Jump to content

kvapa

kvapa

წევრი 21 Nov 2013
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 00:12

იყიდება "SIMSON"

25 April 2015 - 11:42 PM

როგორც ვიცი თოფი არის იდეალურ მდგომარეობაში გერმანული  არანაირი რაკოვინები და სხვა დაზიანებბი არ აქვს   თან პატრონი მისაღებ ფასადაც ყიდის  

ამ თოფისთვის ნაღდად არაფერია ეგ ფასი  დამატებითი ინფორმაციისათვის და თოფის სანახავად დაუკავშირდით ამ ნომერზე  571410033 გიორგი  
 

thumb_pre_1429990721__11100607_104542699thumb_pre_1429990754__11160442_104542712thumb_pre_1429990762__11166064_104542719thumb_pre_1429990774__11178427_104542717thumb_pre_1429990784__11180285_104542709pre_1429990792__11173548_104542694548525


კოცონის დანთების ხერხები და ტიპები

28 November 2014 - 03:29 PM

მოგესალმებით ყველას .


მეგობრებო ამ თემაში მინდა ვისაუბრო, ერთობ საინტერესო თემაზე ჩვენი ჰობის მქონე ადამიანთათვის , კერძოდ კოცონის დანთების, მისი ტიპების და ხერხების შესახებ.
 
 ადამიანის შესაძლებლობებს რომ მართლაც საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ როცა ამ თემის მასალების მოძიება დავიწყე  კერძოდ თუ როგორ შეიძლება გააჩაღოთ კოცონი (ასანთის ან სანთებელას არ ქონის შემთხვევაში) , ყინულის დახმარებით , ეგრედ წოდებული მშვილდის მეთოდით და პრეზერვატივითაც კი ,  :))

ამ ყველაფერს ქვემოთ ნაჩვენებ ფოტო და ვიდეო მასალაში იხილავთ , ხოლო ეხლა მინდა რამოდენიმე ოქროს წესი შეგახსენოთ, რომელიც უნდა დაიცვათ კოცონის დანთებისას ლაშქრობისა და ნადირობის დროს
.
 
                  

  •          დანთების ადგილის შერჩევა და მომზადება
  •          რა სახის და როგორი შეშის მოგროვება
  •          პირველადი ასანთები მასალის შერჩევა
  •          ცეცხლის დანთება
  •          ცეცხლის შენარჩუნება

ცეცხლის ადგილმდებარეობას ზალიან დიდი მნიშვენლობა აქვს ბანაკის განლაგებაში, არამც და არამც კარვები არ უნდა გაიშალოს კოცონის ირგვლივ წრიულად, ეს ყოვლად დაუშვებელია , ვინაიდან და რადგანაც უბედური შემთხვევის დროს ცეცხლი მარტივად შეიძლება მოედოს ყველა კარავს და წრიდან გამოღწევა გაძნელდეს ..
  სასურველია კოცონი დაინთოს რკალად განლაგებული კარვების ცენტრში 7-8 მეტრის დისტანციაზე ,  , , ,  ასეთი შემთხვევებისათვის სასურველია გამოყენებული იქნეს ისეთი ტიპის კოცონი რომელიც შედარებით დიდ ხანს იწვის და თანაბარი სიმხურვალით,  ესეთია მაგალითად ეგრედ წოდებული таёжный костёр.

კოცონი  თავისი  წვის ხანგრძლივობით , წვის სიმხურვალით ხასიათდება მაგალითად ზემო აღნიშნული таёжный костёр ხასიათდება წვის ხანგრძლივობით და ტემპერატურის სიდიდით . იდეალურია  ღამის თევის დროს არ ჭირდება შეშის დამატება და ა.შ 
 ამ კოცონის დასანთებად საჭიროა დაახლოებით 15-25 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე 3  ცალი  მეტრ ნახევრიანი მორი 
რომელიც ერთმანეთზე ეწყობა სამკუთხედის ფორმით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში .. (2 მორი ერთმანეთზე მიდგმული და ასევე ზემოდან დადებული ჰორიზონტალური მესამე მორით ) უმჯობესია ამ კოცონის დანთების ხერხი ვიდეოში ნახოთ  ...




ასევე საინტერესოა შედარებით პატარა კოცონი რომელიც ვენგრული კოცონის სახელით არის ცნობილი .. ეს კოცონი ინთება მორისაგან რომელიც თანაბარ ოთხ ნაწილად არის დაპობილი ,, და იდეალურია ჩაიდანის გასაცხელებლად ან საჭმლის მომზადებისთვის რადგან მის ზედაპირზე თავისუფლად თავსდება ტაფა, ქვაბი , და ა.შ. იხილეთ ვიდეო ..
 

იგივე ტიპის არის კოცონი რომელიც უნგრული კოცონისაგან განსხვავებით 3 მორისგან ინთება იგივე პრინციპით უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს მორები ისე განლაგებული რომ წნევის ხარჯზე აღწევს უფრო მაღალ წვის ტემპერატურას და სიმხურვალეს . იდეალურია დიდი ზომის ნივთების გასაცხელებლად ან დიდი ზომის ნადავლის მოსახარშად და. ა.შ. ახლა კი რაც შეეხება ცეცხლის დანთების საშუალებებს ველურ პირობებში . ერთ ერთი ხერხი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ესაა ცეცხლის დანთება პრეზერვატივით . ასე რომ მეგობრებო თუ შემთხვევით მოხვდით ტყეში და ასანთის ნაცვლად ჯიბეში პრეზერვატივი აღმოგაჩნდათ არ დაღონდეთ ცეცხლის დანთება მაინც შესაძლებელია ... :D :D მადლობა ყურადღებისათვის იმედი მაქვს რაღაც დოზით ახალი და სასარგებლო ინფორმაცია მაინც მოგაწოდეთ .. მომავალ შეხვედრამდე ;)

ჯომარდი (ექსტრემალური დასვენება საქართველოში)

16 April 2014 - 03:04 PM

მოგბეზრდათ პასიური დასვენება და ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ ?
გსურთ დადებითი ემოციებით თქვენი ყოველდღიურობის გალამაზება ?
გინდათ გამოცადოთ წყლის სტიქიაზე გამარჯვების სიამოვნება ?

 

ამ და სვა ლოზუნგებითა და დევიზებით საქართველოში უკვე ბევრი საჯომარდო კომპანია თუ ტურ ოპერატორი ცდილობს აზარტული და ექსტრემალური დასვენების მოყვარულების მოზიდვას საჯომარდოდ !
 უნდა აღინიშნოს რომ ეს ფრაზები მარტივ რეკლამად ეჩვენებათ მხოლოდ მათ ვისაც არ გამოუცდია ის ადრენალინი და სიგიჟე რასაც ''რაფტინგი '' იძლევა საქართველოს პირობებში !  უნდა აღინიშნოს რომ ამ სპორტის განვითარებისათვის ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დიდი პოტენციალი არსებობს , ამაზე მეტყველებს ტურისტული კომპანიების მომრავლებაც უკანასკნელ წლებში,  რომლებიც ტურიზმისა და დასვენების ამ ფორმით არიან დაკავებულები, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ჯომარდობას საქართველოში უფრო დიდი წარსული აქვს ჯერ კიდევ  60 იან წლებში საქართველოს მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ აქტიური გართობისა და დასვენების მსურველები, ამ დროს ჯომარდით თავის შექცევა ცოტა არ იყოს სახიფათოც კი იყო ! მიზეზი კი თქვენს ქვემოთ გამოსახულ ფოტოებზეა აღბეჭდილი ! 

 

m9izb.jpgსავარაუდოდ მსგავსი ტივებით სულაც არ მოგინდებოდათ ისეთ მდინარეებზე დაშვება როგორიცაა რიონი ცხენის წყალი თერგი და ა.შ ;)) რომელთაგან ყველა მე-4-ე და მე-5_ე კატეგორიების მდინარეებს მიეკუთვება ! :)))


1mpvm.jpgაი გულიც ამათ ქონიათ ძმაო ;)

დღეს დღეობით ჯომარდს უფრო უსაფრთო სახე აქვს დაშვების დაწყებამდე გულდასმით მოწმდება გასაბერი ნავი რომელიც
 ერთდროულად 5-10 დენამდე შრებისგან შედგება და მისი დაზიანება არც თუ ისე ადვილია !  ასევე ნავში მსხდომები აღჭურვილებიარიან დამცავი ჟილეტებითა და ჩაფხუტებით საურველია გიდრო კოსტუმითა და ჯომარდის ფეხსაცმელებით ;)

ჯომარდი სირთულის მიხედვით იყოფა 6 კატეგორიად 
I-კატეგორია ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თუ გსურთ რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩქერებისა და ძლიერი დინების გარეშე დატკბეთ
 ბუნებით და მდინარეზე ნავით გაისეირნოთ ესეთი ადგილია მაგალითად მდინარე მტკვარზე მცხეთასთან ახლოს ;)
VI- 
კატეგორია ეს არის ჩქარი და ძლიერი დინებით ჩქერებითა და ნაკადებით დატვირთული სადაც აუცილებელია
 პროფესიონალი ინსტრუქტორი და პროფესიონალი გუნდის წევრები აქ უნდა შესრულდეს რთული მანევრები ამოტრიალების თავიდან
 ასაცილებლად ! როგორც ვიცი მე6ე კატეგორიის მდინარეები საქართველოში არ არ არსებობს ! მაგრამ გვხვდება IV და V კატეგორიები მაგალითად თერგის მონაკვეთი დარიალისკენ ასევე ცხენის წყალი და რიონის მონაკვეთები ! 

შეიძლება ითქვას რომ ჯომარდი სახფათო სპორტის სახეეობაა და ამიტომ უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები
. დღესდღეობით ჯომარდს საქართველოში არც თუ ბევრი მიმდევარი ყავს
, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს სპორტი მალე დიდ დაინტერესებას გამოიწვევს  ! 
14ifq.jpgaomci.jpgnu8z2.jpgi7xlj.jpg




ახლა კი რამოდენიმე ვიდეო ! 
!! 






 მეგობრებო იმ მომენტში, როცა ნავი ჩქერებში ეშვება ათასგვარი შეგრძნება გეუფლება: ერთდროულად შიშიცაა, სიხარულიც, დაძაბულობაც და აღტაცებაც... ტურის დასრულებისას სულ სველი ხარ, დაღლილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან ბედნიერი 
ბოლომდე მაინც ვერ მიხვდებით, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით!
 
ასე რომ გთავაზობთ თვის ბოლოს ერთი შეკრება გავაკეთოთ და მოვსინჯოთ 
ჩვენი ძალები მდინარეზე დაშვებაში ამ თემას მოდი აქტიურად მივხედოთ და  ნამდვილად მემგონი პირველი სამონადირეო კლუბი ვიQნებით + ექსტრემალი მონადირეების კლუბი :))) :D ასე რომ გამოთქვით სურვილი თუ გინდათ მონაწილეობის მსგავს ამ ღონისძიებაში  !! 


 


როდეზიული რიჯბეკი

04 April 2014 - 03:59 PM

იქნებ იცოდეთ ამ ჯიშზე რაიმე და მეც გამაგებინოთ დღეს დღეობით პოპულარული არის თუ არა ეს ჯიში საქართველოში და ა.შ ანუ მაინტერესებს საქართველოს პირობებში გამოსადეგია თუ არა და რამდენად პოპულარული ?!  დანარჩენს გუგლიდან ინფოს მეც ვნახავ ... 2 დღეში ამ თემასაც წავშლი და გთხოვთ თუ გაქვთ ინფო დაწეროთ  ! 

 


სახალისო კომერციული რეკლამები ...

14 March 2014 - 04:20 PM

მოდით ამ თემაში დავპოსტოთ PR _თან დაკავშირებული ვიდეო რგოლები ! 
ზოგადი ცნება როგორც პრ ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველასათვის ნათელია .. 
მაგრამ მე მინდა ერთ ფაქტძე კერძოდ პრ_ის განვითარების უმაღლეს საფეხურზე შევაჩერო ყურადღება , 
ეს არის დაშიფრული კოდის გაგზავნა და მისი მიტანა ტელე ეკრანებიდან მაყურებლამდე ეგრეთწოდებულლი 25 კადრი  
ცოტა რამ 25 კადრის შესახებ  ! 

5-ე კადრის ცნება მემგონი ყველასთვის ნაცნობია, უბრალოდ ზოგი მეტად არის ამ საკითხში გათვიცნობიერებული, ზოგი ნაკლებად.. ბევრ მათგანს არც სჯერა, მაგრამ რეალური ფაქტები მის არსებობას ადასტურებენ.

„ფარული შეტყობინების“ ( ოფიციალურად ასე ჰქვია 25-ე კადრს) მეთოდი პირველად 1957 წელს ამერიკელმა მარკეტერმა ჯეიმს ვაიქერიმ დააპატენტა. მან ფილმ „პიკნიკის“ ფირში ჩაამონტაჟა 1/30000 ხანგრძლივობის კადრი, რომელიც გახლდათ ერთგვარი მოწოდება: „დალიე კოკა-კოლა“, „გშია? ჭამე პოპ-კორნი“, არსებულ ტექსტს მაყურებლის თვალი ვერ აღიქვამდა, ფილმის მსვლელობას უადგილო კადრის ჩამატების გამო ხელი არ შეშლია, ჩვენების დასრულებისთანავე კი მაყურებლის 90% კოკა-კოლისა და პოპკორნის რიგში ჩადგა. ცდის ჩატარების შემდეგ ვაიქერმა ექსპერიმენტების შედეგები წარადგინა, რასაც თავისთავად დიდი ხმაური მოჰყვა, მეთოდი ადამიანის მანიპულაციად გამოაცხადეს და მისი გამოყენება აკრძალეს..

რატომ ვერ აღიქვამს თვალი 25-ე კადრს? პასუხი ბევრისთვის გაუგებარია, რაც როგორც უკვე ავღნიშნე მათ უნდობლობასა და ეჭვს იწვევს, თუმცა ექსპერტები ადასტურებენ მის არსებობას და გვიხსნიან რომ თვალის ბადურა რეალურად წამში 25 კადრს კი აღიქვამს, მაგრამ ტვინს  მხოლოდ 24-ის გაშიფვრა შეუძლია. ის ერთი კადრი კი ქვეცნობიერში იგზავნება, ილექება და ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს.

ფარული შეტყობინების“ მეთოდი ყოველდღიურობაში კანონით სასტიკად იკრძალება, თუმცა ექსპერტები მაინც წააწყდნენ მისი გამოყენების მაგალითებს, ასეთია რუსეთის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი რეკლამა
i7bzw.jpg

ს ი ც ე  თ თ დ ა ს ე ი ს ო მ ს ო ა ო ს ც ს ი !  
  
ა ი ი ც ი ს გ ე ;)
უ თ ი ო ო ი ც თ ა ;))) 
1

 როგორც ჩანს ვიდეოს ვერ ვტვირთავ :D :D :D :D :D :D :D