Jump to content

tengomengo

tengomengo

წევრი 22 Nov 2013
გასული ბოლო აქტიურობა Mar 18 2016 09:53 AM

სხვადასხვა პნევმატურების განხილვა და შედარება

02 October 2014 - 11:46 PM

ერთი სიტყვით ბოლო დროს ძაან მუღამზე მოვედი პნევმატურის ყიდვის. მაგრამ არცისე ბევრის გადახდა შემიძლია ამიტომ 200-250 ლარის ფარგლებში მინდა ისეთი პნევმატურის ყიდვა რომელიც მომცემს 50-60 მეტრში ზუსტი სროლის საშუალებას და საშუალო ზომის ფრინველის განადგურებას მაგალითად ყვავის და ა.შ...

ფორუმებზე გადავიკითხე და მიახლოებით ამ ფასში აქებენ ამ პნევმატურებს

1.Crosman Optimus .177 Claiber 94.52dol

https://www.amazon.c...#ref=mp_s_a_1_1

2.Crosman Vantage Nitro Piston 105.95d

https://www.amazon.c...i=SS115&simLd=1


3.Benjamin Titan GP Nitro 114.95
https://www.amazon.c...#ref=mp_s_a_1_1

მაინტერესებს ამ სამი პნევმსტურის შესახებ მოკლე მიმოხილვა რომელს რა მინუსები და პლიუსები აქვს ასევე შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ თუ ნახეთ რამე საინტერესო....

"კალიბრის გადამყვანი"

29 September 2014 - 06:23 PM

გამარჯობა, youtube ზე დავძვრებოდი და ვიდეოს წავაწყდი რომელმაც ძაან დამაინტერესა და მაინტერესებს თქვენი აზრი.




ერთი სიტყვით ჩვეულებრივ გლუვლულიან 12 კალიბრიან თოში ჩადის ფოლადის ყალიბი რომელიც შუაში გახვრეტილია სხვადასხვა ზომაზე მაგალითად 9MM, 22LR და ასე შემდეგ. ვიდეოში კარგად შანს რომ ჩვეულებრივი გლუვლულიანი თოფი საკმაოდ ზუსტად ისვრის ამ ტყვიებს და ზოგადად თქვენ რა აზრის ხართ ამ "სათამაშოზე" ხომ არ დააზიანებს ლულას ან რამე მსგავსი? 

 

 

 

როგორ გავხსნათ ახალი თემა

14 March 2014 - 11:11 PM

როგორ გავხსნათ ახალი თემა


ტყის ქათამი "ვალდშნეპი"

25 November 2013 - 01:15 AM

ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა — 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.

 

     ძალიან ბევრისთვის ტყის ქათამზე ნადირობა ყველაზე პრიორიტეტულია, ალბათ, იმიტიმ, რომ მისი მოპოვება არც თუ ისე ადვილია.

ამ ფრინველს ყველაზე მეტად ეხერხება ტყე-ბუჩქნარში დამალვა. აფრენისასაც მონადირე წამიერად თუ მოჰკრავს მას თვალს, რადგან ის მყისიერად ეფარება ხეს ან ბუჩქს და ისე გაუჩინარდება, რომ ბევრჯერ გაწბილებულ მონადირეს უნებურად ეჭვიც კი უჩნდება, ნამდვილად ტყის ქათამი დაინახა თუ არა.

ეს საშუალო ზომი მოყავისფრო-მორუხო ფრინველი ერთი შეხედვით საკმაოდ, სადად, უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ყველაფერი მშვენიერი აქვს. ორიგინალურ იერს მას მეტად ლამაზი, დიდი, თითქმის კეფასთან განლაგებული ბდღვიალა თვალები აძლევს, რომლის საშუალებითაც ის მშვენივრად ხედავს, თუ რაა ხდება ზურგსუკანაც კი. ტყესჰი იგი უფრო მეტად გაფანტულად, ერთეულებად გვხვდება და ნადავლიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მოკრძალებულია ხოლმე. შემოდგომომით იღბლიანი მონადირე შეიძლება მის მასობრივ გადაფრენასაც წააწყდეს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ასეთი შემთხვევები მას არასოდეს დაავიწყდება.

საშემოდგომო გადაფრენისას მონადირეს კარგად გაწაფული ძაღლი უნდა ჰყავდეს, თან სროლაშიც დაოსტატებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგან ტიხტიხის ფერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. (ამგვარი ნადირობა საქართველოში არ არის კულტივილებური, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველგვარი საგაზაფხულო ნადირობა აკრძალულია და მეორეც, იგი აქ არ მრავლდება და, ცხადია, არც ტიხტიხებ.)

როგორ ტიხტიხებენ ტყის ქათმები? მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები...

სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორემდე. მშვიდად ცდა სჯობს.

მამალი ფრინველი დამახასიათებელი საქორწილო სტვენა დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს: „კვოგ, კვოგ სცი". ამგვარი სტვენით უვლის ის თავზე ტყე-ბუჩქნარს და დედალს უხმობს. მისგან განსხვავებით, დედალი ჩუმად დაფრინავს და ძალიან იშვიათად მხოლოდ პირველ ბგერას გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ჩუმად მფრინავ ფრინველზე სროლა დაუშვებელია, რათა შემთხვევით დედალი არ შემოაკვდეს მონადირეს.

შებინდებისას, როცა ყველა მგალობელი ფრინველი გაჩუმებულია და ცალკეული უკვე კარგად გასარჩევია, ტყის ქათმები ტიხტიხს იწყებენ და სმენად ქცეული მონადირეც გაფაციცებით ელოდება, თუ როდის გაიგონებს სანუკვარ ხმას. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის ქათმის საკმაოდ მკაფიოდ და შორ მანძილზე ისმის და მონადირეს საშუალება ეძლევა სათანადოდ მოემზადოს სასროლად.

აი, ერთმა ფრინველმა შედარებით მოშორებით გადაიფრინა, მეორემაც შორს, მაგრამ ზურგს უკან ჩაუარა; უკიდურესად დაძაბულ მონადირეს კიდევ მოესმა ტიხტიხის ხმა და ქათამა ზუსტად მასზე მოფრინავს დაბლა, ნისკარტდაშვებული ნელა მოლივლივებს ბინბუნდში და ამ დროს იგი ღამის დიდ პეპელას უფრო გავს, ვიდრე ფრინველს. მჭახედ გაისმის გასროლის ხმა და ნახევარრკალად შემოხრილი ფრინველი ნეშოთი დაფარულ მიწაზე ეცემა. სიბნელეში ზუსტად გამხმარი ფოთლებისფერი ნანადირევი ძნელი მოსაძებნია, საამისოდ ელექტროფანარია საჭირო. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ მონადირეს კარგად დაგეშილი, აპორტირების მქონე მეძებარი ან სპანიელი ჰყავს თან. ამ ნადირობისას ძაღლის ფუნქცია მხოლოდ ჩამოგდებული ფრინველის მოძებნა და აპორტირებაა, ამიტომ იგი პატრონთან უნდა იჯდეს მშვიდად და ტყეში თავისუფლად არ უნდა დარბოდეს.

სანადიროდ ყველაზე კარგი პირობებია - თბილი, წყნარი, მოღრუბლული საღამო. ამ დროს ტყის ქათმებით შედარებით დაბლა და ნელა დაფრინავენ. უეცარი აცივებისას სატიხტიხო ფრენა შესუსტებულია ან საერთოდ შეწყვეტილია ხოლმე. ასევე ცუდია ძლიერი ქარიც, რადგან ფრინველები საკმაოდ მაღლა, თან ძალიან სწრაფად დაფრინავენ და და მათზე სროლა უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

ტიხტიხზე ნადირობისას ყველანაირი თოფი გამოდგება, მთავარია იგი კარგად მორგებული ჰქონდეს მონადირეს, მაგრამ რადგან სროლა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილზე ხდება უპირატესობა მაინც ცილინდრულ ლულებს ენიჭება.

და აი, საბოლოოდ ჩამობნელდა, ტიხტიხი შეწყდა. მონადირე ელექტროფანარს ჩართავს და გზას შინისაკენ კმაყოფილი გაუდგება-კიდევ ერთი გაზაფხულის დადგომას შეეგება, რამდენიმე საათით გამოეთიშა ყოველდღიურ საფიქრალ-საზრუნავს... გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მოინადირა რამე თუ არ...

post-13-0-23956800-1385327628.jpg


ჩიბუხა (ბეკასი)

25 November 2013 - 01:10 AM

.

 

ჩიბუხა გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭანჭრობში, ჭაობიან ჩირგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში.აგრეთვე მდინარეებისა და ტბების ჭაობიან ადგილებში, საქონლის მიერ დატოვებულ ღრმა კვლებში და სხვა.
აქ მამლები სატიხტაო ფრენას იწყებენ, რომელიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიხტაობის დროს მისი ნახვა მთელი დღის მანძილზე შეიძლება. ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკას 21 დღე სჭირდება. ბარტყების გამოზრდაში მამალი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს და ტიხტაობის დამთავრების შემდეგ მალე შორდება დედალს. ჩიბუხას საკვებია: ჭიები, მწერები, მათი კვერცხები და ნაწილობრივ მცენარეთა კვირტებიც.
საინტერესოა ჩიბუხას მიერ ნიადაგიდან საკვების მოპოვების ხერხი: იგი თავის გრძელ ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში და ნისკარტის წვერზე არსებულ მეტად შემგრძნობი ნერვული დაბოლოების დახმარებით ადვილად გრძნობს მიწაში მყოფ ცოცხალ არსებას (ჭიაყელას, მატლსა და სხვ.)რომელიც ნისკარტით ამოაქვს ნიადაგიდან.
ჩიბუხა ძალიან კარგად დარბის და სწრაფად დაფრინაბს. აფრინდება თუ არა, აკეთებს ჩქარსა და სხვადასხვა ზიგზაგებს, ხოლო შემდეგ მიფრინავს შედარებით სწორად..შემოდგომობით ჩიბუხა ინტენსიურად იკვებება და სუქდება, უფრო თვინიერი ხდება და ადვილად უჩერდება ძაღლს ნაბულზე. . ჩიბუხაზე სანადიროდ საჭიროა გამძლე კარგი ყნოსვის მქონე მეძებარი. მასზე ნადირობა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში, უკეთესია თბილი და წყნარი ნაწვიმარი ამინდი. ჩიბუხა თავისი სწრაფი ფრენის გამო მეტად ძნელი მოსაპოვებელია და ამისათვის მასზე ნადირობა დიდ სპორტულ ინტერესს იწვევს. მის მოსაპოვებლად ხმარობენ 10-12 ნომერ საფანტს.

 

 

post-13-0-46876500-1385327417.jpg

 

 

post-13-0-25319400-1385327411.jpg