Jump to content

კაუ

კაუ

წევრი 29 Jul 2014
გასული ბოლო აქტიურობა Apr 02 2016 01:16 PM

ტერორიზმის ევოლუცია (ნაწილი I / II)

02 April 2016 - 12:58 PM

ტერორიზმის ევოლუცია (ნაწილი I)

ღირდა კი დანაკარგზე ფიქრი, როცაჟესტი ლამაზი იყო”...

ისტორიას ზუსტად არ აღუნუსხავს, როდის მოხდა პირველი ტერორისტული აქტი, მაგრამ ტრაგიკული დიდებულებით აღბეჭდა მსოფლიოში ტერორიზმის პირველი კლასიკური ნიმუში - გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოხდა ძვ.. 44 წლის 15 მარტს. ტერორიზმის სათავეებთან მარკუს იუნიუს ბრუტუსი იდგა. სწორედ ის გახლდათ კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი და ერთ-ერთი მკვლელთაგანი. მას შემდეგ ტერორისტთა ხელმა მრავალი მეფის, იმპერატორის, დამპყრობელი მხედართმთავრისა თუ სასტიკი მაღალჩინოსნის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის მსხვერპლთა შორის იყვნენ ეროვნული თუ სოციალური თავისუფლებისთვის მებრძოლნიც, დიდი საზოგადო თუ კულტურის მოღვაწენიც
ტერორიზმის მიზეზი სხვადასხვა სახის სოციალური, ეროვნული თუ პოლიტიკური უსამართლობა გახლდათ. მას განაპირობებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა, ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის დაპყრობა. ტერორი ხშირად დამპყრობელთა მიერ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ იყო მიმართული. 554 წელს ბიზანტიელმა სტრატეგებმა მოკლეს ლაზთა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეფე გუბაზი. ეს ნამდვილი ტერორისტული აქტი იყო
ტერორის არსი ძალადობის საშუალებით მოწინააღმდეგეთა დაშინება-ლიკვიდირებაა. მას საფუძვლად უდევს ილუზია, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია დიდი სოციალურ-პოლიტიკური იდეალების განხორციელება ან პოლიტიკური მიზანდასახულობის მიღწევა
შუა საუკუნეებში ტერორს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებით შიშის ზარს სცემდნენ აზიისა თუ ევროპის მბრძანებლებს ასასინთა ორდენის წევრები, რომლებიც საგანგებოდ იწვრთნებოდნენ. ასასინთა ბრძოლის ძირითადი მეთოდი იყო ტერორისტული აქტები, რომელთა შესრულება ევალებოდათ ფიდაიებს. არაბულ ენაზეფიდაინიშნავს მებრძოლს, ვინც თავს სწირავს. ასასინების ცენტრს ალამუთის ციხე წარმოადგენდა. 1256 წელს მონღოლებმა ალამუთი აიღეს და ორდენმა მალე არსებობა შეწყვიტა. შუა საუკუნეებში ტერორისტებს ემსხვერპლა ევროპის რამდენიმე მონარქი. საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ფაქტი, როდესაც ტერორისტის მახვილს შეეწირა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.
XIX
საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ იტალიაში იქმნება კარბონარების საიდუმლო ორგანიზაციები, რომელნიც ტერორის გზით იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნების მონარქებისა და დიდმოხელეთა წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელთაც ემსხვერპლნენ: საფრანგეთის ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი - ბერიის პრინცი; რეაქციონერი მწერალი კოცებუ (1819); ფერდინანდ III ნეაპოლიტანელი (1854); ესპანეთის დედოფალი იზაბელა(1856); მიხეილ III სერბიელი და სხვ.
ტირანთმკვლელობისიდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში. მწერლები, ხელოვნები და ინტელექტუალური წრეები თითქოს მოქმედებისთვის მოუწოდებდნენ რევოლუციონერებს მრავალრიცხოვან მიტინგებზე. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III- წინააღმდეგ დაუფარავად მოუწოდებდა ჟურნალლანტერნესრადიკალი რედაქტორი, ნიკო ნიკოლაძის ფრანგი მეგობარი - ანრი როშფორი. ინტელექტუალთა ერთ-ერთ კრებაზე პუბლიცისტმა ფელიქს პიამ შესვაიმ ტყვიისსადღეგრძელო, რომლითაც მოკლავდნენ ნაპოლეონ III-. მასვე ეკუთვნოდა ცნობილი რიტორიკული კითხვა: “შეიძლება თუ არა მკვლელის მოკვლა, თუ მკვლელი იმპერატორია?” 
XIX
საუკუნის 70-80-იან წლებში ევროპის ქვეყნებში დაიწყო ყველაზე ორგანიზებული და სისტემური ტერორიზმის ხანა, რომელიც 1917 წლამდე გაგრძელდა. ტერორიზმის ისტორიისათვის ეს პერიოდიკლასიკური ხანაიყო. ყველაზე ხშირად ტერორს ანარქისტები მიმართავდნენ. იტალიაში ანარქისტებმა წამოაყენეს ლოზუნგიპროპაგანდა მოქმედებაში”. ისინი ხელთ იგდებდნენ პატარა ქალაქებს, ცეცხლს უკიდებდნენ მემამულეთა სახლ-კარს და ცდილობდნენ ხალხიც რევოლუციისთვის განეწყოთ. 1898 წელს ანარქისტებმა მოკლეს ავსტრიის დედოფალი ელიზავეტა, ხოლო 1900 წელს ბრეშის მსხვერპლი გახდა იტალიის მეფე უმბერტო
ევროპაში ტერორიზმის ბუმს დიდად შეუწყო ხელი 1881 წელს ლონდონში გამართულმა ანარქისტთა კონგრესმა, რომელმაც ტერორი რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გამოაცხადა
1882
წელს ტერორისტებმა ლიონის თეატრბელკურშიკაფე ააფეთქეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ეჭვი ანარქისტებზე მიიტანა და მათი რამდენიმე ათეული თავკაცი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის ტერორის მოწინააღმდეგენი სჭარბობდნენ: მაგალითად, რუსი პეტრე კროპოტკინი, ფრანგი კომუნარი დამონმარტრის წითელი ქალიშვილი” - ლუიზა მიშელი და სხვ. მათმა ქართველმა თანამებრძოლმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა გაუჩინარება მოასწრო და ექვსი წელი ემალებოდა ევროპის მთავრობებს
მკაცრმა რეპრესიებმა ანარქისტული ტერორის აღმავლობა გამოიწვია. 1892 წელს რევაშოლმა პარიზში სამი აფეთქება განახორციელა. 1893 წელს ვაიანმა ბურბონთა სასახლეში ისროლა ბომბი, სადაც დეპუტატთა პალატის სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 1896 წელს ანარქისტმა კაზერიომ საფრანგეთის პრეზიდენტი კარნო მოკლა. ალბერ კამიუს ცნობით, მარტო 1892 წელს ევროპაში 1000-ზე მეტი ტერორისტული აქტი განხორციელდა, აშშ-ში - 500. 
პარადოქსი იყო, რომ ევროპული საზოგადოების დიდი ნაწილი ანარქისტებს თანაუგრძნობდა. მათ დითირამბებს უძღვნიდა არტურ რემბო. რევაშოლის შესახებ პარიზის ქუჩებში მღეროდნენ, ხოლო პოეტი ლორან ტაიადი ვაიანის მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ წერდა: “ღირს კი ფიქრი მსხვერპლის შესახებ, როცა ჟესტი ლამაზია?” მოგვიანებით კი, როცა ტერორისტებმა რესტორანფუაიოშიაფეთქება მოაწყვეს, იქ მყოფმა ლორან ტაიადმა ცალი თვალი დაკარგა, მაგრამ ღირდა კი დანაკარგზე ფიქრი, როცაჟესტი ლამაზი იყო”. 
ესპანეთში ანარქისტები განუსაზღვრელი გავლენით სარგებლობდნენ, მეტიც, სახალხო შურისმგებლებად ითვლებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ტერორისტთა მსხვერპლნი იქ სისასტიკით გამორჩეული სახელმწიფო მეთაურები იყვნენ. მაგალითად, 1893 წელს მოკლეს რეაქციონერი გენერალი კამპოსა, ხოლო 1897 წელს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კანოვა. აშშ-ში ტერორისტულ აქტებს ქვეყნის ორი პრეზიდენტი შეეწირა - ჯეიმს აბრამ გარფილდი (1881 .) და უილიამ მაკ-კინლი (1901 .). 
ამერიკელი პოლიტოლოგი რიჩარდ პაიპსი და არა მარტო ის, თანამედროვე ტერორიზმის უშუალო საწყისად მიიჩნევს 1879 წელს, როცა რუსეთში შეიქმნა ხალხოსნური ტერორისტული ორგანიზაციანაროდნაია ვოლია”. ნაროდოვოლებმა თავიანთ უმთავრეს მიზნად იმპერატორის მკვლელობა დაისახეს და ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს მის წინააღმდეგ. ათი უშედეგო მცდელობის შემდეგ 1881 წლის პირველ მარტს ნაროდოვოლებმა მოკლეს რუსეთისმეფე-განმათავისუფლებელი” - ალექსანდრე II. 
ხალხოსანთა ტერორისტული მემკვიდრეობა XX საუკუნის დასაწყისში გააგრძელეს რუსმა ესერებმა (სოციალისტ-რევოლუციონერებმა). 1901 წელს წარმოქმნილმა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად ტერორი გამოაცხადა. ესერებმა ასობით ტერორისტული აქტი განახორციელეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ: დიდი მთავარი სერგეი ალექსანდრეს ძე; შინაგან საქმეთა მინისტრები სიპიაგინი და პლევე; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სტოლიპინი, გერმანიის ელჩი საბჭოთა რუსეთში - მირბახი... ესერი ქალის - ფანი კაპლანის მსხვერპლი კი ლამის ლენინიც აღმოჩნდა
ხშირად თვით რევოლუციური პარტიები ქმნიდნენ საიდუმლო პოლიციის საწინააღმდეგო სტრუქტურებს, რათა გაენეიტრალებინათ ამ უკანასკნელის მიერ რევოლუციონერთა მიმართ განსახორციელებელი რეპრესიები. 1890-იან წლებში დასავლეთ ევროპაში მოქმედი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები ნიკოლოზ II- მოახსენებდნენ, რომ ემიგრაციაში მყოფიცნობილი თავადების კროპოტკინისა და ჩერქეზოვის (ვარლამ ჩერქეზიშვილის) ინიციატივით ლონდონში შეიქმნა პოლიციის საწინააღმდეგო ინტერნაციონალური ლიგა... ამჟამად ლიგის ხელმძღვანელთა შორის არიან თომას მანი, ჩაიკოვსკი, ვოლხოვსკი (რუსი ემიგრანტი-რევოლუციონერები) და მრავალი ინგლისელი სოციალისტი, ხოლო საზოგადოების თავმჯდომარედ ფიქრობენ რომელიმე გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის არჩევას. ლიგას აქვს საიდუმლო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ კროპოტკინი, ჩერქეზოვი, რეკლიუ და სხვა უცხოელი ანარქისტები. მათი მიზანია საიდუმლო სამსახურებთან და საიდუმლო პოლიციასთან აქტიური ბრძოლის წარმოება”.
ერთხანს რევოლუციური ტერორი რუსეთიდან საქართველოშიც აიტაცეს. აქ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს: სოციალ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს, ესერებსა თუ ანარქისტებს საკუთარიმებრძოლი დრუჟინებიჰყავდათ. რევოლუციონერები ტერორით უმასპინძლდებოდნენ მეფის ადმინისტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ მოხელეებს. 1906 წლის იანვარში სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს კავკასიის რუსული ჯარების შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. 1908 წელს მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი, რაშიც მეფის ჟანდარმერია სოციალისტ-ფედერალისტებს სდებდა ბრალს. სოციალისტ-ფედერალისტებმა 1905 წლის ნოემბერში ევროპიდან 7 000 თოფი და დიდძალი ტყვია-წამალი შემოიტანეს საქართველოში. ქუთაისში ადგილობრივმა ტერორისტებმა უშედეგოდ სცადეს დასავლეთ საქართველოს ამკლები გენერლის ალიხანოვ-ავარსკის მოკვლა, თუმცა მეფის გენერალი მაინც ვერ ასცდა რევოლუციონერთა განაჩენს - იგი ერევანში მოკლეს სომეხმა დაშნაკებმა.
1906
წლის 4 ივლისს საქართველოში მოქმედმა ესერებმა თავდასხმა მოაწყვეს თბილისის პოლიცმაისტერ მარტინოვზე. ხელისუფლებას ეგონა, რომ ტერორისტები ქართველი სოციალისტ-ფედერალისტები იყვნენ. ტერორისტული აქტის შემდეგ კაზაკები სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შეცვივდნენ და მოკლეს ცნობილი პედაგოგი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი შიო ჩიტაძე. ამის შემდეგ ესერებმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ქალაქში პროკლამაცია გაავრცელეს, რომელიც სხვათა შორის იუწყებოდა: “დაე იცოდნენ ყველა უფროსებმა, რომ მათი თვითნებობა დაუსჯელი არ დარჩება, რომ რევოლუციონერთა ბომბი დაეწევა მათ იმ დროს, როცა ამას პარტია საჭიროდ მიიჩნევს”.
1917
წელს პირველი მსოფლიო ომით გატანჯულ ევროპას რევოლუციათა ტალღამ გადაუარა. რამდენიმე მონარქია დაემხო. როგორც გალაკტიონი იტყოდატახტებს მოსცილდნენ ვილჰელმი, კარლოს, / ნიკოლოოზი და ფერდინანდი”. ასეა თუ ისე, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის ტერორიზმი რევოლუციური მოძრაობის ნაწილს წარმოადგენდა და სოციალურ-პოლიტიკური უსამართლობით იყო განპირობებული. ამიტომ დაჰკრავდა ამ ეპოქის ტერორიზმს რომანტიკული ელფერი.
 

 


როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი

09 December 2015 - 11:06 PM

როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი ნაწილი I

 

( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა)

ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც "არნახული აფიორის" ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი იქცა. საბჭოთა კავშირში კი, რატომღაც, ამ ისტორიას ბოლო დრომდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა. ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშვილი შეიფარა და სამჭედლოშიც დააწყებინა მუშაობა. ამ ხელობას იმხანად სტამბოლში ძირითადად ქართველები მისდევდნენ, მათ კი თავადი გურიელი მფარველობდა.

1910 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები მძვინვარებდა, სპირიდონ გურიელი ვიღაც უცნობმა, ხმის ჩამხშობიანი რევოლვერით მოკლა ქუჩაში. მკვლელობის თაობაზე პოლიციამ ვერაფერი შეიტყო, რადგანაც ჯერ ერთი, მკვლელი არც არავის დაუნახავს - მან თავადს, რომელიც ქუჩაში ეტლს ელოდა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ესროლა; მეორეც - საქმის გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, რამდენადაც სპირიდონ გურიელი უცხოელი იყო, თან ქრისტიანი და სხვათა შორის, პოლიცია თავადაც უთვალთვალებდა მას. თვალთვალის მიზეზი უცნობია, თუმცაღა, თავად ეს ფაქტი საფუძველს მოკლებული არ არის, რომ გურიელი ვიღაც გავლენიანი პირის დავალებით გაისტუმრეს იმ ქვეყნად.

გურიელის სიკვდილის შემდგომ, ბესო რამიშვილი და მასთან ერთად მომუშავე 3 გურული - სილიბისტრო ცენტერაძე, ლევან ჭყონია და დათიკო ადეიშვილი სტამბოლში ულუკმაპუროდ დარჩნენ: ის სამჭედლო, რომელსაც ქართველი თავადი მფარველობდა, ვიღაც ალბანელმა შეისყიდა და ძველი მჭედლები ქუჩაში გამოყარა. გურულებმა სხვა ადგილას სცადეს სამუშაოს დაწყება და სტამბოლის ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მოეწყვნენ შავ მუშებად. იქ კარგა ხანს იმუშავეს, მაგრამ მერე მონასტერი დაიკეტა და ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს, მათ დაუკავშირდა მონასტრის მამულის ყოფილი მოურავი, წარმოშობით ალბანელი მარტინ ზებარი.

მარტინ ზებარი ალბანეთის ოსმალთაგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი იყო. მან და გურულებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და დიდად დამეგობრდნენ. მეგობრობა მონასტრის დაკეტვის შემდეგაც გაგრძელდა და ერთ დღესაც, როცა გურულებმა ალბანელს შესჩივლეს - ვერც ვერაფერს ვაკეთებთ და სამშობლოშიც ვეღარ ვბრუნდებითო, მან მოულოდნელად შესთავაზა: "ერთი საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ყველაფერს შეძლებდა და ზედმეტი ხლაფორთიც არ დასჭირდებოდა"... გურულებმა ყურები ცქვიტეს, შემდეგ კი მარტინს ღიმილით ჰკითხეს: "რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ჩვენ რომ ვერ შევასრულოთ? კი გვიცნობ და იცი, რომ არაფერი გაგვიჭირდება". ალბანელმაც, შეთქმულივით გაიღიმა და ამოღერღა: ბანკი უნდა "გავიტანოთო".

იმხანად ოსმალეთის საიმპერიო ბანკი არათუ ოსმალეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაშიც საუკეთესოდ დაცულ ბანკად მიიჩნეოდა და მის "გატანაზე" ოცნებაც კი დიდ უტოპიას წარმოადგენდა, მაგრამ გურულები ამას არ შეუშინებია - ოთხივე ყოფილი ფირალი იყო და ამისთანა საქმეები კარგად ეხერხებოდათ, თან სინდისი იმით ჰქონდათ დამშვიდებული, რომ ბანკში არსებული ფული ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარებოდა, ოსმალები კი ოდითგანვე საქართველოს მტრები იყვნენ.

ასე იყო თუ ისე, ბანკის გაძარცვის საქმე გურულებმა ითავეს, ხელმძღვანელობა კი მათში ასაკით უფროსსა და გამოცდილ ბესო რამიშვილს ხვდა წილად. მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა გამორიცხული იყო - ოთხივენი სასიკვდილოდ იქნებოდნენ განწირულნი ისე, რომ ფულს თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ამიტომ, რაღაც სხვა გზა უნდა გამოენახათ. ბესო რამიშვილმა ბევრი ფიქრის შემდეგ, მართლაც, ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა.

საქმე ის იყო, რომ ბანკის გასაღებები საგანგებო სამჭედლოში მზადდებოდა. ბესო რამიშვილი იმ სამჭედლოს უფროსს კარგად იცნობდა, მისი ხასიათის თავისებურებანი კარგად მოეხსენებოდა და იცოდა, რომ კარგი რუსული არაყი ქვეყანას ერჩია. უფროსი რწმენით მუსლიმანი იყო, მაგრამ ბევრს სვამდა და ბესომაც სწორედ ამაზე დაამყარა მთელი იმედები. ერთ მშვენიერ დღეს, ვითომ შემთხვევით შეხვდა გზაში, მოიკითხა და მახლობლად, რუსულ დუქანში დაპატიჟა.

როგორც რამიშვილი ვარაუდობდა, მართლაც, სამჭედლოს უფროსი იმ დუქანში რუსულ არაყს მიეძალა და უგონოდ გამოთვრა. ბესომ დიდსულოვნად მიაცილა შინამდე, მერე თავაზიანად გამოემშვიდობა და უკან გამობრუნდა - იმავე დუქანში მას სილიბისტრო, ლევანი და დათიკო ელოდნენ. ბესო აუჩქარებლად შევიდა კუპეში, სადაც გურულები ისხდნენ და ჯიბიდან სამჭედლოს გასაღები ამოიღო. "აუჰ, ბესო, რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი! ავდგეთ და ახლავე წავიდეთ!" - წამოხტა დათიკო, მაგრამ ბესომ მზერით შეაჩერა: "მოიცა! ყველაფერს თავისი დრო აქვს!" - უთხრა მან და მედუქნეს გასძახა, ოთხი კაცის პურმარილი მოეტანა.

ფევზი-ბეი - ოსმალეთის საიმპერიო ბანკის სამჭედლოს უფროსი, სახლში მშვიდად ფშვინავდა, როცა მისგან შეუმჩნევლად მოპარული გასაღებით, ოთხმა გურულმა დიდი გარჯის და დავიდარაბის გარეშე გააღო სამჭედლოს კარი, შეიპარა შიგ და საიმპერიო ბანკის საცავების გასაღებების ასლები გადაიღო. საქმეში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მძარცველებს არც ერთი გასაღები არ მოუპარავთ. როგორც ითქვა, ბესო რამიშვილმა იცოდა, რომ სამჭედლოში მხოლოდ ბანკისთვის საჭირო გასაღებებსა და საკეტებს ამზადებდნენ და ერთი ღამის განმავლობაში, ყველა გასაღების ასლიც იქვე გადაიღო.

 


მაჭახელას თოფის ისტორია

28 September 2015 - 08:20 PM

მაჭახელა

 

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ - მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე ჩხუტუნეთში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკაა. მაჭახლის ხეობაში განთქმული მჭედლები იყვნენ ნაგერვაძეები, ძნელაძეები და ქავთარაძეები.

 

 

„თოფი 30-40 მეტრის მანძილზე ისროდა. უფრო მეტად საფანტით გამოიყენებოდა. ლულიდან ჯერ ჩაყრიდნენ დენთს, მერე საფანტს, კონდახთან იდებოდა კაფსოლი, მერე დასხლეტდნენ და თოფი გავარდებოდა,“ - იხსენებს ზემო ჩხუტუნეთელი ვასო ძნელაძე. 
ზემო ჩხუტუნეთი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი სამჭედლო იყო და სადაც „დაიბადა“ მაჭახელას თოფი. 

 

მაჭახლის ხეობაში მცხოვრები დავით ძნელაძე მაჭახელას თოფის ისტორიას საგვარეულო ფესვებში იკვლევს. მისი თქმით, კაჟიანი მაჭახელა თოფი სოფელ ზედა ჩხუტუნეთელმა სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, უსტა სალიხად წოდებულმა.

 

„თოფი მაჭახელა რომ სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, ამას ადასტურებს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხანდაზმული ხალხი. ახლა ხან ქავთარაძეს ამბობენ, ხან ნაგერვაძეს და სხვებს, მაგრამ მე უფრო სალიხ ძნელაძის გამოგონებული მგონია. ხალხი ხომ ტყუილად არ დააბრალებდა თოფის გამოგონებას. ზოგიც ამბობს, რომ ძნელაძემ თოფი მოიგონა და ქავთარაძემ დენთიო. ძნელიეთში დღემდეა შემორჩენილი სალიხის შთამომავლების მიერ გაკეთებული სამჭედლო,“ - ამბობს დავით ძნელაძე.

 

მაჭახლის ხეობაში მოგზაურობის დროს იმ სამჭედლოს სანახავად წავედით, სადაც ადრე თოფს ამზადებდნენ. სოფელ ზემო ჩხუტუნეთში იმ უბანს, სადაც ადრე სამჭედლო იყო, ძნელიეთს ეძახიან. სამჭედლო ძნელაძეებს ეკუთვნოდათ. სოფელში ასულებს სამჭედლო დანგრეული დაგვხვდა. 

 

„თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩემმა ქმარმა დაანგრია, მაგრამ აღვადგენთ აუცილებლად,“ - გვითხრა ძნელაძეების ოჯახის რძალმა ნათელა დუმბაძემ.

 

გრდემლი, რომელზეც მაჭახელას თოფი იჭედებოდა

 

ზუსტი, დადასტურებული ცნობები, თუ როდის დაიწყო მაჭახლის ხეობაში იარაღის დამზადება, არ მოიპოვება. სხვადასხვა ისტორიული ცნობებით, მაჭახლის ხეობაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის წარმოება უკვე კარგად იყო განვითარებული. 

 

ფრანგი მოგზაური ჟან მურიე, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აჭარაში წერს, რომ ქედის ბაზრობაზე მოსახლეობას მაუდის, კარაქის, ხილისა და სხვადასხვა ნაწარმთან ერთად გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი თოფის ლულები. 

 

სხვადასხვა ცნობით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის 30-მდე მჭედელი ყოფილა. თოფი მაჭახელა ცნობილი იყო მთელს კავკასიაში და ყირიმში დამზადებულ თოფზე წინაც მდგარა. მაჭახელა თოფი პოპულარული იყო იმერეთში, ფშავსა და გურიაში. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს აჭარა, მაჭახელას თოფით დაინტერესდნენ იმპერიის დიდგვაროვნები და ამბობენ, რომ სტამბოლში ბევრი ფაშის სახლში შეიძლებოდა მაჭახელას თოფის ნახვა. 

 

მაჭახლის ხეობაში დამზადებული იარაღი მთელს ოსმალეთის იმპერიაში რომ იყო განთქმული, ამას ზაქარია ჭიჭინაძეც ადასტურებს. „იარაღებში „მაჭახელა“ პირველობდა, ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. იმიტომ ქებით მოიხსენიებდნენ მაჭახლურ იარაღს მოშაირენი და მელექსენი. შაირებში თურმე ასე იტყოდნენ: „მაჭახელა“ ან „სტამბული“ ე.ი. იარაღი ან მაჭახლის ხეობის უნდა იყოს, ან სტამბოლისაო“, - წერს ჭიჭინაძე. 

მაჭახელას თოფის დამზადების ისტორია მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ კახიძეს აქვს შესწავლილი. მის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თოფებსა და დამბაჩებს ამზადებდნენ მაჭახლის ხეობის შემდეგ სოფლებში: ზედა ჩხუტუნეთში, ხერთვის-ქავთარეთში, ეფრატსა და ზედავაკეში. განსაკუთრებით კარგი ხარისხის იარაღს ამზადებდნენ ზედა ჩხუტუნეთსა და ქავთარეთში. ზედა ჩხუტუნეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის დამზადების კარგი ოსტატები ყოფილან მამა-შვილი და შვილიშვილი ლომან (უსტა ლომან), ხასან (უსტა ხასან) და ახმედ (უსტა ახმედი) ნაგერვაძეები, უსტა ახმედის ხუთი შვილიც მეიარაღე-მჭედელი ყოფილა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზედა ჩხუტუნეთში ასევე საჩიტე ანუ ფილთა თოფებსაც აკეთებდნენ. იარაღის ოსტატები ყოფილან ეშრეფ უსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. ხერთვის-ქავთარეთში ცნობილი იარაღის მჭედლები ყოფილან ქავთარაძეები, სოფელ გორგაძეთში კი - გორგაძეები. 

მაჭახლის ხეობის იარაღის მჭედლები ძირითადად ორი სახის იარაღს ამზადებდნენ - თოფხანეს და ნალფარას. თოფხანე მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით თოფებსა და დამბაჩებს ოქრო-ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანე თოფს ხრახნილი ლულსა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა შორს და მიზანში სროლას. რაც შეეხება ნალფარა თოფს, მისი ლულა ხრახნილის გარეშე მზადდებოდა. ადგილზე ამზადებდნენ დენთსა და საფანტს, ტყვია კი, შემოჰქონდათ.  

 

თოფისა და დამბაჩის ფასსაც შესაბამისად ლულის, ჩახმახის და კონდახის მორთულობა განსაზღვრავდა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის ლისოვსკის ცნობით, მაჭახელში დამზადებული თოფხანე 75 მანეთი ღირებულა, ნალფარა თოფი კი - 20 მანეთი. 

 

თოფისა და დამბაჩის ლულები მზადდებოდა სპეციალურ დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ერქვა. დამზადებული ლულა იხარშებოდა შაბნარევ წყალში, რისთვისაც იყენებდნენ სპილენძის გრძელ ცილინდრისებურ საგანგებო ჭურჭელს, რომელსაც ყუბური ეწოდებოდა. გამოხარშული თოფის ლულა ბზინვარებას იძენდა და დაჟანგვისაგან იცავდა მათ. 

 

იარაღის სამჭედლოში, როგორც წესი, ორი ან სამი მჭედელი მუშაობდა. ერთ-ერთი აუცილებლად იყო უსტაბაში, ანუ მთავარი ოსტატი. მეორე-მესამე დამხმარეებად ითვლებოდნენ. თოფის დამზადების მთლიანი პროცესი უსტაბაშის მითითებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მეიარაღეები, მჭედლები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. 

 

ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში შემცირდა, ბოლოს კი, შეწყდა. იარაღის დამზადების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საუკეთესო ხელოსნების მუჰაჯირად წასვლაც იყო. ამასთან საქართველოში უკვე ხელმისაწვდომი გახდა ინგლისური, ფრანგული, ბელგიური და რუსული წარმოების იარაღი. თან ეს იარაღი, გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე მაჭახლის ხეობაში დამზადებული. 

 

 

მაჭახელას თოფის ძეგლი ხეობის შესასვლელში

 

მაჭახლის ხეობაში დამზადებული მაჭახელა თოფის ერთი ეგზემპლარი დღეისათვის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. თოფი 1881 წელს მარადიდში მცხოვრებ მაიორ ახმედ ეფენდი ხალვაშს უჩუქებია გურიის ქვეითი რაზმის უფროსისთვის, პოლკოვნიკ ერმალო ნიჟარაძისთვის. თოფი, ხანჯალთან ერთად, ერმალო ნიჟარაძემ 1919 წელს გადასცა მუზეუმს. 

 

მაჭახლის ხეობაში მე-19 საუკუნის ბოლო წლებში არაერთმა ქართველმა მკვლევარმა იმოგზაურა. მკვლევარები წერდნენ, რომ ხეობის მკვიდრნი გარდა იმისა, რომ საუკეთესო იარაღს ამზადებდნენ, საუკეთესოდ ფლობდნენ კიდეც. ძველად მაჭახლის ხეობის მცხოვრებნი იშვიათად თუ გამოვიდოდნენ სახლიდან იარაღის გარეშე. ბავშვებს შვიდი წლის ასაკიდან ასწავლიდნენ იარაღის ხელში დაჭერას. იარაღის სიყვარული მაჭახლის ხეობაში დღემდე შემორჩა. დღეს მაჭახლელები, მართალია, მაჭახელა თოფით ვეღარ, მაგრამ საბჭოური წარმოების იარაღებით იწონებენ თავს.

 
წყარო: გაზეთი ბათუმელები.

10 ყველაზე საშიში სნაიპერი ისტორიაში

23 September 2015 - 10:22 AM

 
1442870088_36393_10.jpg

ალბათ ყველას გისვრიათ მინიმუმ ტირი, ახლო მანძილიდანაც აგიცილებიათ, ვიდეო თამაშებშიც ბევრჯერ ყოფილხართ სნაიპერი და იქაც აგიცილებიათ, იცით რომ არსებობდნენ ადამიანები ვინც არასდროს აცილებდა 900 მეტრიდანაც კი. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიო ისტორიიდან 10 სნაიპერს, რომლებიც ტყვიას ტყვიაში აჯენდნენ.

1. ტომას პლანკეტი (გარდაიცვალა 1851 წელს). ის იყო ბრიტანეთის 95-ე მსროლელთა ბატალიონის ირლანდიელი ჯარისკაცი. ქალაქ კაკაბელოსთან ბრძოლის დროს 1809 წელს, პლანკეტმა Baker-ის იარაღიდან მოკლა ფრანგი გენერალი 600 მეტრი მანძილიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე-19 საუკუნეში სიზუსტით ბევრად ჩამორჩებოდა დღევანდელ იარაღებს, ეს შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია.

1442868358_538810_1.jpg

2. სერჟანტი გრეისი (ჯორჯიის მე-4 ქვეითი პოლკი). ეს მოხდა 1864 წლის 9 მაისს, როდესაც სერჟანტმა გრეისმა, კონფედერაციის სნაიპერმა შეძლო რეკორდის დამყარება მანძილიდან, რომლიდანაც გაისროლა და მოარტყა მიზანში. ეს იყო სპოლტსილვანიის ბრძოლის დროს. გრეისის მიზანი გენერალი ჯონ სეჯვიკი იყო, მანძილი კი 914 მეტრი იყო.
1442868502_587111_2.jpg

3. ჩარლზ "ჩაკ" მოვინი (დაიბადა 1949 წელს). 103 დადასტურებული განადგურებული მიზანი. მოვინის სამუშაო მანძილი იყო 250 - 700 მეტრი. თუმცა, ასევე მის ანგარიშზეა მიზანში მოხვედრა 900 მეტრზე მეტი მანძილიდან. ამის წყალობით, მან უდიდესი სნაიპერის წოდება მოიპოვა ვიეტნამის ომის დროს.
1442868899_160911_3.jpg

4. რობ ფურლონგი. 
კანადის შეიარაღებული ძალების უმცროსმა მეთაურმა მოხსნა სროლის და მიზანში მოხვედრის რეკორდი 2430 მეტრის მანძილიდან! ეს დაახლოებით 26 საფეხბურთო მოედნის სიგრძეა.
1442869016_57099_4.jpg

5. ვასილი ზაიცევი ( 23 მარტი, 1915 - 15 დეკემბერი, 1991).
242 განადგურებული მიზანი. ზაიცევმა დამოუკიდებლად განახორციელა 242 დადასტურებული მოხვედრა მიზანში 1942 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის იანვრამდე. თუმცა მის მიზანში ამოღებულთა და განადგურებულთა რეალური რაოდენობა 500-ს აჭარბებს
1442869097_67579_5.jpg

6.ლუდმილა პავლიჩენკო(12 ივლისი, 1916 - 10ოქტომბერი, 1974)
309 მიზნის განადგურების დადასტურება. 1941 წლის ივნისში ლუდმილა იყო 24წლის, როდესაც ნაცისტური გერამანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.ის იყო პირველი მოხალისეთა შორის,რომელიც დათანხმდა ჩაბმულიყო ქვეითთა არმიაში.ის ჩაირიცხა 25-ე მსროლელთა დივიზიაში და იქ გახდა იმ 2000 საბჭოთა ქალი-სნაიპერიდან ერთ-ერთი.
1442898698_41908_6.jpg

7. კაპრალი ფრანსის პეგახმაგაბოვი (9 მარტი, 1891 - 5აგვისტო, 1952)
378 დადატურებული განადგურებული მიზანი.ფრენსისს 3-ჯერ მიენიჭა სამხედრო ჯილდო და 2-ჯერ იყო მძიედ დაჭრილი. ეს იყო ყველაზე გამოცდილი სნაიპერი და მზვერავი, რომლის ანგარიშზეც იყო 378 გერმანელებისთვის მოხვედრა და 300-ზე მეტი სხვა მიზნის განადგურება.ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სნაიპერი პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ის დაბრუნდა სამშობლოში, კანადაში, იქ ის მალევე დაივიწყეს.
1442898915_166538e1346fdb3e3e2484aeee0b8

8. ადელბერტ ფ. უოლდრონი.(14 მარტი, 1933 -18 ოქტომბერი 1995)
109 დაზუსტებულად განადგურებული სამიზნე. ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ზუსტი მსროლელია.
1442869643_11096_8.jpg

9. კარლოს ნორმან ჰეტკოკი.(20 მაისი 1942-23 თებერვალი, 1999)
მეტსახელად თეთრი ბუმბული, დაზუსტებულად განადგურებული 93 სამიზნე. მან ვიეტნამის ომშია რანორმალური მანძილებიდან 93 სამიზნე გაანადგურა. ვიეტნამის არმიამ მის თავზე ჯილდო $30,000 გამოაცხადა, როცა სხვა ნებისმიერ სნაიპერზე მაქსიმუმ $8,000. იყო.
1442869984_90094_9.jpg

10. სიმო ხაიკა, (17 დეკემბერი, 1905 – 1 აპრილი, 2002)
მეტსახელად თეთი სიკვდილი, 705 განადგურებული სამიზნე 100 დღეში. მან ყველა რეკორდი მოხსნა განადგურებული სამიზნის რაოდენობაში შორი მანძილიდან.
1442870088_36393_10.jpg

 

 


სოჭის კონფლიქტი

30 April 2015 - 03:45 PM

სოჭის კონფლიქტი — შავიზღვისპირა ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასრსფსრ-ს და რუსეთის თეთრგვარდიელებს შორის 1918—1919წლებში. 1919 წელს დიდი ბრიტანეთის შუამავლობით დამთავრდა დაზავებით, რომლის მიხედვით მაკოფსე-ფსოუს მონაკვეთი გადაეცა რუსეთს, ხოლო ფსოუ-ბზიფის მონაკვეთი გადაეცა საქართველოს, სადემარკაციო ხაზად დადგენილ იქნა მდინარე ფსოუ.

 

 

სოჭი-ტუაფსეს კამპანია

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა შავი ზღვისოკრუგი. 1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით — სოჭისტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქინოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია — შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე. წ. „ოზაკომ-მა“ („ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ“). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი ქართული გავლენის წყალობით 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი,1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენილებას ხელი მოაწერა „ოზაკომ-ის“ თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა[1].

1918 წლის მარტში გუდაუთის მაზრაში აფხაზმა ბოლშევიკებმა ეფრემ ეშბამ, ნესტორ ლაკობამ და სხვებმა საბაბად გამოიყენეს მიწის რეფორმის არასწორი გატარება, ადგილობრივი გლეხობის ნაწილი (აფხაზებისომხებირუსებიამიერკავკასიის სეიმისა (პარლამენტის) და კომისარიატის (მთავრობის) წინააღმდეგ ააჯანყეს და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა კარგად შეიარაღებულმა გლეხთა რაზმებმა ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით 26 მარტს სოხუმი დაიკავეს, მაისს კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც. აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს — „მიწა გლეხებს“ — წამოეგო სამურზაყანოს (გალის მაზრის) გლეხობის ნაწილიც, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით; რომლის წევრები, გავლენიანი თავადები ალ. შერვაშიძე, ტ. მარშანია და სხვები. მართალია თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი მაინცდამაინც არ იყვნენ (მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ), მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად მაინც თბილისს დაუკავშირდნენ.

16 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (ფაქტობრივად საქართველოს) სამხედრო ძალები მდინარე კოდორს მიადგნენ. ვალიკო ჯუღელმა და პოლკოვნიკმა კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა საღამოს 5 საათამდე დაეყარათ იარაღი. აფხაზმა კომუნისტებმა ქართველებს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა აფხაზი ბოლშევიკებმა დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკები). შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს - სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა.

18 ივნისს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ პირველი მსროლელი დივიზია (საინტერესოა რომ 300 მხედრიანი აფხაზური კავალერიით), გუდაუთისაკენ გაგზავნა, ხოლო თავად 19 ივნისს სოხუმში ჩავიდა. 22 ივნისს კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს - სოჭის ოლქის საზღვარს.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებიდან:

„ „როგორც თბილისიდან, ისევე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან მივიღე ბრძანებები-წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა. ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად… გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო… გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა.“ “

29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შემდეგ დაიკავეს ადლერი. მიუხედავად იმისა, რომ ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა-აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში - ქალაქ სოჭში. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.

საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. თუმცა მთავრობა არ დაეთანხმა იმ მოსაზრებით რომ საქართველოში მწვავედ იდგა ხორბლის და ნავთობის კრიზისი, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს. ამასთან, ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი გენერალ მაზნიაშვილს და სოჭის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებულს გიზო ანჯაფარიძეს სთხოვდა, რომ თუ ქართველები ბოლშევიკებისგან გაანთავისუფლებდნენ მაიკოპს, მაშინ იგი მზად იყო საქართველოსთვის მოეყიდა ხორბალი თბილისისთვის ხელსაყრელ ფასებში.

ამრიგად, ბელორეჩენსკში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად, რომელიც 50 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დროს რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერლების ანტონ დენიკინისა და მიხეილ ალექსეევის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართველებს უკანდახევა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს.

მოხალისეთა არმიამ ყუბანის ოლქს თავშეფარებული ბოლშევიკები ძლიერ შეავიწროვა. ტამანის წითელი არმია კოვტიუხის მეთაურობით იძულებული გახდა ისევ ტუაფსესაკენ მოტრიალებულიყო. 1918 წლის აგვისტოს ბოლოს მათ შეტაკება ჰქონდათ ქართულ ნაწილებთან, რომლებმაც სარდლობის ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხიეს, ტუაფსე ჯერ დატოვეს, შემდეგ ისევ შეტევაზე გადავიდნენ და წითლები ისევ გარეკეს. 6 სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი „გათეთრდა“ - ქალაქში თეთრარმიელები შევიდნენ.

ეკატერინოდარის მოლაპარაკება[რედაქტირება]

1918 წლის სექტემბერს საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სოჭში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი დაგაგრის რაიონი არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ სოჭის ოლქის მოსახლეობა საქართველოსადმი სიმპათიით იყო განწყობილი. ამასობაში ყუბანის რესპუბლიკაში ძალაუფლება ხელში დენიკინის არმიამ აიღო და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მოლაპარაკებები მასთან გაემართა. 1918 წლის 25 სექტემბერს ეკატერინოდარში დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას და დენიკინის არმიას შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლქის ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ამის მიუხედავად, დენიკინმა კვლავ ულტიმატუმური ფორმით მოითხოვა სოჭის ოლქის და გაგრის ოლქის დაცლა მდინარე ბზიფამდე. (სოჭის ოლქის შემთხვევაში მოტივაცია იყო მოსახლეობის ეთნიკურ სტრუქტურაში რუსების სიჭარბე, ხოლო გაგრის ოლქის შემთხვევაში რუსეთის მთავრობის დიდი მატერიალური დანახარჯები კურორტების მოსაწყობად). ამრიგად, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა გაწმენდილი ქართული ჯარისაგან.

სოჭი საქართველოს შემადგენლობაში[რედაქტირება]

დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა. დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან-განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა. იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე-ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. საქართველოს მთვრობამ სთხოვა ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობას (რომელიცანტანტას წარმოადგენდა საქართველოში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით გამოწვეული გერმანული ჯარების გაწვევის შემდეგ), რომ სოჭის ოლქი დროებით მაინც მათ დაეკავებინათ თეთრგვარდიელების ნაცვლად. თუმცა დიდმა ბრიტანეთმა მიზანშეწონილად მიიჩნია სოჭის ოლქი კვლავ ქართული იურისდიქციის ქვეშ დარჩენილიყო; საბოლოოდ კი ოლქის კუთვნილების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს.

სოჭი-ბზიფის კამპანია[რედაქტირება]

ბრიტანელებიდან უსაფრთხოების აღთქმის მიუხედავად 1919 წლის 29 იანვარს, დილით ლოო-გოლოვინკის საგუშაგოზე ქართველებს თეთრგვარდიელებმა ულტიმატუმი წაუყენეს-იარაღი დაეყარათ და სოჭიდან უკან დაეხიათ. სოჭის გარნიზონის უფროსმა გენერალმა კონიაშვილმა და მთავრობის რწმუნებულმა მუხრან ხოჭოლავამ ეს ამბავი თბილისს დაუყოვნებლივ აცნობეს. თავის მხრივ მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ. მაგრამ ამასობაში იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (მარტის ბოლოს ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს). დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ბორჩალოს მაზრაში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი.

სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. ნოე ჟორდანიამ დაიწყო საპროტესტო ნოტების გაგზავნა ლონდონში. თუმცა სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ და აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი. 9 აპრილს მოსახლეობა აჯანყდა. საპასუხოდ მოხალისეები შეეცადნენ პლასტუნკისა და სხვა სოფლების გადაწვას.

16 აპრილს ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს ბზიფი, დენიკინელები გაყარეს სოფელ ოტრადნოედან, კოლხიდიდან, დაიკავეს გაგრა, 18 აპრილს მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს. გვარდიის შეტევის დაწყების შემდეგ ბრიტანელები ოპერატიულად ამოქმედდნენ. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ისინი მიუთითებდნენ, რომ მზად არიან სადემარკაციო ხაზის გასავლებად მდინარე ბზიფთან და ამიტომ ქართველებმა უკან უნდა დაიხიონ. რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად სოჭის ოლქში საზღვარი უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია-გაანადგურა მოხალისეთა არმია და სოჭი-ადლერი დაიკავა, აპრილში მდინარე ფსოუსთან წითლების მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. გაერთიანებული სამეფო კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა მაინც მიაღწიეს მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორიის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას.

განთიადის საკითხი[რედაქტირება]

საქართველოს ოკუპაციის და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ რუსეთს ახალი ტერიტორიული პრეტენზია გაუჩნდა დაბა პილენკოვოს (დღევანდელი განთიადის) მიმართ. ისტორიულად აქ უძველესი დასახლება წანდრიფში არსებობდა, შემდეგ კი, შავიზღვისპირეთში რუსეთის განმტკიცების დროს, ტოპონიმი შეიცვალა და აქ შექმნილ დასახლებულ პუნქტს რუსებმა 1867 წელს პილენკოვო უწოდეს-შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ პილენკოს პატივსაცემად. მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს რომ იქვე გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა.

1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის მეცხრე წითელმა არმიამ ფსოუ გადმოლახა, საქართველოში შემოიჭრა და სოხუმი დაიკავა; სოჭის საოლქო ხელისუფლებისა და რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაადგინეს პილენკოვოს თემის სოფლების სოჭის ოლქთან მიერთება და იქ რუსული ადმინისტრაცია შექმნეს. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების — რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა).

კომისიამ წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა და საკითხი სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გავიდა. 1924 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდიუმმა პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს მიაკუთვნა. 1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა.