Jump to content

levani toklikishvili

levani toklikishvili

წევრი 24 Jul 2019
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 01:15

16 კალიბრის ვაზნების ტესტირება. 2019 წელი

01 August 2019 - 01:04 PM

გუშინდელი დამღლელი ოპერაციის შემდეგ, რომელიც 4საათზე დავასრულეთ ღამით და სახლში დაახლოვებით 5სთვის ვიყავი, ჩემმა შეფმა ხვალ დღის პირველ ნახევარი შეგიძლია დაისვენოო. რა თქმა უნდა წიააღმდეგობა არ გამიწევიაბდა დავემორჩილე, ეს რომ გაიგო ჩემმა გულის სწორმა და მეორე ნახევარმა, თუ გცალია იქნებ სადმე წავიდეთ სადაც ზაგარს მივიღებო.. ოპაა.... დილაა 9 საათი მირეკავს ავდექი და ვაი იმ ადგომას ხოდა ავდექი რა მექნა ... და დამებსდა გენიალური აზრი რომ ბარემ რამდენიმე ფირმის ვაზნას შევიძენ და გავტესტავთქო ( აბა მე და ზაგარი, ისე ვართ როგორც ვირი და შოკოლადი :D )...

გავეშურე კალიბრის მაღაზიისკენ ცოტა ლოდი მომიწია ჩემი შეყვარებულის და მისი მეგობრის, მაგრამ როგორც იქნა მივაღწიე. მაღაზიაში იყო მხოლოდ ორი ფირმის 16კალიბრიანი ვაზნა, რესული წარმოების ფეტერი და თურქული წარმოების სტერლინგი. შევიძინე ორივე და გავეშურეთ ყველა ჩვენი გულის გასახარად ლისსაა ჩვენსასა.

ბავშვები დავტოვე და გადავედი გორებს იქეთ. ამნდი მთლად ტესტირებისთვის იდეალური არ იყო მაგრამ იქედან ისე ხომ არ წამოვიდოდი რომ ჟინი არ მომეკლა. წაღებული მქონდა კარდონები 50X50 ზე. მოვძებნე უსაფრთხო ადგილი და დაიწყო ტესტი.

ფეტერი 16 კალიბერი, 9 ნომერი საფანტი. უკონტეინერო. დისტანცია 35 მეტრი (+ - 1 მეტრი)

[attachment=6554:307DE9AE-1A6F-4546-82AF-DB41A41727CE.jpeg]

სტერლინგი 16 კალიბერი, 9 ნომერი საფანტი, 28 გრამი. კონტეინერით, დისტანცია 35 მეტრი (+ - 1)

[attachment=6555:C6DE2B87-4BC6-4567-A31D-4799FD69940C.jpeg]


შედეგმა გამაოგნა რატომღაც, ფეტერიდან მიტანილი იყო 202 ცალი, ხოლო სტერლიგიდან 93 ცალი.

მსროლელი, დისტანცია, სამიზნის ზომები, თოფი და ყველაფერი თუ კი რამშეიძლებოდა ყველაფერი თანაბარი იყო.

ჩემს ტესტში ჯერ-ჯერობით ლიდერობს რუსული წარმოების ფეტერის ვაზნა.

გაგრძელება იქნება........

გადაუდებელი დახმარების ხელჩანთა

31 July 2019 - 01:30 AM

გადაუდებელი დახმარების ხელჩანთა
თან იქონიეთ პირველადი დახმარების სათავსო/ჩანთა როგორც სახლში, სამსახურში, ისე ავტომანქანასა და დასასვენებელ ადგილას. სათანადოდ აღჭურვილი პირველადი დახმარების ხელჩანთა ძალიან გამოსადეგი ნივთია. აღნიშნული ტიპის ჩანთა შესაბამისი აღჭურვილობით, შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივ აფთიაქებში ან შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ხელით. ზოგიერთი ჩანთა მოწყობილია სპეციფიური აქტივობებისთვის, მაგალითად ლაშქრობებისათვის, ბანაკებისთვის, ან ნაოსნობისთვის. როდესაც ყიდულობთ პირველადი სამედიცინო დახმარების სათავსს, ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი შეიცავდეს ყველა იმ ხელსაწყოს, რომელიც აუცილებელია დახმარების გასაწევად, მათ შორის კონკრეტულად თქვენთვის საჭირო მედიკამენტებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს და ა.შ. რეგულარულად შეამოწმეთ იგი და პერიოდულად განაახლეთ ხოლმე გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი შესაბამისი აღჭურვილობა.

გავაფერადოთ ჩვენი ბუნება

29 July 2019 - 11:36 AM

ბუნების მოდარაჯენი