Jump to content

choko-toko

choko-toko

წევრი 21 Apr 2018
გასული ბოლო აქტიურობა Mar 10 2024 08:00 PM

მწყერი ბევრი ვნახეთ, მაგრამ ცოტა ავიყვანეთ :)

04 September 2023 - 08:53 PM

მოკლედ მე და ჯაბეგმა გადავწყვიტეთ წინა ღამით რომ სამწყერაოდ გავსულიყავით დილით კახეთისკენ. შეხვედრის დროზე და ადგილზე შევთანხმდით, გავემზადე ღამით და დილით ადრიანად გავეშურე ვარკეთილისკენ, ჯაბას სახლისკენ. გადავჯექი ჯაბასთან, გადავალაგე თოფი და ამუნიცია და გავეშურეთ კახეთის მიმართულებით. ამინდა მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი, არც გრილოდა არც ცხელოდა. თან გვახლდა უერთგულესი ოთხფეხა მეგობარი, ხანდაზმული მაგრამ გამოცდილი და თავისი საქმის პროფესიონალი რიჩი. მივედით დანიშნულების ადგილამდე, გავემზადეთ და მინდორში შევედით თუ არა პირველი შედრგიც მომენტალურად დავდეთ. დილა ძალიან პროდუქტიულად დაიწყო, ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი და არც შემცდარვართ. უბრალოდ პირველი გასროლის და შედეგის შემდეგ სულ პატარა მწყერი ამოდიოდა, რათქმაუნდა არცერთისთვის არ გვისვრია და ბუნებაც არ ვაზარალეთ. არც ნადირობის ეთიკა დავარღვიეთ და მომავალზეც ვიზრუნეთ. ალბათ ძალიან რომ არ გადავაჭარბო სულ ცოტა 30-35 პატარა მწყერი აგვიფრინა ჩვენმა რიჩიმ. იყო დიდი ზომის მწყერიც რათქმაუნდა რაც 2-3 ის გარდა ყველა ავიყვანეთ. ჯამში 9 ცალი მწყერი. მაგრამ ყველანი ძალიან ნასიამოვნები დავრჩით, ბევრიც ვიარეთ, ბევრიც ვისაუბრეთ და მომავალ გასვლებზეც ვისაუბრეთ. ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი რომ ბევრი მწყერი ვნახეთ, რომ არა წესი და ეთიკა, ასევე ბუნების სიყვარული ლიმიტს ორივე აუცილებლად შევასრულებდით. დავრწმუნდით რომ ზოგ ადგილებში მწყერი ჯერ კიდევ ბარტყია და 2 კვირა მაინც სჭირდება სასურველ ზომას რომ მიაღწიოს. ასე რომ კარგი იქნება თუ ეგეთ მომცრო ინდივიდებს არ ამოვიღებთ ბუნებიდან და ცოტას დავაცდით. წარმატებულ, უსაფრთხო და სასიამოვნო სეზონს გისურვებთ ყველას!

ნადირობის კულტურა პოლონეთში.

10 December 2022 - 05:49 PM

სალამი მეგობრებო. მინდა დავწერო ნადირობის კულტურაზე პოლონეთში, შევეცდები მოკლედ გამოვთქვა აზრი. 10 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი პოლონეთში, მაშინაც ვინადირე რამოდენიმეჯერ და ახლაც მქონდა ეგ ბედნიერება.. ძალიან გაკვირვებული და ნასიამოვნები ვარ რაც ვნახე, ნადირობა დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ რაც ბოლოს ვიყავი, თუ არ ჩავთვლით რომ იმას რომ ნადირ-ფრინველის მოპოვების ხერხები ცოტა შეიცვალა. ისე კი ნადირობის კულტურა პოლონეთში საუკუნეებს ითვლის და შეიძლება ითქვას ევროპაში ყველაზე განვითარებულია. ნადირობენ ძირითადად გარეულ ღორზე, შველზე, ირემზე, ასევე დანიელზე(ესე ეძახიან) მელაზე, მაჩვზე, კურდღრლზე. ზოგ რეგიონებში ლოსზეც. თუმცა ნადირის აბ ფრინველის შემთხვევაში მათი სათავისოდვწაღების და გამოყენების უფლება არ აქვთ. ყველა ინდივიდი სახელმწიფო საკუთრებაა და შეუძლიათ იყიდონ, ფასი ნამდვილად იაფია შემიძლია გითხრათ. ფრინველის სათავისოდ წაღება შეუძლიათ რიგ შენთხვევებში. ნადირობენ დღისით და ღამით. მაგალითად ღორზე და მელაზე ნადირობა ღამითაც შეიძლება. ღამის ხედვის ხელსაწყო, თბოვიზორი, მაყუჩი იარაღისთვის დაშვებულია.
ნადირობენ ძირითადად იმისთვის რომ გამოხშირონ ცხოველები. პოლონეთში დაახლოებით 900 000 შველია, 500 000 გარეული ღორი ირემზე კი ამბობენ იმაზე ბევრია ახლა რაც ოდესმე ყოფილაო. საკუთარი თვალით ვნახე თუ რამდენად ბევრია. ასევე ნადირობენ სეგრეგაციის მიზნით, გამოხშირონ ისეთი ინდივიდები რომლებიც გენეტიკურად არ არიან ჯანსაღები გასამრავლებლად. ყველა მონადირე იმაზე ზრუნავს რომ არ იყოს ბრაკონიერი ქვეყანაში და ბუნება იყოს დაცული.
ყოველ რეგიონს პოლონეთში აქვს რამოდენიმე ათეული ან მეტიც სამონადირეო სივრცე. მონადირეს მაგალითად თავისი სივრცის საზღვრებს გარეშე არ შეუძლია ინადიროს, საზღვრები ძირითად შემთხვევებში ან მდინარეა ან გზაგამტარი ან რაიმე მკაფიოდ გამოკვეთილი ბუნებრივი ზღუდე. ნადირობა შეუძლია თუ მონადირემ მოსაზღვრე ან სხვა სამონადირეო სივრციდან დართო ამის უფლება.

ეს სამონადირეო კავშირები რათქმაუნდა ოფიციალური, სამართლებრივი ერთეულებია, რომელსაც გააჩნია თავისი ბაზა, ყავს ხელმძღვანელი, პიროვნება რომელიც ფინანსური თუ საკანცელარიო საქმეებითაა დაკავებული და ხელმძღვანლის თანაშემწე. ეს პიროვნებები ირჩევიან მონადირეების მიერ ყოველთვის. ესეთი სამონადირეო სივრცე მთელი ქვეყნის მაშტაბით ასობითაა და ემორჩილება ანუ ექვემდებარება რეგიონულ სამონადირეო სივრცეს, რეგიონული კი უშუალოდ სახელმწიფო სამონადირეო სივრცეს თუ კავშირს, რომელიც დედაქალაქშია ვარშავაში. და ყველა რგოლი ამ სისტემაში ყველა ადამიანი არის მხოლოდ და მხოლოდ მონადირეების მიერ არჩეული. სწორედ მათ მიერ გაიცემა ნადირობის უფლება სეზობის დასაწყისში, კვოტები თუ რამდენი ერთეულია გამოსახშირი და ასე შემდეგ. რათქმაუნდა სტატისტიკური მონაცემების და ცხოველების სწორად აღრიცხვის შემდეგ. ახლა კი ყველაზე საინტერესო: როდესაც დადგინდება კვოტები ანუ სამონადირეო კლუბს ეგზავნება რაოდენობა თუ რამდენი ირემი, გარეული ღორი თუ შველი უნდა ამოიღოს ბუნებიდან ამას თან ვალდებულებაც ახლავს, ანუ თუ 500 ერთეულს დაუწესებენ ის აუცილებლად უნდა შეასრულოს თორემ ეკისრებათ ჯარიმები. და ჯარიმის შემდეგ, შემდეგ სეზონზე უკვე ნაკლები კვოტა ექნებათ.

პოლონეთში ნადირობის უფლების მოპოვება არც ისე ადვილია. 3 წლიან სკოლას გადიან ამისთვის. სადაც ბევრი კურსები და გამოცდები აქვთ. ყველა აღნიშნული ცხოველის ანატომია თუ ქცევის წესები უნდა შეისწავლონ, ასევე ეთიკის კოდექსები ნადირობის, იარაღის ტიპები, მასთან მოპყრობის და გამოყენების ნიუანსები. სწავლობენ ამ ყოველივეს ხანდაზმული გამოცდილი მონადირეებისგან, ასეც უნდა იყოს. როდესაც ყველა გამოცდას გაუძლებენ, მოიპოვებენ იარაღის ფლობის და ნადირობის უფლებას, თუმცა პირველი 2 წელი შეუძლიათ ინადირონ მხოლოდ 2 ან 1 ლულიანი გლუვლულიანი თოფებით და მხოლოდ 2 წლის შემდეგ აქვთ უფლება შაშხანაზე გადავიდნენ.

ძირითადად ნადირობენ ძაღლებით როდესაც ერთობლივი ნადირობაა, რათქმაუნდა ყველა შესაბამისადაა შემოსილი და შეიარაღებული. საყვირის ხმით იწყება ნადირობა და ასევე სრულდება. არის კენჭისყრა ვინ სად დგება ნადირობის დროს, ეგ არჩევითი არასდროსაა, შემთხვევითობის პრინციპით დგინდება. იწყება სარეკი და ნადირობა.. წინასწარ კი კლუბის ხელმძღვანელი ამბობს თუ რაზე ინადირებენ თუ რა ევალებათ და რა ეკრძალებათ. ასევე ნადირობენ ინდივიდუალურად, მიპარვით ცხოველზე ან საყვირით მიტყუებით.

ძალიან მაღალ დონეზე აქვთ ეგ სფეროც განვითარებული. ისე სწავლობენ საყვირზე "ყვირილს" როგორც მუსიკოსი დაკვრას კონსერვატირიაში. ეწყობა ფესტივალები და კონკურსები სადაც გამარჯვებულები დგინდება და ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს მთელს ქვეყანაში მსგავს აქტივობას.

მთავარი დამავიწყდა თუ რატომ ვიყავი წასული)) ჩემმა მეგობარმა რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ შემპირდა 2013 ში რომ მის თოფებს მე მისახსოვრებდა როდესაც ნადირობას შეეშვებოდა მართლაც ესე მოიქცა. რათქმაუნდა უარზე ვიყავი თავიდან, ზედმეტად ძვირფასი საჩუქარია ვერ ავიღებთქო, ბიჭი გყავს მას უსახსოვრეთქო)) მაგრამ პოლონეთში თუ მონადირეთა კლუბის წევრი არ ხარ იარაღის ქონის უფლება არ გაქვს. იარაღის საბოლოო მფლობელი შეიძლება სახელმწიფო გახდეს და მან წაიღოს. ასე რომ დავთანხმდი ბოლოს და ვუთხარი რომ ეგ მისგან ჩემი საქორწილო საჩუქარი იქნებოდა)) ქორწილში კი ჩამოვიდნენ მაგრამ იარაღები ვერ ჩამოიტანეს რადგანაც ძალიან რთული პროცედურა აღმოჩნდა და მცოლოდ მე შემეძლო ამის გაკეთება ჩავედი და დავბრუნდი საჩუქრებით სამშობლოში)) რამოდენიმე გასვლაც მოვასწარი სანადიროდ, ერთობ შედეგიანი გასვლები მქონდა, ამაზე მოგვიანებით ;)
uddfe46.jpg

2022 წლის ნადირობის სეზონის გახსნა.

28 August 2022 - 05:04 PM

მოკლედ როგორ იყო... მაგრამ რაღა მოკლედ ყველაზე გრძელი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პარასკევ-შაბათ-კვირა მქონდა, თან ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო :)
მოგეხსენებათ მონადირეებისთვის ყველაზე საყვარელი დღეს ნადირობის სეზონის გახსნაა, ასევე დახურვაც( რადგანაც არ არსებობს პატიოსან კანონმორჩილ მონადირეზე დიდი ქომაგი და მოსიყვარულე ბუნების).
და დადგა სანატრელი დღეც!... დაანონსდა ჯერ სამინისტროსგან გახსნის თარიღი და შემდეგ ჩვენი ლეგიონისგან და დაიწყო მომზადების პროცედურები.
გადაწყდა კახეთის რეგიონში გაგვეხსნა სეზონი. დაიჯავშნა საატუმრო 2 დღით(ტრადიციულ ადგილას) და პარასკევს 26 რიცხვში 15:30 ზე შევიკრიბეთ ყვრლანი ვარკეთილში "ისთ ფოინთის" ავტოსადგომზე. მონატრებულმა ერთმანეთზე მივესალმეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და პტოდუქტების შეძენის შემდეგ დავიძარით კოლონა საგარეჯოს მიმართულებით. დაახლოებით 18:00 საათზე უკვე ადგილზე ვიყავით.
აი მანდ დაიწყო მზადება და ფუსფუსი...)) როგორც ყოველთვის გავინაწილეთ ფუნქციები და ყველა თავის საქმეს შეუდგა. ზოგი სამზარეულოში, ზოგიც გარე პერიმეტრზე არჩევდა და ამზადებდა ადგილს საღამოს ლხინისთვის. ზოგიც აუზში ბანაობდა და ზოგი კი დეგუსტაციას ატარებდა სასმელების)))
ისეთი გარემო იყო როგორც ნამდვილ ოჯახში სუფევს, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ეფერება, ქომაგობს და საოცრად დიდ სითბოს გამოხატავს ერთმანეთის მიმართ. პირველი ნადიმობა დილამდე გაგრძელდა. იყო ძალიან ლამაზი სუფრა, სადღეგრძელოები და ბევრი თბილი სიტყვა და იუმორი რათქმაუნდა. თამადად ლევანი ელიზბარაშვილი ჩვენთვის ელიზები ავირჩიეთ და კიდევ ერთხელ გაგვახარა თავისი სწორი და ლამაზი საუბრებით, ქვეყნის, უფლის და ოჯახის სიყვარულს სიტყვითაც რომ ძალიან ლამქზად გადმოსცემ ყოველთვის. ძალიან ბევრი ღვინო დაილია))) ღამის 3 საათი იყო ბიჭები რომ დასასცენებლად წავიდნენ, 2 საათში სანადიროდ მიდიოდნენ და ცოტა დაისვენეს, ჩვენ კი რანოდენიმე ლეგიონერი დილამდე შემოვრჩით, კარგად რომ გათენდა მერე ხაში-ხაშიო და გავემგზავრეთ საგარეჯოს ცენტრში რომ სადმე მიგვეგნო))) რათქმაუნდა ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ მივაგენით საბოლოოდ და დაველოდეთ სანამ არ მოვიდნენ და გააღეს რესტორანი))) დაბრუნებულზე მე დავიძინე და რომ გავიღვიძე უკვე ბნელდებოდა))))

ვესტუმროთ აბაშას.

20 June 2022 - 08:58 PM

მეგობრებო გაგვიმარჯოს ყველას! ესეთი აზრი მომივიდა)) 2-3დღე ან მეტით ხო არ მესტუმრებით აბაშაში? ) სათევზაო მშვენიერი ტბები და მნდინარეებია. სახლი დიდი მაქვს ყველა დავეტევით, თუ არადა მეორე სახკიცაა სამეზობლოში ბებოსი. 24-25-26 რიცხვები არის პარასკევი-შაბათი-კვირა. 26 თან დაბადების დღე მაქვს და კარგადაც მოვილხენთ, ფაქტიურად მარტონი ვიქნებით, მხოლოდ მამა არის ახლა მანდ. თუ მეტი დღით შევძლებთ წასვლას ძალიან მინდა მაღალმთიანი სამეგრელოს, ლებარდეს ნახვა და იქნებ 1-2დღე ეგეც გამოგვივიდეს :) ძალიან კარგი იქნება თუ ამყვებით ამ კარგ საქმეში :)))

სეზონის გახსნის წინა სამუშაოები. 06-07.10.2021

07 October 2021 - 07:45 PM

წავიდეთ, არ წავიდეთ, წავიდეთ, არ წავიდეთ... და ბოლოს მაინც წამოვედით. მე, ბაბუ და დოკი. 7 საათი იყო თბილისიდან რომ გამოვედით, გზად როგორც ყოველთვის ნიკორაში სანოვაგე შევიძინეთ, მანქანები საწვავით გავმართეთ და შარახევისკენ გავემართეთ. გზად დოკიმ პური მე ვიციო და ლამის პურის გარეშე დაგვტოვა, 2 დღის პური ძლივს ვიშოვეთ ბოლოს :) მერე გზად რაც ქვა-ღორღი იყო სიბნელეში ავკრიფეთ, ბაბუს მანქანაში ჩავალაგეთ და შარახევში ამოვიტანეთ(ბუხრის და წყაროს მოსაპირკეთებლად). მანამ თამაზი და ლიასთან შევიარეთ, ბოსტანი გამოვკრიფეთ, ყველი და მჭადის ფქვილი ავიღეთ და სახლამდეც მივედით ამასობაში უკვე 12 საათიც გახდა :) ტაბლა გავშალეთ და საჭმლის მზადებაც დავიწყეთ. მე ხორცი სოკო და კარტოფილი ვითავე, დოკიმ შქმერული და ბაბუმ მჟავის ასორტი გაჩითა :) თან სმაც დავიწყეთ უკვე და თამადად დოკი დავასახელეთ. დილის 5 საათამდე გაგრძელდა ჩვენი გასტრონომიული ტური :))) მე და ბაბუმ სახლში დავიძინეთ დოკი მანქანაში გამწესდა:) გათენდა და საშინელი "პახმელია" მქონდა, თავი ესე ძაკიან ჯერ არ ამტკივებია:) ბაბუ მეუბნება თავში ირტყამდი ხეკს ისეთ დღეში იყავიო)) მოკლედ დილით ტრაქტორი მოვიდა და ბაბუ ტრაქტორს გაყვა, დოკი და თამაზი მანქანით წავიდნენ, მე კი სახლში დავრჩი:) წინა ღამის არეულობა დავალაგე, სახლიც დავასუფთავე და მწვადიც გავამზადე.. ამასიბაში თენგოც ამოვიდა, თავისი ღვინით და სამწვადით და ბიჭებს შეუერთდა სანუშაიდ. რამოდენიმე საათში მოვიდნენ ბიჭებიც და ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო...))) ახლა ლიქოკელებთან გადმოვედი და ვწერ ამ რეპორტს))) ბაბუ თენგო და ტრაქტარისტი დარჩნენ ქოხში და ამაგრებენ იქაურობას)) ის ბიჭი ისე დაათვრეს თავის ტრაქტორიანად რჩება ჩვენთან და დილიდან ისევ სამუშაოებს შევუდგებით.