Jump to content

კობა თოდუა

კობა თოდუა

წევრი 23 Jan 2018
გასული ბოლო აქტიურობა Mar 27 2019 03:03 PM

გაზაფხულის სეზონი 2018

06 May 2018 - 11:47 AM

რუსეთში გაზაფხულის სანადირო სეზონი იხსნება 1 მარტს და მხოლოდ 10 დღით. მაგრამ სხვა და სხვა რეგიონებში, სხვა და სხვა დროს. ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ, ნელ-ნელა, უფრო ჩრდილო რეგიონებში. 

ჩვენთან, ლენინგრადის ოლქში, ისევე როგორც რამოდენიმე დიდ ოლქში (როგორიცაა მაგალითად მოსკოვის ), სეზონი 2 ეტაპად იყოფა - ჯერ ხსნიან ოლქის სამხრეთ რაიონებში, შემდეგ ჩრდილო. 

ნადირობა იხსნება ბატებზე, მამალ იხვებზე, ტყის ქათამზე საღამო გადაფრენის დროს, მამალ ყრუალა და როჭოზე (სპეციალური ლიცენზიებით). 

წყალმცურავებზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ ჩასაფრებით (საფარიდან ფიტულების გამოყენებით), ელექტრომანოკები აკრძალულია. ძარლების გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაჭრილი, ან მოკლული ფრინველის მოსაძებნად. 

 

სეზონი გავხსენით 21 აპრილს და რა თქმა უნდა, ბატებზე ნადირობით. ამ ფრინველზე ნადირობას ყოველ წელს ნახევარ-ნახევარი წელიწადი ველოდები, რადგანაც ჩვენთან არ მრავლდებიან, უფრო ჩრდილოეთში მიფრინავენ და ნადირობას მხოლოდ გადაფრენის დროს თუ ვასწრებთ. ეს კი ყოველთვის ლატარეაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა გადაფრენა ძლიერ არის დაკავშირებული ამინდთან, სეზონის გახსნა კი იშვიათად ემთხვევა საჭირო ამინდს.

მე ვცდილობ ბატებზე ნადირობის სეზონი მაქსიმალურად გავიგრძელო და ამიტომ ხშირად სეზონს ვხსნი ბელორუსიაში, სადაც ბატებზე ნადირობის სეზონი მარტის მეორე უქმეებიდან იწყება და 2 თვით გრძელდება (იხვებზე, ტყის ქათამზე და სხვებზე, აპრილის პირველი უქმეებიდან). წელსაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ იმ პერიოდში, როცა დაგეგმილი მქონდა წასვლა, ჯერ კიდევ თოვლი და ყინული იყო და ბატები უკან, ევროპაში დაბრუნდნენ.

 

დიდ ქალაქებთან ახლოს, როგორიცაა მოსკოვი და პეტერბურგი, ძნელია იპოვნო ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლია მშვიდად წაინადირო ბატებზე. ნადირობისათვის შესაფერისი მინდვრები, სადაც უმთავრესად იკვებებიან დღის განმავლობაში ბატები, ცოტაა (ბელორუსიისგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად დაუმუშავებელი მინდორი არ რჩება (ყველგან რაღაცა ითესება), რუსეთში ბევრია მიტოვებულ-მიგდებული მინდვრები, რომლებსაც ბატებიც გვერდს უვლიან), მონადირეები კი ბევრია. სამწუხაროდ ბევრია ისეთებიც, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა სიმაღლეზე ესროლონ ფრინველებს (ე.წ. "ზენიტჩიკები"). ამათ უმრავლესობას არა აქვთ ფიტულები, არ ცდილობენ საყვირით ჩამოიტყუონ ბატების გუნდი დაბლა, სროლისათვის უფრო ხელსაყრელ სიმაღლეზე. არა, დატენიან ავტომატებს კარტეჩებით და ალბათობის იმედით ისვრიან, რითაც სხვებსაც უფუჭებენ ნადირობას. მეც მაქვს ნახევრადავტომატი, რომელშიაც 7!!!! ვაზნა ჩადის, მაგრამ უკვე ალბათ 15 წელიწადია, რაც მაგ თოფით არ ვნადირობ (არა და ზუსტად ბატებზე სანადიროდ ვიყიდე ახალგაზრდობაში). დავდივარ 2 ლულიანით და ვხარობ, თუ რაიმე მოვიპოვე.

 

გაზაფხულის სეზონზე, ლიმიტებია დაწესებული - ბატი 2 ცალი დღეში, იხვი 3, ტყის ქათამი 5.

 

სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, "დაზვერვა" ჩავატარე და საფარები მოვამზადე (იხვზე ცალკე, ბატზე ცალკე). ბატი ცოტა, მაგრამ იყო. იხვები გვარიანად.

 

 https://www.facebook...69796756421719/

 

https://www.facebook...69797556421639/

 

https://www.facebook...69773106424084/

 

https://www.facebook...69782909756437/

 

https://www.facebook...69786116422783/

 

სეზონი მე და ჩემმა ინსტიტუტის მეგობარმა ერთად გავხსენით. მეგობარი იშვიათად ახერხებს სანადიროდ გამოსვლას და ამიტომ ვცდილობდი ხელი შემეწყო. სამწუხაროდ, რამოდენიმე, შორიდან მოტყუებული გუნდი, ზენიტჩიკებმა დაგვიფრთხეს. იძულებული გავხდი მივსულიყავი და "აღმზრდელობითი" საუბარი ჩამეტარებინა. პოლიციელები აღმოჩნდნენ, თანაც ნასვამები, მაგრამ, ბოდიშები მოიხადეს და შემდეგ, ისეთებსაც არ ესროდნენ, რომლებსაც მაგათ გარდა ვერავინ ვერ მიაწვდენდა  :D

 

სამწუხაროდ, იმ დილას, ვერაფერი ვერ მოვინადირეთ და შევთავაზე, წავსულიყავით ჭაობში, სადაც ერთი ტბის ნაპირას საფარი მქონდა გამზადებული