Jump to content

დოკი

დოკი

წევრი 24 Aug 2018
გასული ბოლო აქტიურობა Jun 05 2019 09:48 PM

ლუფარი

28 March 2019 - 03:12 AM

ლუფარი (ლათ. Pomatomus saltatrix) — თევზის ერთადერთი სახეობა ლუფარისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 115 სმ, მასა 15 კგ აღწევს. გვხვდება ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. ყოფილ სსრკ-ში — შავ და აზოვის ზღვებში. მტაცებელია. იკვებება სხვადასხვა თევზით. ძვირფასი თევზია, გემრიელი ხორცი აქვს. რეწვის ობიექტია.

ეს მასალა ვიკიპედიიდან, ხოლო ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ძალიან კარგად მოდის სპინინგით თევზაობისას და აგრეთვე დიდად რთული დასაჭერიც არაა, მაშინ კარგადაა საქმე ;)
pre_1553728309__luf.jpg

ქულბაქის მწვანე ტბა

21 March 2019 - 10:47 PM

ესეიგი ჩემო ლამაზო და კეთილო ხალხო, არის ესეთი ადგილი ქულბაქის მწვანე ტბა!

  მასში  ცისარტყელა და ნაკადულის კალმახი ბინადრობს, ზომები 100გრამიდან 2-3 კილომდე.

თევზაობა შესაძლებელია ტივტივით, სპინინგით და გაშოლტვით.

კერძო მეურნეობაში შესაძლებელია დაიჭირე-გაუშვის პრინციპით თევზაობა  და ასევე მოპოვებული თევზის შესყიდვაც.

ადგილზე გამოყოფილია საპიკნიკე ადგილები, მინისასტუმროები, ბარი.

1 სიტყვით ულამაზესი ადგილი და გარემოა,  ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება თუ წავალთ ოჯახებით 2 დღით ამ შესანიშნავ ადგილას, გზად პრომეთეს მღვიმეა გასავლელი და მასაც მოვინახულებდით.....


დაგვიანებულთ რეპორტი დაეწეროსაო უთქვამთ ძველებს და ასეა ეს... :)

23 January 2019 - 08:28 PM

ხო დაა კი მიწევს ეხლა რეპორტის წერა....
ჩვენი გასვლა ვინც იცით შედგება 5-6 პუნქტიდან, უფრო კონკრეტულად კი შემდეგი ეპიზოდებიდან:
1- შეკრება ნიკორასთან
2- მგზავრობა სანადირო მეურნეობამდე
3- ნადირობა
4- ფაცხაში ქეიფი
5- უკანა გზა
6- გზაში რომელიმე რესტორნის "აწიოკება"
მაშ ასე ვინაიდან 1 ეპიზოდი გამოვტოვე და ერთერთი ულამაზესი პუნქტი სადაც მთელი კვირის უნახავ ხალხს ხვდები, ესიყვარულები, ფუსფუსებ საყიდლებზე და რაც მთავარია ღლიცინებ!!! შესაბამისადაც ამ პუნქტში დიდად ენაწყლიანი ვერ ვიქნები, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი ზედმიწევნით იდეალურად შესრულდებოდა....
ბაბუს უშედეგო დაკავშირება ჩემთან :)


pre_1548257159__dsc_0068.jpg

ზოგი დროს არ კარგავდა და ყავას სვამდა, ზოგიც იმუქრებოდა, ზოგი ნერვიულობისგან პაპიროსს აფუილებდა.... ხოლო ზოგი ნიკორაში საქმდებოდა
pre_1548257260__dsc_0069.jpg

pre_1548257296__dsc_0094.jpg

pre_1548257319__dsc_0076.jpg

pre_1548257353__dsc_0081.jpg

აგრეთვე იყო ხალხის კატეგორია, რომელიც უბრალოდ პოზიორობდა კამერის წინ . რა ვქნათ ჩვენც გვიყარს ხოლმე პოზიორობა, ოღონდ აუცილებელი პიობაა ღრმად შეისუნთქო :)
pre_1548257457__dsc_0071.jpg
pre_1548257478__dsc_0073.jpg
pre_1548257498__dsc_0078.jpg

დრო გადიოდა, მე არ ვჩანდი, არა კი ვჩანდი ოღონდ მოვრბოდი და თან ვიცმევდი, ამასობაში 1 სამახსოვრო ფოტოც მისცხეს ლომებმა
pre_1548257583__dsc_0111.jpg

მერე დიდმა ბაბუმ დიდი L გადასახა ჯგუფს და გაემართნენ სამონადირეოსკენ....
აქვე დავძენ, რომ 1 მანქანა მელოდა მე.... ხო და აწი ამ თემას აღარ შევეხები, მრცხვნია :( ჩეროკას ეკიპაჟს მადლობა იმ უდიდესი ნებისყოფისთვის, რომ არ ჩამცხრილეს დანახვისას
pre_1548257700__dsc_0112.jpg


წითელა

19 January 2019 - 04:37 PM

საქართველოში პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა წითელას 335 შემთხვევა, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს.ეს მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება ამჟამად გავრცელებულია ძირითადად იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.

 

ეს პირველი აფეთქებაა საქართველოში?

ეპიდაფეთქება იყო გასულ წელსაც, 2018 წლის იანვარ-თებერვალში 370-ზე რეგისტრირებული შემთხვევით. წითურამ იფეთქა 2004-2005 წლებშიც, მაშინ 14 500-მდე ადამიანი დაავადდა და 9 დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (წწყ) გეგმიური იმუნიზაციის შემოღება მოჰყვა.

წითელას საწინააღმდეგო აცრები საქართველოში ჯერ კიდევ 51 წლის წინ დაიყო, როცა წითელას ეპიდემია ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა. 

რა არის წითელა?


წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით; 
წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

რა სიმპტომები ახასიათებს წითელას?

  • ცხელება
  • გამონაყარი
  • ხველება
  • რინიტი ან კონიუნქტივიტი.

წითელას ტიპური შემთხვევა იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი; 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი, თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.

რამდენად საშიშია წითელა?

სტატისტიკური მონაცემებით წითელას შემთხვევათა მხოლოდ 30% რთულდება. 

 

განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში 3%-6%.

მთავარია პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს, დააზუსტოს დიაგნოზი და სწრაფად ჩაიტაროს მკურნალობა.

დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

როგორ ავადდებიან წითელათი?

წითელა ადვილად შეიძლება გადაგედოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ქონდა და არ აქვს იმუნიტეტი - არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი, 90% ალბათობით დაავადდება.

როდის არის გადამდები წითელა?


ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში - სულ 8 დღე.​


როგორ უნდა მოიქცეთ თუ კონტაქტი გქონდათ წითელათი დაავადებულთან?


თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გაქვთ წითელას მიმართ იმუნიტეტი, აუცილებლად უნდა გადაამოწმით თქვენი სამედიცინო ისტორია - აცრების ბარათი. 
თუ ვერ იპოვეთ, ვერ გაიხსენეთ, აუცილებლად ჩაიტარეთ აცრა. წითელას აცრის დამატებითი დოზის მიღება უსაფრთხოა.

როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?

ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის (MMR) საწინააღმდეგო ვაქცინით.


რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?


წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. 
დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.


რა ღირს ვაქცინაცია?


საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?

აცრა არ შეიძლება:

  • თუ ხართ ორსული, აცრა კატეგორიულად აკრძალულია. აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე.
  • თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
  • თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი;;
  • თუ გაქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.

ვინ არის დაცული წითელასაგან?

წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ
• აცრილი ხართ MMR ვაქცინის 2 დოზით - პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში;
• თუ აცრილი ხართ MMR ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;
• თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;
• თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.

და ბოლოს, რატომ ეძახიან წითელას ბატონებს?

ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობებს - წითელას, ყვავილს, ქუნთრუშას და ყივანახველას ხალხური სახელწოდებაა ბატონები. საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ძველი რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებებს იწვევდნენ პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, და რომელ ოჯახსაც ეს „ბატონები“ ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ „ბატონებს“ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად მორჩებოდა. 
დაავადებულს შეიძლება ყვავილები, ტკბილეულობა და მხიარულება ესიამოვნოს, მაგრამ წითელას პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დაავადების ეფექტურ პრევენციას კი აცრები წარმოადგენს.


რა ჯობია ბუნებაში მომზადებულ უხას

31 December 2018 - 11:01 AM

ბევრი რო არ ვილაპარაკო 6 იანვარს ან 12ში, ერთობლივად ავარჩიოთ დღე. გთავაზობთ ვარიანში კალმახზე თევზაობას!!!
ადგილზე შევძლებთ შეწვას, უხის გაკეთებასაც და ყველაფერს რასაც კი ვისურვებთ....

ამავდროულად ვითევზავებთ სხვადასხვა სტილით, გაშოლტვიდან დაწყებული ტივტივით დამთავრებული :) ვისაც როგორ ესიამოვნება... შედეგი იქნება 100% იანი  და შესაბამისადაც გულდაწყვეტილი არავინ წამოვა... 

ადგილზე ფაცხებიც არის მაყალიც და ყველაფერი რათა ბოლომდე ვისიამოვნოთ :)

ხო ლამის დამავიწყდა, 1 კილოგრამი თევზის ფასი 12 ლარია :) ვალდებულები ვართ ვიყიდოთ ჩვენი დაჭერილი...