Jump to content

Doc-lasha

Doc-lasha

წევრი 18 Jan 2019
გასული ბოლო აქტიურობა Mar 11 2024 12:22 PM

ჩემი პირველი Benelli Argo, Endurace - 308Win.

13 October 2021 - 01:16 PM

მოგესალმებით მეგობრებო, ლეგიონერებო, ფორუმელებო.
მონადირე ადამიანისთვის ალბათ ყველაზე კარგი, საჩუქარი იარაღია. გადავწყვიტე რომ ეს ჩემი თავისთვის გამეკეთებინა და შევიძინე იარღი. ბენელი არგო. 308.
ვფიქრობ, ცუდი არჩევანი არ გამიკეთებია.
ხელში - ძალიან კარგად ზის, შეგრძნება გაქვს თითქოს შენთვისაა შექმნილი ! ძალიან კომფორტულია. ჯერ არ გამისვირია, ალბათ ამ დღეებში გავალ სასროლად. შემდეგ მოგახსენებთ.

v641266.jpg621dda6.jpgm1ad276.jpgs19d266.jpgY6d126f.jpgQ3a6102.jpg562e26d.jpg3ae061d.jpgP317521.jpgZ663689.jpg

მწყერზე ნადირობა.

20 September 2021 - 01:18 PM

მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთი დაანონსებული გასვლა, ამჯერად კრასნაგორკაში.
მინდა ორიოდ სიტყვით მოგახსენოთ ამის შესახებ.

დილით მწყერი, საღამოს ცხენი ))

15 September 2021 - 05:01 PM

მოგესალმებით მეგობრებო.

დიდი ხანია რეპორტი არ დამიწერია და გადავწყვიტე ერთი ორი სიტყვა მოგახსენოთ იმ მცირე გასვლაზე რომელიც ორიოდ დღის უკან მქონდა.

მოგეხსენებათ, თითქმის ორი თვეა სამსახურს ვყავარ ჩაყლაპული, ხოდა გადავწყვიტე ცოტათი განტვირთვა არ მაწყენდა ... სამსახურიდან დილით გამოპარვის ხარჯზე. 

შევეხმიანე ჯაბას და გადავწყვიტეთ საგარეჯოსკენ მოგვესინჯა ჩვენი ძალები.

ამინდი ხელს გვიწყობდა, მოღრუბლული, ძაღლები იდეალურ ფორმაში, მოკლედ ყველაფერი ხელს გვიწყობდა იმისთვის, რომ სიამოვნება მიგვეღო.

დილის 7 საათზე უკვე წყაროსთავში ვიყავით და დიდი იმედით შევუყევით მინდვრებს.


2019 წლის გაცილება,წლის ბოლო ნადირობა. 28.12.19.

31 December 2019 - 01:46 PM

მოგესალმებით მეგობრებო.

ცოტათი დამიგვიანდა რეპორტის დაწერა. 

28.12.2019წ.  - წლის დახურვა.

06:00სთ. შეკრების დრო და ადგილი უცვლელი.

ყველანი განსაკუთრებულად ვემზადებოდით ამ დღისთვის.

რამოდენიმე ფაქტორი: 

წლის დახურვა. 

ჩვენს მიერ აშენებულ, გადახურულ, დასრულებულ, გამთბარ - ძმობისა და ერთობის სახლში პირველად გაიშლებოდა სანადიმო სუფრა.

პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო ის, რომ ჩემი შვილთან ერთად უნდა დავმდგარიყავი ნომერში (პირველად). 

 

ჯესის პირველი ნადირობა ქათამზე

04 November 2019 - 11:14 PM

მოგესალმებით მეგობრებო.

რამოდენიმე დღის წინ გახლდით სანადიროდ ტყის ქათამზე, რეპორტი ცოტათი დამიგვიანდა, იმედია მაპატიებთ ))
დავიწყებ იმით, რომ მყავს 1 წლის კურცჰარი, რომელიც შესანიშნავად დაიგეშა მწყერზე. მისი ასაკის გათვალისწინებით გამოავლინა შესანიშნავი თვისებები: ჟინი, აზარტი, მიტანება, მყარი ნაბული, ჩამოგდებულის პოვნა, რამაც ერთი-ორად გამიმძაფრა ტყის ქათამზე სეზონის გახსნის მოლოდინი.

legion.ge_12995dc063b77492c.jpg
legion.ge_12995dc063c6bf648.jpg
legion.ge_12995dc063d1b3b47.jpg
legion.ge_12995dc063db7582b.jpg

ეს დღეც დადგა.
როგორც ხდება: მეგობრის ზარი, (გოგა ხელაძე).შემოთავაზება, შეთანხმება, და დაიწყო სამზადისი.
რათქმაუნდა მთელი ღამე ვერ დავიძინე, ეს იყო ჯესის პირველი გასვლა ტყის ქათამზე.
ლოკაცია - თიანეთი, სოფ. ჟებოტა.
დილით - დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას შევიკრიბეთ 7 ადამიანი, (ჩვენი ოთხფეხა მეგობრებით, ბევრი დრო არ დაგვიკარგავს პირდაპირ გაუდექით გზას.
მშვიდობით ჩავედით, დილის მადლი შევიწიეთ, როგორც წესია ))
და დავიწყეთ.
ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად, სამი და ოთხ კაციან ჯგუფებად.
ბიჭებმა გვირჩიეს ტყის მასივში შესვლა, რადგან წინა დღეებში ნანადირები ჰქონდათ იმ ადგილებში და გვითხრეს, რომ ტყეში ქათამი იყო. ხოლო თვითონ მეორე ჯგუფი გავიდა ჭალაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 საათიანი სიარულის შემდეგ სამწუხაროდ დავრჩით გაწბილებულები. ერთი ცალიც კი არ გვინახია.
ნუ, რას ვიზამდით, ვიფიქრეთ, ქათამი გასულია, გადაფრენილია, ან მთიდან ჩამოწეული არაა... მოკლედ ხასიათზეც ცოტა იმოქმედა, ძაღლებსაც აზარტი და ჟინი დაეკარგათ, ამასობაში ცოტათი მოგვშივდა კიდეც და გადავწყვიტეთ წახემსება.
დაუკავშირდით მეორე ჯგუფს და რამოდენიმე წუთში მანქანებთან შევიკრიბეთ.
აი აქ კი ცოტა გასაოცარი რამ მოხდა, აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფს აღებული ჰქონდა 8 ცალი, დაახლოვებით 20 ცალი ნანახი და მშვენიერ ხასიათზე იყვნენ.
სიმართლე გითხრათ გამიხარდა, რადგან აღებულ ქათამს მაინც ვასუნინებდი ჯესიკას (ესეც მოვიქეცი). ბიჭებსაც მივულოცე წარმატებული ნადირობა,
თუმცა მალევე გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება და პროტესტი, თან ვცდილობდი მაქსიმალურად კორექტულად მოვქცეულიყავი, რადგან მათ უმეტესობას არ ვიცნობდი, და არ ვიცოდი როგორ გამიგებდნენ, ისიც არ მინდოდა ჩემო მეგობარი უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდო, თუმცა ვერ მოვითმინე და საყვედური მაინც ვთქვი: თუ იცოდით ქათამი სად იყო ჩვენთვისაც გეთქვათ ან ნადირობის პროცესში გადმოგერეკათ და ჩვენც შემოგიერთდებოდით თქო.
მითუმეტეს თავიდანვე ნათქვამი მქონდა ძაღლი პირველად მყავს ქათამზე და პრინციპულად მჭირდებოდა მისთვის სულ ცოტა ერთი ნაბული.
სიმართლე გითხრათ ხასიათი გამიფუჭდა, ალბათ შემეტყო კიდეც, წამოსვლაც დავაპირე.
ჩემმა სიტყვებმა რათქმაუნდა ცოტა უხერხულობა შექმნა, მაშინვე მთხოვეს დავრჩენილოყავი და მეორე გასვლა გაგვეკეთებინა უკვე ჭალაში, მათთან ერთად.
აი აქ, უკვე მოხდა ის რასაც არ ველოდებოდი.
ჭალაში შესვლიდან დაახლოვებით 15წთ/ში ჯესიკას პირველი ნაბული, სტოიკა დააა ამოიყვანააა, სროლისთვის მზად ვიყავი, ეს იყო წამი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ერთი რამ ვიცოდი, არ უნდა ამეცილებინა !!! ესეც მოხდა, ჩამოვარდა, დაჭრილი, ჯესი გაიქცა დააა პირველი კონტაქტი ტყის ქათამთან.


ნადირობა შედგა, სულ ვნახეთ დაახლოვებით 20 ცალი. ჯესიმ ნაბულით ამოყვანა 4 ცალი.

legion.ge_12995dc0754f1caed.jpg

საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ეს იყო წარმატებული ნადირობა, მადლობა ჩემ ძმას გოგლიკოს. რაც მთავარია ჯესის კონტაქტი ტყის ქათამთან შედგა, თან რამოდენიმეჯერ. მიზანი მიღწეულია. წინ კიდევ ბევრი ნადირობა გველოდება.