ბამბუკი
ბამბუკი (მალაიური bambu),
Bambus-ს გვარი. ხისებრი მარცვლოვნების სახელწოდება. მისი სამშობლოა აზიის, აფრიკის და ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკები. საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩრდილოეთ განედის ცნობილი სახეობები: ჩინური მადაკე, იაპონური მადაკე, მოსო და სხვა. სულ 20 სახეობა. ზოგიერთი სახეობის ღეროს სიმაღლე 20-30 მ აღწევს. იყენებენ ავეჯის, კიბეების, სათხილამურო ჯოხების, წყალსადენი მილების, საყრდენების, ქაღალდისა და სხვების დასამზადებლად. საქართველოში ბამბუკს 1000 ჰა უჭირავს. უმთავრესად იზრდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში.
აგრეთვე ბამბუკი ბამბუკისებრთა ქვეოჯახის მარცვლოვნების საერთო სახელწოდება.![]()
ბამბუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის ხე-მცენარეებზე ბევრად მსუბუქია და გაცილებით იაფი. საქართველოში ძირითადათ გავრცელებულია სამრეწველო მოხმარების ბამბუკის ორი ჯიში: “მოსო” (Phyllostachis edulis), ჩინური და იაპონური “მადაკე” (Phylostachis bambusoides). “მოსო” უფრო ტექნოლოგიურია გამოიყენება სამრეწველო ნაკეთობებში (პანელები, პარკეტი, ავეჯი), “მადაკე” – სამშენებლო სფეროში (ხარაჩოები, ფერმები, თაღოვანი გადახურვები და ა.შ.). ბამბუკის გავრცელების არეალი – აჭარა, გურია, სამეგრელო, აბხაზეთი.
საქართველოში გავრცელებული ბამბუკი მიეკუთვნება ე. წ. საგაზაფხულო ვეგეტაციის ტიპს, ანუ მისი მომწიფება ხდება გაზაფხულ-ზაფხულში. მომწიფებულად ითვლება სამი წლის ბამბუკი და მისი მოჭრა მიზანშეწონილია ზამთრის პერიოდში. ამიტომ ბამბუკის მთელი წლის მარაგი უნდა დამზადდეს ნოემბერ – თებერვალში.
ამ კულტურისადმი ინტერესი მაღალია არა მარტო აზიურ ქვეყნებში, არამედ ევროპასა და ამერიკაში (მითუმეტეს ხე-ტყის ჭრის აკრძალვის პირობებში). ამაზე მიანიშნებს მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტების არსებობა (International Network for Bamboo and Rattan – INBAR, European Bamboo Society, American Bamboo Socieries ets.) საქართველო მონოპოლისტია ბამბუკის მოყვანაში ყველა მოსაზღვრე ქვეყნებს შორის.
ბამბუკის კუთრი სიხისტე 1,7 ჯერ აღემატება მუხისას, ხეზე ნაკლებად აალებადია, უმნი¬შ-ვნელო ტექნოლოგიური (არა ქიმიური) დამუშავების შემდეგ არ ეკარება ხოჭო, არ უჩნდება სოკო, თითქმის არ ლპება და არ ობდება.




ზევით ასვლა
