი ცნებები და განმარტებები 
ამ რეგლამენტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 
ა) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; 
ბ) ჯოული – გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.
 
მუხლი 3. პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები 
პნევმატური იარაღი ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე, გარდა იმ პნევმატური იარაღისა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში. 
 
მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ 
მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვრება ამ დადგენილების №2 – №5 დანართებით. 
 
მუხლი 5. შესაბამისობის შეფასების პროცედურები 
შესაბამისობის შეფასება დგინდება პნევმატური იარაღის მწარმოებლის (ქარხანა-დამამზადებელი) დოკუმენტაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს პნევმატური იარაღის შესაბამისი შეფასება. 
 
დანართი №2 
 
იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში
 
1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. 
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball). 
 
დანართი №3
 
ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას
 
ლულის სიგრძე
არა უმეტეს 50 სმ-ისა
50 სმ და მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
3-ზე მეტი ჯოული
4 ჯოული და მეტი
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
 
 
0.32 – 0.45 გრ
 
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები.
2.  რეგისტრაციას  არ  ექვემდებარება  ელექტროპნევმატური  იარაღი (air  soft) და  საღებავის  
ბურთულების  სასროლი  პნევმატური  იარაღი  (paint ball).
3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
 
დანართი №4
 
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ
 
ლულის სიგრძე
50 სმ და მეტი
გასროლილი
ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
5 ჯოული და მეტი
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.35 – 0.45 გრ 
 
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
3.  რეგისტრაციას  არ  ექვემდებარება  ელექტროპნევმატური  იარაღი (air  soft)  და  საღებავის  ბურთულების  სასროლი  პნევმატური  იარაღი  (paint ball).
 
დანართი №5
 
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ტარება აკრძალულია
 
 
ლულის სიგრძე
 
არა უმეტეს 50 სმ-ისა
გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ)
 
130 მ/წმ-ზე მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ოულებში)
 
3-ზე მეტი ჯოული
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
 
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღის ტარება აკრძალულია იმ  შემთხვევაში, თუ არსებობს  ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარის (მ/წმ) ან გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ) და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და  წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
3. ამ დანართით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება ელექტროპნევმატური  იარაღის (air  soft)  და  საღებავის  ბურთულების  სასროლი  პნევმატური  იარაღის  (paint ball) ტარებაზე.
 

თემაში:სეზონის გახსნენ , ინ წალკენ, ლეგიონირენ გროსსმაისტერენ.

17 August 2015 - 11:42 AM

ლეგიონერებს, ამ საიტის წევრებსა და სტუმრებს, ზოგადად ყველა მონადირეს ვულოცავ სეზონის გახსნას და ვუსურვებ წარმატებებს: წარმატებულ ნადირობას, ერთად ბუნებაში ყოფნის უძლეველ სურვილს და საერთოდ ყოველივე საუკეთესოს...


თემაში:ლეგიონის მეძებრების გაზაფხული-ზაფხულის ვარჯიშები

17 August 2015 - 11:40 AM

ბოლო პოსტის შემდეგ დღეს შემოვედი და ძალიან გამიხარდა გულთბილი მიღება და მოწვევა... შეხვედრა აუცილებლად მოხდება და თან დარწმუნებულივარ ამ მწყერის სეზონში. გილოცავთ სეზონის გახსნას და წარმატებებს გისურვებთ. 


თემაში:ლეგიონის მეძებრების გაზაფხული-ზაფხულის ვარჯიშები

06 August 2015 - 02:35 PM

მეც ეგრე ვიცი დაგეშვასთან დაკავშირებით (ისე დუნიაზე რა გამოლევს პრაფესორებს...). მოტანაზე დავწერე კიდეც ჩემი ბრალია, ვერ ვუთმობ დროს... იმდენს რაც საჭიროა (ამის განხილვა აქ დროის ხარჯვაა და ნერვებისაც..), მერე არაერთხელ მოგვიწევს ისეთ გარემოში ერთად ყოფნა დაწვრილებით რო განვიხილოთ არაერთი საკითხი.


თემაში:ლეგიონის მეძებრების გაზაფხული-ზაფხულის ვარჯიშები

06 August 2015 - 09:45 AM

მესამე სეტერია ეს ჩემს ხელში, ეხლა 2 წლის და 3 თვის არის, მეტ-ნაკლებად ვიცი სეტერის თვისებები და დაგეშვის თავისებურებები. რამდენად ვახერხებ ცოდნის ძაღლისთვის გადაცემას და ათვისებაში დახმარებას ეგ სხვა საკითხია. წელს მეორე სეზონი უწევს და უკვე ძირითადად უნდა ჩამოყალიბდეს. თოფის წაღებას ნაღდად არ ვაპირებ, დაჟე გასროლაც არასამონადირეო მინდორში მოვახდინე. მაგრამ, ნამდვილად კარგია ძაღლს მწყერს რო ჩამოუგდებ და როცა ნელ ნელა ხვდება - მთავარი მიზანი მარტო პოვნა და ამოფრენა არ არის, მნიშვნელოვანია პატრონისთვის მოპოვებაშიც დახმარება. ისე, ალბათ არასათანადო დროის დათმობის გამო, ვერცერთ სეტერს მოტანა ვერ ვასწავლე (ანუ ჩემი ბრალია), მიუხედავად იმისა რომ მაგ ჯიშის ძაღლებისთვის ეგ დიდი „ცოდვა“ არ არის.