Jump to content

ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

წევრი 27 Nov 2013
გასული ბოლო აქტიურობა Apr 20 2020 07:35 AM

სამეგრელო. ჭურია 04.05. 2015 წელი

06 May 2015 - 12:10 PM

კოკისპირული წვიმების შემდეგ გადავწყვიტეთ მე გიომ და რუსეთიდან ჩამოსულმა მეზობელმა დიმამ რომელსაც არაფერი გაეგება თევზაობის გავსულიყავით სათევზაოდ ...პახოდუ ჩემით მინდოდა რო დავრწმუნებულიყავი მოდიოდა ეს ნანატრი კეფალი თუ არა .... მოკლედ რაზე შეგაწუხოთ ამდენი და დაგეგმილი კი მქონდა დილიდან წასვლა მაგრამ ბიჭებს ჩაეძინათ მერე დავიწყე ყველასთვის ჭიების ქექვა ანკესების მომზადება იმიტომ რო არავის არაფერი არ ქონია მზად და შუა დღეც მოვიდა ამასობაში ერთი 3 საათი იქნებოდა ადგილზე რო ვიყავით ესეც ჩვენი დიმიტრის ტოიოტა კოროლა  ;)

5e9025ca97e4.jpg

მისვლის თანავე ეგრევე გავშალეთ ჩვენი მოწყობილობები და ეგრევე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო 

2207b4b91d74.jpg

შუა დღე იყო არც კეფალი ჩანდა ძმებო და არც კარჩხანა ეს არის კარასის ქართული სახელწოდება  ;) ბიჭები თევზის მოლოდინში იყვნენ.. აქეთ პივები და ქემელებიც გვქონდა მაგრამ თევზი არ ჩანდა  :0030: 

5a88c99f4dc2.jpg5 საათამდე ასე 6 ნახევრამდე კი ვწრუპავდით ამ ლუდს და როგორც იქნა დავიჭირე ნანატრი კარას პიდარას

e920f13f7e77.jpg

ერთი გიომ კიდე მიამატა ;)   და ხო იცით ზღვის ჰაერმა მოშიება იცისო და გადავწყვიტეთ წაგვეზაკუსკებინა 

ccf855c38ae2.jpg

პერეკურიც გავაკეთეთ და საღამოსკენ ჩვენს გამოუცდელ მეგობარსაც დავაჭერიეთ რამოდენიმე  :0030: მაგრამ ფოტოს გადამღები არავინ იყო ...მზემ ყველას ძალა გამოაცალა  :ki:  :fishing:

ესეც სახლში მისულზე ჩვენი ნადავლი კაი ხოშიანი კარასიკები კი დავიჭირეთ

:1011:

c9c9189f05a7.jpg

ესეც რეზულტატი მაგრამ მინდა ავღნიშნო რო კეფალი ანკესზე არ მოდიოდა :0038:   მაგრამ ეს არ იყო ჩვენი გეგმის დასასრული ნადავლის მომზადებამდე ბიჭები კამათელს აგორებდნენ 

20734d82a290.jpgამასობაში კაი დროც გავიდა და ჩვენი კარჩხანებიც მზად იყო თავისი არომატისთვის ზედ მწვანილები ეყარა ხახვითურთ :0037:  :0037:  :0037:

dfc389b69168.jpg

აქეთ 14 წლის დაძველებით ღვინო იდგა 3 ლიტრიანი ძველებური ბოთლით და რა თქმა უნდა  ტრადიციულად გიომ თამადობა იკისრა დიმას კიდე მოადგილეს სტატუსი მივანიჭეთ რომ ესწავლა ქართული სადღერგძელოები კი წუწუნებდა მაგრამ ვუთხარით რო ამაში ჩვენც წავეხმარებოდით :0037:  :D 

b5f6de6989f9.jpgესეც ჩვენი დიმიტრი ფაცურია ბიჭი გარუსების გზაზე იდგა მაგრამ არაუშავს ავანაზღაურებინებთ რუსეთში გატარებულ დროს  :0023:

8c6d09f853b4.jpg

:0024:  :0024:  :0024: გახურდნენ ბიჭები და ვახტანგურები დაიწყეს :0023:  :0034: 

fce1bff99c60.jpg..... მეც ქე ვსამდი მაგრამ აი ვამბობ რა ჩემისთანა კაცს ერთი ოტდელნი ფოტოგრაფი  სჭირდება რა... რას ვიზამთ  დავიჩაგრე ფოტოების  :0068: მხრივ რას ვიზამთ  ესეთი ყოფილა მარტოხელა ლეგიონერის ბედი  :0072: 

ასე რომ ჩემო ლეგიონერებო ასეთი საინტერესო დღე გამოვიდა კარგ ხალხთან ერთად ..  გემშვიდოებით თქვენი ბაკური ბაკურა ბაკო ძიმცეიშვილი  :0017:  :0037:


კიბორჩხალებზე გასვლა სოფ.ჩხორიაში 2015

16 April 2015 - 05:05 PM

მოკლედ 02.04.2015 ....დილის 9 საათი იქნებოდა . მე და ძმაკაცმა გადავწყვიტეთ გავსულიყავით ჩემს სოფელში  ჩხორიაში ზუგდიდიდან 11 კმ მოშორებით მდებარეობს ....სალაშქროდ და პახოდუ კრაბების დასაჭერად .... ეს რამოდენიმე დღის დაგეგმილი თემა იყო უბრალოდ ამინდებმა არ შეგვიწყო ხელი და როგორც კი წვიმამ გადაიღო ეგრევე გადავწყვიტეთ გასვლა ამასობაში სხვა მსურველებიც გამოჩნდენ კიდევ ერთი ძმაკაცი ირაკლი და რათქმაუნდა მამაჩემი ... მამაჩემის უმისოდ უპონტო იყო წასვლა რადგან მან იცოდა ზუსტად ის ადგილები რაც ჩვენ გვჭირდებოდა, ბევრი შესავალი რო არ გამომივიდეს ესეც ჩემი ვაზ 21.04 უღალატო მანქანა ნადირობისთვის და თევზაობისთვის მარტალია 4X4 არ არის მაგრამ ჩემი საქმისთვის იდეალურია  :0030:

36a7899fcc42.jpg

მოკლედ წავედით დიდი შემართებით როგორც ლეგიონერებს შეეფერებათ მასე ჩავედით თუ არა ცოტა მთა იყო გადასალახი და პატარა თუ დიდი ვაივაგლახის მერე ასეთი ლამაზი ბუნება დაგხვდა  :0068: 

7981c8c43124.jpg

ამ შანს ხელიდან ხო არ გავუშვებდი და ეგრევე გადავიღე ფოტოები მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომეწონა და ამაზე შევაჩერე არჩევანი.ცოტა სულიც მოვითქვით წყალი დავლიეთ და მამაჩემის მოყოლიდან გამომდინარე ქვემოთ უნდა გაგვეგრძელებინა გზაა სადაც დაგხვდებოდა ჩვენი კრაბები  :map: ხო სხვათაშორის კრაბს მეგრულად ღაჭაჭია ქვია ქართულად არ ვიცი და ვინც იცით იქნებ დაწეროთ  :DD

როგორც იქნა ჩავაგწიეთ და დაგხვდა ასეთი სილამაზე 

a23f486bda50.jpg

...სულ მაგის ფიქრი მიტრიალებდა თავში ეჰ ნეტავი ნადირობის სეზონი იყოს რა ტყის ქათმები იქნებოდათქო ;) 

ჩვენი გიო საქმეს შეუდგა ეგრევე  :bravo:

c9d2a865cf35.jpg

აქეთ მამაჩემი არ იშურებდა ძალ ღონეს :goood: 

862db5124a24.jpgდა ესეც პირველი ღაჭაჭია  :0024: ოპიტი ქონდა მამაჩემს და გვაჯობა 

af8c9646c313.jpg

ბიჭებიც გაიშალნენ გიოც იჭერდა  მაგრამ მოშორებით იყო გასული და ყოველ დაჭერაზე ფოტოს გადაღება და იქით  აქეთ სირბილი უაზრობა იყო ესეც პროცესი 

47d76bb8ed9a.jpgგახურდა პროცესი ხალხოოოოოოოო  :D

5cf79684df9f.jpg

ამასობაში ძაან ლამაზი ადგილი შევარჩიე ფოტოს გადასაღებად და გადავწყვიტე სამახსოვრო ფოტო გადამეღო მამაჩემისთის 

7229da8e7123.jpgცოტა ვიაფერისტე მეგრულად და იქვე უცებ ვთხოვე ჩემთვისაც გადაეღო ფოტო  :0068:

01f2b371c30e.jpg

მინუტნი პერეკურის...მერე გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა ბიჭები კიდე ისეთ აზარტში იყვნენ შესულები ფოტოს გადაღება არავის უნდოდა  :0024:ალბათ ყველას გაუჩნდება შეკითხვა რატომ თოფი ??მაპატიეტ მეგობრებო უკაცრიელი ადგილია თაან მგლების და ტურების სამფლობელო და მშვიდად ვამჯობინე ყოფნა თან სხვისი ბავშვები მიმყავდა   და რა მქნა აბა  :0076: ცოტა ოდენი ხეტიალის შემდეგ ისევ ფოტო ნადირობა გადავწყვიტე :0068: აი შედეგიც 

1472eedaeaf3.jpgმოკლედ ძალიან კარგი დღე გამოვიდა არაფერი ჯობია ლაშქრობას ნადირობას თევზაობას და კარგ ხალხთან ბუნებაში გასვლას და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას ესეც ჩვენი ნადავლი ერთი ღორჯოც მივაყოლეთ :0081:

65631fa94860.jpg

ყველამ დაიკმაყოფილა თავისი აზარტი და გადავწყვიტეთ სახლში დაბრუნება უკან რა თქმა უნდა ისევ ის გზა გვქონდა გასავლელი და ისევ მთაზე გვქონდა ასასვლელი მამაჩემიდან გადმოცემით ჩემი წინაპრები ზუსტად ამ ადგილას ცხოვრობდნენ ამ მთაზე და აი ზუსტად მაგ ადგილიდან ვცადე ფოტო გადამეღო ზემოდან სოფლისთვის  :0068:

b01fce263e43.jpg

სახლში მისულზე კრაბების და ღაჭაჭიების ბედი ასეთი აღმოჩნდა

f3c3bcdabf96.jpg

... გემშვიდობებით ყველას კეთილი სურვილებით თქვენი ძმა და მეგობარი ბაკურ ძიმცეიშვილი  :thumb_COLOURBOX5185531:  


სამეგრელო. ჭურია 2015 წლის სეზონის გახსნა

29 March 2015 - 07:37 PM

მოკლედ ჩემო ძმებო ყველას მოგეხსენებათ ნადირობის სეზონის დახურვის შემდეგ რაოდენ დიდი ლომკა აწუხებს მონადირესა თუ მეთევზეს ბუნებაში რო გავიდეს და ელემნტარული სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს ... მოკლედ 27 მარტს გადავწვითეთ მე და ძმაკაცმა გავსულიყავით ბუნებაში სუფთა ჰაერი რო ჩაგვეყლაპა და პლიუს ექსპერიმენტიც რო ჩაგვეტარებინა.. გაამართლებდა თუ არა საზოგადოების ასე თუ ისე რბილად რო ვთქვათ  მოყოლილი ჭორები თუ რეალობები ასე რომ მთლად დიდი შესავალი რო არ მქონდეს დავიწყებ მოყოლას და ფოტოებსაც დავურთავ ;)  

ასე თუ ისე ყველამ კარგად იცით შეუძლებელია ნორმალურად დაიძინო ღამე როცა გაწუხებს ის რაგაც შინაგანი გრძნობა რო დილით კარგ საქმეზე  წახვიდე...ყველანი მზად ვიყავით დილის 6 საათისთვის ესეც ჩვენი მერცხალა შავი მაზდა დემიო 

b40e5c0d1e95.jpg

ყველაფერი მზად ვქონდა მხოლოდ წასვლა იყო დარჩენილი და ჩვენც გავეშურეთ ჩვენს საყვარელ მდინარე ჭურიაზე სათევზაოდ :0081: რო ჩავაგწიეთ ჩვენი ადგილები დაკავებული დაგხვდა ხალხი თურმე გამის 4 საათიდან იყო მისული  გემრიელი და თევზ უხვი ადგილის მოსაპოვებლად ..რამდოდენიმე წელია დავდვარ და ამდენი ხალხი ერთბაშად არავის უნახავს შეკრებილი  :0024:

e315397c056d.jpg

ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა სიტუაციიდან გამომდინარე და დავჯექით ჩვენთვის უცნობ ადგილას //სხვა გზა არ გვქონდა და გავშალეთ ჩვენი ანკესები  :goood:

c0e0ac8db049.jpg

ასე თუ ისე კარგი დროც გავიდა და ესეც ჩემი პირველი თევზი  :1011:

50583351b0c2.jpg

ზოგი იჭერდა კარგად ზოგიც ვერა ზოგი კიდე საერთოდ ვერ იჭერდა  :0062: ასეთი უცნაური დღე იყო მოგეხსენებათ მარტი რა კლაოზნიკი თვეა და ამასობაში ქარიც ამოვარდა რა გვექნა თევზაობას აზრი აღარ ქონდა ტივტივით მასეთ ქარში და გადავწყვიტეთ მეგრული ჭაჭით გავხურებულიყავით ესეც ჩვენი ძმა და მეგობარი ჩვენი ყოფილი თამადა  გიორგი ბუცხრიკიძე  :0037:  :D 00395c9f4249.jpg

ჭაჭის გახურებულზე ქარმაც გადაიღო და თევზიც წამოვიდა ნელ ნელაა ესეც ჩემი და გიოს ნადავლი შუა დღეეს 2 კილომდე კი იქნებოდა  ;) შუა დრის მერე ისევ ქარი ამოვარდა ცოტა წვიმაც წამოვიდა  :0051:  ;((

989fd272644a.jpg

მოთმინების და ლოდინის უნარს არ ვკარგავდით მაგრამ რა გაეწყობოდა თევზი არ მოდიოდა და საღამოც დადგა... ველოდებოდით რო საღამოს ისევ დაიწყებდა თევზი მოსვლას მაგრამ არაა უფრო უაზრო  და მეგრული ელარჯივით გაწელილი გახდა ეს პროცესი ჩვენ კიდე თევზი გასაყიდათ არ გვინდოდა და გადავწყვითედ სახლში დაბრუნება მაგრამ ზღვის ჰაერმა მოშიება იცისო და გადავწყვიტეთ წაგვეზაკუსკებინა და ცოტა ჭაჭაც ჩაგვერტყა :0023:  ამასობაში სანამ ბოლომდე გავშლიდი პურ მარილს   ეგრევე ჩავარყი ერტი ფოტოც  :0024:

3bc56dff06a3.jpg

იქვე მოხუციც იჯდა ახლოს... მარტო ხო არ დავლევდით მე და გიო და მოვიპატიჟეთ კიდეც  :0037: 19e9cef36ab7.jpg

დაგვლოცა მოხუცმა და გზაც დაგვილოცა  :0023: ზღვაც იქვე ახლოს იყო და ჩვენც გადავწყვიტეთ სამახსოვრო ფოტო გადაგვეღო  :0068: 9884a3e34468.jpg

მეტეორას ნაჩუქარ ემბლემას არ ვიშორებ გვერდიდან და გადავწყვიტე მეორე ფოტოც გადამეღო ჩვენი საამაყო ემბლემით

964c9c650527.jpg

:goood: არვიცი მეტი რა დავამატო ამ რეპორტს ძალიან კარგი დღე გამოვიდა თევზი არ იყო იმდენი ჩვენ რო ველოდებოდით მაგრამ რაც მთავარია ბუნებაში გავედით და ის მონადირული და თევზაობის ჟინი ცოტა ჩავაცხრეთ ერთვიანი პაუზის შემდეგ პირველ გასვლაზე არ ვემდური ამ შედეგს იმედია მეორე გასვლა უფრო საინტერესო და თევზ უხვი იქნება... დიდი პატივისცმით თქვენი ბაკურ ძიმცეიშვილი  :0023: ესეც ამ დღის დასასრული  :0017: 

 


სამეგრელო. ჭურია 3 გასვლა

20 June 2014 - 08:37 PM

მოგესალმებით ყველას ჩემო დიდი ხნის მონატრებულო ლეგიონერებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით ბაკურ მე_2  :0030: ჩემი დიდი ხნის უაქტივობის შედეგად გადავწყვიტე სათევზაოდ გასვლა კარგ და გემრიელ ხალხთან ერთად. :0025:

მოკლედ რა ხდება დღევანდელ სამეგრელოში.  სადაც ლაზიკა უნდა ყოფილიყო გაშენებული   ;)  

ესეც ახალი პორტის მშენებლობა, დაიწყო იმედია ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ საქმეს.  :bravo:

d145056b6038.jpg

 

გავცდებით თუ არა პორტის მშენებლობას თვალწინ გვეხსნება ჩვენი ულამაზესი ფლორა - და ფაუნა .

f55515a642f4.jpg

ნახეთ რა ულამაზესი კადრი გამოვიდა ვიღაცა, იყო თავისი მერანით მოსული სათევზაოდ უფრო სწორედ იქ დაგხვდა.

d62cf7f0daae.jpg

სანამ ჩვენ სათანადო ადგილი შევარჩიეთ სადაც, ღამე შევძლებდით გაჩერებას ამასობაში, მოსაღამოვდა კიდეც  მე კი ეგრევე კარასის დაჭერას შევუდექი  ესეც პროცესი 

be73cd285961.jpg

მაგრამ,  რათ გინდა ვერ მეღირსა, რა არ გავაკეთე ლამის ერთი ქვაბი ღომი გადავყარე წყალში რა სტილის ჭია არ გამოვცვალე ანკესზე მაგრამ როცა ბედი არ არის ლოდინს ჯობდა სხვა თევზე გადავსულიყავი . ესეც გადავედი კეფალზე 

791bb8bda2ad.jpg

ამასობაში,  პროცესიც გახურდა ესეც ჩვენი უხუცესი ბატონი ზურაბ კალანდია თავის ვაჟკაცთან ერთად მოთმინებას და ძალისხმევას არ იშურებდნენ ..

8c23fd6aeb64.jpg

ესეც ჩვენი პირველი კეფალი :ki:  :0030:

953b2e9c0706.jpg

 საღამოს კი  ზღვის სიცივე ჩამოვარდა მაგრამ არც შეშის მოპოვება არ გაგვჭირვებია მდინარიდან იქვე 100 მეტრში შეშის მოსაპოვებლად გავეშურეთ აი რეზულტატიც ლამის ერთი წლის მარაგი შეშა ვიპოვეთ . ესეც მე ნაჯახით ხელში  :DD

d58fe367c3db.jpg

როგორ მოგწონთ ჩემი აგიზგიზებული კოცონი  :0037:  :DD  :0057:

17e2ce0ad51a.jpg

წავიდა ქეიფი  :0024:  :0023: ყველაფერი მინახავს მაგრამ ასეთი ექსპერიმენტი და შემწვარი კარტოფილის ქურქით არაყის დალევა არა  :0022: წარმატებული ექსპერიმენტი გამოდგა  :0034:

7594409aa108.jpg

მოკლედ ისე გემრიელად დავთვერით არც მე მახსოვს როგორ წავედი დასაძინებლად  :0034:

ესეც ჩემი ნადავლი დილით გაღვიძებულს დამხვდა  ;)

1d360150c0eb.jpg

დილით კიდე ისეთ პახმელიაზე ვიყავი არც თევზაობის თავი მქონდა და არც ლუდის დალევის  :beer:

ყველაფერს განტვირთვა ვამჯობინე და ზგვაზე გავეშურე საცურაოდ  :0068:

1ea4d9dd356d.jpg

არ ვიცი მეტი რა დავამატო კარგი და ხალისიანი დღე გამოვიდა არაფერი არ ჯობია კარგ ხალხთან ნადირობას და თევზაობას დროებით გემშვიდობებით  :0017: გაგრძელება აუცილებლად იქნება  შემდეგ გასვლაზე დიდი პატივისცემით თქვენი ბაკური :0025:  :0025:  :0025:


სამეგრელო. ჭურია მეორე გასვლა

12 March 2014 - 10:31 PM

დილა უთენია ძმაკაცის მაზდა დემიოთი გავეშურეთ სათევზაოდ..... 9a12c83fa491.jpg

.... რას ფიქრობთ ხომ ლამაზი ადგილია ??? უბრალოდ ჩრდილის პრობლემააა  ;)

54dfe5fd6f9a.jpg

გახურდა პროცესი :0016:  :0081:

b87daf11e0d0.jpg

ესეც ჩემი ნადავლი  :0023:  :0023:

8b5578cecfb1.jpg

 

სხვათაშორის ამ დღეს მე და ჩემი ძმაკაცის გარდა არავის დაუჭერია თევზი ..... მაგრამ ხომ გაგიგიათ იღბალი და მეგრული ღომი თევზაობის დროს საჭიროაო   :0024:

15ff91fc60b4.jpg

კარგი დღე იყოო ჩემი დატვირთული ცხოვრების მიუხედავად ამ დღით კარგად განვიტვირთე და კარგი თევზაობა გამომივიდა :0023: