Jump to content

GIOGIO

GIOGIO

წევრი 07 Aug 2014
გასული ბოლო აქტიურობა Aug 27 2014 03:50 PM

BERETTA

07 August 2014 - 05:52 PM

Beretta

225df3a4aedc.jpg


Fabbrica d'Armi Pietro Beretta - ესაა ერთ-ერთი უძველესი საწარმო მსოფლიოში, რომელსაც წარმოების წყვეტა არ ჰქონია. 1526 წელს გარდონელმა მასტრო ბართოლომეო ბერეტამ გაყიდა 185 ცალი ლულა, რომელშიც მიიღო იმ დროში საკმაოდ დიდი ანაზღაურება, 296 დუკატი. უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისათვის ბერეტას ნაწარმი აღიარებული იყო მისი ხარისხის გამო. სახელი ბერეტა ასოცირდებოდა(ახლაც ასეა ) უკომპრომისო ხარისხთან, დიზაინთან, მასალებთან, კონკურენციასა და იტალიის საზღვრების გარეთ მუშაობასთან. ფირმა ინარჩუნებს ტრადიციებს 15 თაობის შემდეგაც.
1800-ების დასაწყისში პეტრო ანტონიო ბერეტა, სხვადასხვა სიძნელეების მიუხედავად, მოგზაურობდა იტალიაში რათა მისი ნაწარმის დემონსტრირება მოეხდინა და მიეღო შეკვეთები. მისი შვილი ჯუზეპე აგრძელებდა რა მამის გზას, ახდენდა ნაწარმის საერთაშორისო პოპულარიზაციას. 1900-იანი წლების დასაწყისში მორიგი შთამომავალი პეტრო იღებს ფირმას თავის მმართველობაში და ახდენს მის მოდერნიზაციას და ქმნის მისი კომპანიის ნაწარმის მრავალ პატენტს. მოდერნიზაცია გრძელდებოდა შემდეგ თაობებშიც.


310eb5caf11a.jpg


500 წლიანმა გამოცდილებამ ბერეტას მისცა საშუალება განევითარებინა წარმოების მეთოდები, რომლებიც იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ბერეტა წარმოებაში იყენებს 1000-ზე მეტ ჩარხს. კომპანიას გააჩნია ლაბორატორია იარაღისა და საბრძოლო მასალების კვლევისათვის. იყენებენ კომპიუტერულ დიზაინს bi-tridimensional C.A.D.
მთელი მსოფლიოს ძალოვან სტრუქტურები მაღალ შეფასებას აძლევენ ბერეტას ნაწარმს. მისი ნახევარავტომატური პისტოლეტი Beretta 92 შეიარაღებაში აქვს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსა და სასაზღვრო უწყებას, საფრანგეთის ,,ნაციონალურ ჟანდარმერიას” და საჰაერო ძალებს.
ბერეტას წარმატებებს თან სდევს წარმატებები სპორტულ სარბიელძეც. ბერეტამ მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთაშორისო ასპარეზობა.
დიდი გამოცდილება, ინოვაციები, ტრადიციებისადმი პატივისცემა_ ესაა ძირითადი პრინციპები, რომლებმაც განსაზღვრეს ბერეტას მოწინავეობა.

069977bbb323.jpg
8570291981c5.jpg


დღეისათვის კომპანიის შემადგენლობაში შედიან Benelli, Franchi, Sako, Tikka, Uberti, Burris, Stoeger.

 

 

 

აქ გადმოვიტანოთ ეს თემა უფრო სწორია! ;)   

 

 რა სხვაობაა sv10perennia I kick off  და  sv10perennia III kick off  შორის?