Jump to content

fxovela

fxovela

წევრი 12 Dec 2013
გასული ბოლო აქტიურობა Jul 11 2022 07:25 PM

ქობულეთი სუფსა და კუსას ბალაგანი

31 January 2017 - 04:58 PM

მოგეხსენებათ აირია ამინდები და ხალხიც  აირია და სულ გადაირია, :0070:  (აირიოს ჩვენი ამრევი :0026: ) ვინ საით გარბოდა ვერ გაიგებდი, მე ქობულეთში დამპატიჟეს ნათესავებმა ნადიმ ნადირობაზე, ვინაიდან ამიკლეს ტელეფონის ზარებით და იქ ყველანაირად მომზადებულნი მელოდნენ გადავწყვიტე წასვლა მატარებლით, იმ იმედით რომ ვნახავდი ქართულ ორ სართულიან მატარებელს მაგრამ სამწუხაროდ იმ დღისით  სხვა მატარებელი დამხვდა მაგრამ საკმაოდ კომფორტული, აქვე ავღნიშნავ რომ გაითვალისწინეთ თოფი თუ ჩიხოლში გიდევთ არა მხოლოდ მატარებელში არამედ ვაგზალშიც არ შეგიშვებენ :0074: , ამიტომ თუ ძალიან გინდათ წასვლა და თან თოფის წაღება იხმარეთ სკრიპკის, გიტარის ან რაღაც მაგდაგვარი ქოვერი  ;) , ეს ხუმრობით რა თქმა უნდა,  თუმცა მართლა არ აგატანინებენ.

 

ხოო მოკლედ ჩავედი ქობულეთშიი..


ტახზე ნადირობა თურქეთში

17 October 2016 - 08:57 PM

ბაბუ არ დაგზარდები რეპორტისთვის,მოკლედ დღეს დილით  დავბრუნდი თურქეთიდან, ვიყავით ხოფის მთებში, აქ შარშანაც ვიყავი და უშედეგო ნადირობა არასდროს გვქონია, პრობლემა მხოლოდ ბევრი ხორცის წამოღებაა და ამიტომ 2 ცალზე მეტი არ მოვკალით რადგან იქ  თუ მოკლავ აუცილებლად უნდა წაიღო, იქ არავინ დაგატოვებინებს მკვდარ ღორს, ის კი არადა დანას არავინ გათხოვებს გასატყავებლად რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე თუმცა სხვამხრივ გადაგვყვნენ ზედ, ქვემოთ თანმიმდევრობით დავდებ სურათებს კომენტარების გარეშე და ყველაფერი ნათელი იქნება, ალბად ბევრს გაუჩნდება შეკითხვა როგორ შეიძლება მოხვდეს იქ სანადიროდ? იქ ფულს აქეთ გვახარჯებენ ისე რომ სამწუხაროდ არ არის ისე რომ გადაიხადო და ინადირო, შესაბამისად მასიური ჩასვლა ფიზიკურად არ გამოდის, ვისაც გყავთ იქით ნაცნობები პირადი კონტაქტების გამოყენებით ყველას შეუძლია ჩავიდეს და ინადიროს, ღორი იმდენია ლამის ფეხებში აგებლანდონ.

ჩვენ მასპინძლის დაჩაზე ვიყავით და სახლის გარშემო ეზოში ვინადირეთ ძირითადად, გარშემო ჩაის პლანტაციებია, წაბლია ბევრი და საჭმელი უამრავი აქვთ, იარაღს იქ გვახვედრებენ,მარეკებიც კარგი ბიჭები ყავთ, ძაღლი ჩვენ ვაჩუქეთ და ჭკუაზე არ არიან, აქამდე ძაღლით ნადირობა არ იცოდნენ და ეხლა ბედნიერები არიან ნაკლები სიარული რომ უწევთ,წამოვიღეთ ხორციც, 1 ადამიანს უფლება აქვს 5 კილოს გადმოტანის, გამოვიარეთ ოზურგეთში ჩემს ძმაკაცთან, ბუხარში ავაშიშხინეთ ტახის მწვადები და დილით თბილისში ვიყავით,მოკლედ ეს არის მცირე რეპორტი, თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა დაგებადებათ მზად ვარ ამომწურავი პასუხებისთვის.


რაფტინგი ანუ ჯომარდობა კახურად..

31 August 2016 - 05:23 PM

მოგესალმებით, ვასრულებ თხოვნას :0028: , გვარს და სახელს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ არის.

 

ხოდა დიდი ჯომარდისტი არ ვარ მაგრამ კახეთის ისტორიაში პირველად ალაზანზე დავეშვით 3 რაფტით და 1 კაიაკით, ვიარეთ 35 კილომეტრი, მოვუნდით 6.30 საათი, ეს ნავში საჯდომად საკმაოდ დიდი დროა, ალაზანს ნელი დინება აქვს და დროც მაგიტომ გაიწელა,თუმცა გზადაგზა მაგარი თავგადასავლები გვქონდა, გავიარეთ ლამაზი და საინტერესო ჭალები, მეთევზეები ვინც გვხვდებოდნენ ზოგი მწვადის შამფურს გვაწვდიდა, ზოგი ღვინოს, ზოგი საზამთროს, ზოგიც ახალ დაჭერილ შემწვარ თევზს  და რავი, სასაცილო ტური გამოვიდა, ვისაც მართლა ჯომარდი უნდა ვურჩევ არაგვზე დაეშვას, ვისაც გზადაგზა ქეიფი და დროს ტარება აგერ არის ბატონო ალაზანი, მოკლედ კარგი იყო მაგრამ გზა აღარ დამთავრდა, თუ ასე ძაან რამე გამიხარდებოდა გურჯაანის ალაზნის ხიდი რომ გამოჩნდა არ ვიცი, რაიღსტაღი რომ აიღეს დაახლოვებით ასეთი შეძახილი აგმოგვხვდა ყველას ერთხმად,ურააააა, იქ მინიბუსი გველოდებოდა და ჰაიდა..


შეჯიბრი ზუსტ სროლაში ფიქსირებულ დისტანციებზე

30 June 2015 - 02:01 PM

მოგესალმებით, როგორც იცით გაიხსნა ზუსტი სროლის ასოციაცია რომელმაც ჩაატარა უკვე 3-ეთ თბილისის ღია ჩემპიონატი ზუსტ სროლაში ფიქსირებულ დისტანციებზე, სამი შეჯიბრიდან ერთი ჩატარდა სამოქალაქო ნახევრადავტომატური შაშხანიდან  ხოლა ორი სრული კალიბრის შაშხანიდან სროლაში. შეჯიბრებები გაიმართა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეციალურ პოლიგონზე სადაც მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, მსაჯები იყვნენ მოწვეულნი შსს სამინისტროდან. შეჯიბრებები საკმაოდ საინტერესოდ ჩატარდა, შაშხანიდან სროლაში დისტანციები იყო 100-300-და 500 მეტრი ხოლო ავტომატურიდან მხოლოდ 300 მ. გადავინაწილეთ სხვადასხვა ადგილები, პირადად მე შაშხანიდან სროლაში პირველ შეჯიბრში 3 -ე ხოლო მეორე შეჯიბრში 5 -ე ადგილი შემხვდა (100 მ.დისტანციაზე). თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი რომ მიიღოთ აღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილეობა რომელიც გაიმართება სექტემბრის თვიდან შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ ზუსტი სროლის ასოციაციას, აქვე დავდებ რამოდენიმე სურათს თვალსაჩინოებისთვის.

 


პირველი კახელი ოლიმპიელი

10 June 2015 - 10:41 AM

:good:  :bravo: